xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » „პერსონალიზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„პერსონალიზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
27-11-2022, 08:10  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ტერმინი „პერსონალიზმი" პირველად პროტესტანტმა თეოლოგმა ფ. შლეირმაიხერმა გამოიყენა თავის ნაშრომებში. კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა შეიძინა მან გ. ლეიბნიცის ფილოსოფიაში. გერმანელმა ფილოსოფოსმა თავის „მონადოლოგიაში" გამოთქვა აზრი, რომ პერსონალიზმი არის სულიერი სუბსტანცია, ფლობს ენერგიას, რომელიც ჰარმონიულად თანაარსებობს საკუთარ თავთან და ღმერთთან.

   თავად ტერმინი პერსონალიზმი (ლათ. Persona. პიროვნება) ჰქვია თანამედროვე ფილოსოფიის იდეალისტურ მიმდინარეობას, რომელიც ყოფიერების პირველსაწყისად პიროვნებად მიიჩნევს. პერსონალიზმი თავისი წარმომავლობით მჭიდრო კავშირშია თეისტურ რელიგიებთან, რომლებიც აღიარებენ ღვთის, როგორც განსაკუთრებული გონიერი პიროვნების არსებობას, ასევე ღვთისა და ადამიანის ურთიერთობას, სადაც პიროვნება საწყის მოქმედ რეალობად და უზენაეს ფასეულობად მიიჩნევა. თავის მხრივ, სამყარო უზენაესი პიროვნების - ღვთის შემოქმედებითი აქტიურობის გამოვლინებაა.

   პერსონალიზმში როგორც ღმერთი, ისე ადამიანი, ვით ღვთისაგან განყენებული სუბიექტი, ასევე ქმნის ხილულ სამყაროს და ანიჭებს ამ სამყაროს აზრს, მნიშვნელობას.

   პერსონალიზმი სხვადასხვა ქვეყანაში მისთვის დამახასიათებელი ნიშნით განვითარდა. ძირითადად საუბარია გერმანულ, რუსულ, ამერიკულ და ფრანგულ პერსონალიზმზე.

   გერმანული პერსონალიზმი იდეალისტური ფილოსოფიის შემადგენელი ნაწილია. მისი წარმომადგენლები არიან: ფ. იაკობი, მ. შელერი და სხვა. მათი ძირითადი ამოცანა იყო „გაეუმჯობესებინათ პიროვნების ინდივიდუალური უნარები", მეთოდები, თვისებები. ადამიანი უნივერსალურ არსებად ცხადდება, ვისი ჭეშმარიტი სახეც ეგზისტენციალიზმში იხსნება. ე.ი. ადამიანის უნიკალურობაზე, ინდივიდუალურ არსებობაზე, თავისუფალ არჩევანზე, ღვთისაგან დამოუკიდებლობაზეა ყურადღება გამახვილებული, ანუ: ადამიანი თავად განსაზღვრავს ცხოვრებაში საკუთარ მნიშვნელობას, საკუთარ სიცოცხლეს.

   რუსული პერსონალიზმი ერთგვარი გაგრძელებაა გერმანულისა. მისი წარმომადგენლები არიან: ა. ბერდიაევი, ნ. ლოსკი და სხვა. მიიჩნევდნენ, რომ ადამიანი არის სუბიექტი, პიროვნება, ცოცხალი არსება, თავად ყოფიერების წიაღში, ცენტრში მყოფი არსება. არსებითად, ადამიანი ღვთისაგან განყენებული სუბიექტია, ისიც ქმნის სამყაროს, ვინაიდან თავისუფლების ნიჭითაა დაჯილდოებული.

   ა. ბერდიაევი წერს: „მე ვაყალიბებ ჩემს სუბიექტურ, სულიერ, თავისუფალ, დუალისტურ-პლურალურ, პერსონალურ, ესქატოლოგიურ ფილოსოფიურ შემოქმედებას".

   ამერიკული პერსონალიზმის წარმომადგენელია ბ. ბიუნი. მისი ძირითადი თეზაა: პიროვნება აღიარებულია ყველაზე აღმატებულ, უნიკალურ ფასეულობად, რომლის პოტენციალი უნდა მოხმარდეს ხილულ სამყაროს საზოგადოებაში მშვიდობის დასამკვიდრებლად. ადამიანი იღვწის ამქვეყნად ნეტარების მოსაპოვებლად უზენაესთან ერთობით.

   ძირითადი მიზანია: სწრაფვა თვითსრულყოფისა და თვითგანვითარებისაკენ, რომლის შედეგადაც ყალიბდება ჰარმონიული საზოგადოება.

   ფრანგი პერსონალისტის ე. მუნიეს აზრით ადამიანის ძირითადი საზრუნავი არის მიწიერი ცივილიზაცია, რომელიც კოლექტიური ძალისხმევით უნდა მოეწყოს. ფილოსოფოსი თვისებურად განიხილავდა ქრისტიანულ ხედვას ადამიანზე, ზოგადად ადამიანის როლს სამყაროში და მას ღვთისაგან დამოუკიდებელ არსებად მიიჩნევდა.

   ამრიგად, პერსონალისტები, როგორც ფუნდამენტური მოდერნისტები, ერთხმად აცხადებენ: სუბიექტი, ადამიანი, პიროვნება, ვით ღვთის მიერ ხატად და მსგავსად შექმნილი არსება, არ არსებობს. ის დამოუკიდებელი სუბიექტია, რომელიც ასევე ქმნის ხილულ სამყაროს. ცხადია, არნახულ მკრეხელობასთან გვაქვს საქმე, რომელიც პოსტმოდერნისტულ ღვთისმეტყველებაშიც, ქრისტიანობაშიც შემოიჭრა.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine