xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ეკუმენისტური „დიალოგის“ დაღმასვლის ტენდენცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ეკუმენისტური „დიალოგის“ დაღმასვლის ტენდენცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
3-11-2022, 10:57  / ამოსაბეჭდი ვერსია

ეკუმენისტური „დიალოგის“ დაღმასვლის ტენდენცია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   როდესაც ვსაუბრობთ კონფესიათაშორის „საღვთისმეტყველო დიალოგზე", პირველ ყოვლისა ყურადღებას იპყრობს მისი (დიალოგის) ძირეული ხედვები და მიდგომები, რომლის თანახმადაც არამართლმადიდებელი ქრისტიანები (კათოლიკები, პროტესტანტები, მონოფიზიტები და სხვა) უკვე აღარ განიხილებიან ერეტიკოსთა სტატუსით.

   ეკუმენისტური დოქტრინის თანახმად, ყველა ქრისტიანული კონფესია, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესია, „ნაკლულევანია", ნაწილობრივი მადლის მატარებელია, ამდენად საჭიროებს „უნივერსალურ ეკლესიურ გაერთიანებაში" „მადლის" სისავსის მიღებას. მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია, მისი სწავლება სისავსით ფლობს მადლსა და ჭეშმარიტებას და არ საჭიროებს „ნაკლულოვანების შევსებას".

   თუ ეკუმენისტებს სურთ მართებული, ძმური, მისიონერული დიალოგის გამართვა, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ (ერეტიკოსებს) იპოვონ ჭეშმარიტი გზა, რომლისგანაც გადაუხვიეს და შეუერთდნენ წმინდა ეკლესიას, რომელიც სისავსით ფლობს მადლმოსილებასა და ჭეშმარიტებას. მაგრამ ეკუმენისტური დიალოგი სულაც არ ისახავს მიზნად ჭეშმარიტების მოპოვებას. პირიქით, ის შეურევნელის შეერთების, გაუერთიანებელის გაერთიანების მცდელობაა. ის ყალბი ერთობის ნიმუშია და ეკუმენისტური დიალოგი ეწოდება.

   ეკუმენისტური საღვთისმეტყველო დიალოგი მოკლებულია მართებული დიალოგის კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც საფუძვლიანად უნდა იქნეს გააზრებული დასავლურ (კათოლიკურ, პროტესტანტულ, მონიფიზიტურ) სწავლებათა სიმცდარე.

   საფრთხე, რის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, არათუ ერეტიკოსების, არამედ „მართლმადიდებელი" ეკუმენისტების მიერაც არ მიიჩნევა ეკლესიოლოგიურ კოლაფსად, პირიქით: საღვთისმეტყველო დიალოგის ფარგლებში ეკლესიოლოგიური თუ სხვა საკითხები თანმიმდევრული (დაღმასვლის) წესით ისეთნაირად განიხილება, თითქოს ჩვენსა და ერეტიკოსებს (პაპისტები, პროტესტანტები, მონოფიზიტები) ამ ნიშნით არაფერი განგვასხვავებდეს.

   „ეკუმენისტური „დიალოგების" შედეგად მიღებული დოკუმენტები, - შენიშნავს არქიმანდრიტი ეპიფანე ელადელი, - იმგვარადაა ურთიერთდაკავშირებული, რომ ყოველი მომდევნო დოკუმენტი მოიაზრებს წინა დოკუმენტის არსებობას, ანუ: თუკი დღეს შედგენილ დოკუმენტში აღმოვაჩენთ საღვთისმეტყველო ცდომილებას, გვეტყვიან, ეს საკითხი უკვე განხილული და ხელმოწერილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ამ დროს ეკლესიის სისავსისთვის ის სრულიად უცნობი და მიუღებელია. ეს „გადაწყვეტილებები" არ გამოაქვთ ადგილობრივი ეკლესიების სინოდებისა და სამღვდელოების განსახილველად. ცხადია, ასეთი „დოკუმენტები" არ და ვერ იქონიებენ სამართლებრივ სტატუსს მართლმადიდებელ ეკლესიაში".1

   აღნიშნული დოკუმენტების თანმიმდევრული დაღმასვლის ტენდენცია მკაფიოდ შეინიშნება კონფესიათაშორისი „დიალოგის" ფარგლებში. მაგალითად: მიუნხენში 1982 წ. განიხილებოდა თემა „ეკლესიის საიდუმლო და საღმრთო ევქარისტია წმინდა სამების ჭრილში". ბარში 1987 წ. წამოიჭრა საკითხი „რწმენა და საიდუმლოება და ეკლესიის მოწმობა". ახალ ვალაამში 1988 წელს გამართულ დიალოგზე მხარეები განიხილავდნენ „მღვდლობის საიდუმლოს საკრამენტული ეკლესიის სტრუქტურაში". 2006 წ. პუსანში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მორიგი ღალატი ჩაიდინეს: დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „ყოველი ეკლესია მაშინ ფლობს კრებსითობას, როდესაც იმყოფება ურთიერთობაში სხვა ეკლესიებთან". (პორტო-ალეგრო. § 6). ე.ი. მართლმადიდებელი ეკლესია აღარ მოიაზრება ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიად, ვინაიდან არ იმყოფება ერთობაში ერეტიკოსებთან. რავენაში 2007 წ. ხელი მოეწერა დოკუმენტს „ეკლესიოლოგიური და კანონიკური წყობა ეკლესიის საკრამენტულ ბუნებაში". მასში ძირითადი ყურადღება ეკლესიის კრებსითობასა და უფლებამოსილებაზე გამახვილდა, სადაც კრებსითობა „აღმოსავლური პაპიზმის" ჭრილში იქნა განხილული. ვენაში 2010 წ. განიხილეს მართლმადიდებლებისა და პაპისტების საერთო ეკლესიოლოგიური საფუძვლები. კეოტიში 2016 წ. განიხილებოდა „პირველობა ან პაპის პრიმატი პირველ ათასწლეულში". აქ იოლი შესამჩნევია ეკლესიოლოგიური საკითხების ისეთი თანმიმდევრობა, თითქოს ლათინებსა (აგრეთვე სხვა კონფესიებს) და მართლმადიდებლებს შორის არანაირი სხვაობა არ იყოს ეკლესიოლოგიურ-საღვთისმეტყველო თვალსაზრისით.

   ამრიგად, ეს „დიალოგები" უნაყოფოა, შესაბამისად სახიფათოც. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ წმინდა მამათა სწავლებასა და ღვთისმეტყველებაზე დაფუძნებული დიალოგია შედეგიანი. მხოლოდ ასეთ დიალოგს ძალუძს დაკარგულ ცხოვართა კვლავ სამწყსოში დაბრუნება. (გაგრძელება...)






1 არქ. ეპიფანე თეოდოროპულოსი. დაწყებული „დიალოგი" და მისი საფრთხე. წიგნ. „ნათელი სოფლისა". 2016. გ. 126.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine