xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » მეცნიერული „შემოქმედების“ საცთური ღვთისმეტყველებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მეცნიერული „შემოქმედების“ საცთური ღვთისმეტყველებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
20-10-2022, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   XVII საუკუნიდან დასავლური, მეტწილად პროტესტანტული, მსოფლმხედველობის შედეგად ადამიანის ასეთი დილემის წინაშე დადგა: რა ადგილი უნდა ეჭიროს გონებას სულიერ ცხოვრებაში? პროტესტანტული რაციონალიზაციის შედეგად გონებამ ეტაპობრივად დაკარგა სულიერებასთან კავშირი და თვითკმარ ცნებად გამოცხადდა. შედეგად გაჩნდა ახალი სარწმუნოება, ახალი კერპი - ადამიანის ინტელექტი, რამაც ბუნებრივად გამოიწვია მეცნიერების გაკულტება, ყოველივეს საზომად არა ღმერთი, არა ეკლესიის სწავლება, არამედ მეცნიერება გამოცხადდა.

   მეცნიერების კულტი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პროტესტანტული რეფორმაციის შედეგად წარმოიშვა. ის სულიერების დაკნინებისა და რაციონალისტური აზროვნების აყვავების ხანაში ჩამოყალიბდა. შედეგად, იგი გამოეყო საღმრთო გამოცხადებას და ერეტიკული, ანტიქრისტიანული თეორიების განკარგულებაში აღმოჩნდა. პროტესტანტიზმის თეზამ „მხოლოდ წმ. წერილი" არა მხოლოდ რეფორმატორები, არამედ მართლმადიდებელი ქრისტიანების გარკვეული ნაწილიც განაწყო „ბიბლიის მიმართ კრიტიკულად". ამ ლათინურ-პროტესტანტულმა სულმა თანდათანობით საზოგადოების ლამის ყველა სფეროში, თვით მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო სასწავლებლებშიც შეაღწია. აქტიურად დაიწყო რეფორმატორული მეთოდიკის კრიტიციზმის დამკვიდრება. არამართლმადიდებელ ავტორთა სახელმძღვანელოებს თითქმის ყველა საგნის სწავლებაში იყენებდნენ, ვით ჭეშმარიტების შეცნობის სანდო წყაროს.

   „მართლმადიდებელმა სკოლებმა უცხოური მეცნიერებისაგან არა მხოლოდ ფაქტოლოგია, არამედ მეთოდოლოგიაც გადმოიღეს, - შენიშნავს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი). კრიტიციზმმა როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების ცნობიერება გამსჭვალა. თუ მართლმადიდებლობაში ეკლესიის გადმოცემის მეშვეობით დასტურდება მეცნიერება, ახლა ეკლესიის გადმოცემა ანალიტიკური აზროვნებით იცვლება... სკეფსისის გახრწნილმა სულმა დაიკავა ადგილი".1

   საეკლესიო რეფორმებს, განმაახლებლობის საცდურს ღვთისმეტყველებაში სულიერი ცხოვრების დამახინჯება მოსდევს. საღვთისმეტყველო მეცნიერება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არცთუ ისე იოლი აღსაქმელია უბრალო (რიგითი) ქრისტიანისათვის, მით უფვრო ისეთ სეკულარულ გარემოში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ამდენად, საღვთისმეტყველო მუშაკობა მაშინაა სათნო ეკლესიისთვის, როდესაც ის ჭეშმარიტი გზით მიემართება, ხოლო საფრთხის შემცველი ხდება მაშინ, როდესაც ეს შრომა ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას ფსევდომოჩვენებითი „ჭეშმარიტებით" ანაცვლებს.

   შეხედულებათა შეუთანხმებლობა არახალია საღვთისმეტყველო მეცნიერებაში. კერძო საღვთისმეტყველო მოსაზრება (თეოლოგუმენი) არა ერთ წმინდა მამას გამოუთქვამს, მაგრამ ის, ვით მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, არ მიუღია ეკლესიის სისავსეს. კერძო აზრი კერძო აზრად რჩება. გაცილებით უფრო საგანგაშოა მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში შემოჭრილი პროტესტანტული კრიტიციზმის სული, როდესაც არამართლმადიდებლური შეხედულება, მოსაზრება, თეოლოგუმენი მთლიანად საღვთისმეტყველო სკოლის, სასულიერო პირებისა თუ ერისკაცების დიდი ჯგუფის მიერ თავისუფლებად აღიქმება, როდესაც ამ (მცდარი) იდეების ეკლესიის წიაღში დამკვიდრება მათი მთავარი მიზანი ხდება. თითქოს არ არსებობდეს საეკლესიო სამართალი (დოგმატები, კანონები, მსოფლიო კრებების განსაზღვრებანი), რომელმაც არ დაუშვა ქაოსი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. ვშიშობთ, რომ მსგავსი საფრთხე რეალურად არსებობს ჩვენ დროში.

   თანამედროვე ღვთისმეტყველების ზედაპირული მიმოხილვაც კი ცხადყოფს, რომ მას ასაზრდოებენ „პარიზის სკოლის" მიერ „გამოჭედილი" თეოლოგები, რომლებმაც, თავის მხრივ, დასავლური იდეოლოგიების საფუძველზე ააგეს თავიანთი ღვთისმეტყველება. სწორედ მათი ბაგეებიდან გახმიანდა „პიროვნული ღვთისმეტყველების", „ქრისტიანული პერსონალიზმის", „შემოქმედებითი თავისუფლების" და ა.შ. თეზები, რაც სრულიად უცხოა მამებისეული ღვთისმეტყველებისთვის. იმიტომაც ეწოდა მას პოსტმამებისეული, ე.წ. „ახალი მამების" ღვთისმეტყველება, რომლებმაც ოსტატურად დაისახეს მიზნად წმინდა მამათა (მათი სწავლების) ჩანაცვლება. ამ პროცესების მნიშვნელობის მართებულად წარმოჩენისთვის ტერმინი „პოსტმოდერნისტული" იქნა შერჩეული. ამიტომაც მოდერნისტების ნაშრომების კითხვისას ადამიანი გრძნობს, რომ ეს არ არის ის, რაც გვასწავლეს წმინდა მამებმა, ეს ახალი მიდგომაა ღვთისმეტყველებაში, პროტესტანტულ კულტურაზე დაფუძნებული. შედეგად, ახალ მოდას, ახალ რელიგიურ ხედვებს აყოლილი იოლად უარყოფს ეკლესიის დოგმატურ და კანონიკურ სწავლებას. „თავისუფალ", „შემოქმედებით", „ინდივიდუალურ" მიდგომას ღვთისმეტყველებაში მთავარ სათნოებად, ხოლო ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებას „სასკოლო ღვთისმეტყველებად", „იურიდიზმად", „სქოლასტიკად"... აცხადებენ.

   მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ადამიანის ინდივიდუალური მისწრაფებანი იზღუდება წმინდა დოგმატებით, რასაც ეკლესიის საზღვრები ჰქვია. შესაბამისად უადგილოა, უმართებულოა მისი დაყოფა „კანონიკურ" და „ქარიზმატულ" (გ. ფლოროვსკის ტერმინი) საზღვრებად. ღვთისმეტყველება მარტოოდენ მამებისეულ კალაპოტში უნდა ვითარდებოდეს. თუ თეოლოგი გვთავაზობს ეკლესიის მამებისეულ სწავლებას, ვით კერძო აზრს, ეს არამართლმადიდებლური და მცდარი საღვთისმეტყველო აზროვნების მკაფიო ნიშანია. რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ეს თეოლოგი მაღალი წოდების იერარქია, პროფესორი თუ პატროლოგი. (გაგრძელება...)






1 Арх. Рафаил. Карелин. Векторы духовности. С. 171.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine