„ანატომია სულის უკდავებაში გვარწმუნებს: როდესაც გვამს გაკვეთ, შეუძლებელია, დაიჯერო, რომ სულ ეს არის ადამიანი"
* * *
„რატომ მოხდა, რომ იობმა ყველაფერი: ცხენები, ჯორები, აქლემები, ცხვრები, მიწები და ყოველგვარი სიმდიდრე ორმაგად მიიღო, ხოლო შვილი ზუსტად იმდენი შეეძინა, რამდენადაც გარდაცვლილი ჰყავდა (იობ. 1,2-3; 42,12-13)? იმიტომ, რომ პირუტყვი და ხორციელი სიმდიდრე სრულად დაიღუპა, ხოლო შვილები სიკვდილის შემდეგაც ცოცხლები იყვნენ სულიერად"
წმიდა ბასილი დიდი
* * *
„ადამიანის უკვდავება არის ღმერთის უკვდავი, მარადიული ქველმოქმედება"
* * *
„აზრი უკვდავების შესახებ მოითხოვს მოკვდავ ცხოვრებას, რომელიც მომავალის - უკვდავის შესაბამისი იქნება"
* * *
„ყოველთვის ისე იცხოვრე, რომ ღმერთსა და უკვდავებაზე ფიქრს შენთვის სიხარული მოჰქონდეს"