„სიკვდილი სხვა არაფერია, - ხანგრძლივი ძილის გარდა"
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
„ძილი სიკვდილის სახეა, ხოლო გამოღვიძება აღდგომის მსგავსია"
* * *
„იესო ქრისტეს აღდგომა ჩვენი მომავალი აღდგომის სახეც არის, - და ჩვენ აღვდგებით მესამე დღეს, ან - ჩვენი არსებობის მესამე ეტაპზე"
* * *
„განა შეიძლება, დაგაეჭვოს ძლიერებამ ღვთისა, რომელმაც მთელი ეს უზარმაზარი სამყარო არსებობაში მოიყვანა"
ტერტულიანე
* * *
„განა ღმერთს, რომელმაც არარსებობიდან შეგვქმნა, არ შეუძლია, აღგვადგინოს მაშინ, როდესაც უკვე ვარსებობდით და მოვკვდით"
წმიდა კირილე იერუსალიმელი
* * *
„ღვთისთვის გაცილებით ადვილია იმის აღდგენა, რაც უკვე იყო, ვიდრე - შექმნა იმისა, რაც არასოდეს ყოფილა"
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
* * *
„ჩვენი სხეულის არცერთი ნაწილი, როგორც არ უნდა გაიბნეს ისინი, თუნდაც სრულიად გაიხრწნას, ან - ერთიანად დაიჭრას, ღვთისთვის არ კვდება, ისინი, იმავე სტიქიად გარდაიქმნებიან, რომლიდანაც ღვთის ხელმა აიღო"
ნეტარი ავგუსტინე
* * *
„ღვთისთვის გაცილებით ადვილია, მიწის პირზე განბნეული ადამიანის სხეულის ფერფლის შეკრება, ვიდრე ჩვენთვის - ოთახში დაკიდული კიბის ჩამოხსნა"