xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ა. შმემანის „ლიტურგიკული ღვთისმეტყველება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ა. შმემანის „ლიტურგიკული ღვთისმეტყველება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
5-10-2022, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   დეკანოზ ა. შმემანის ნაშრომი „შესავალნი ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში" („Введение в литургическое богословие") მიზნად ისახავს განაწყოს მკითხველი აუცილებლად შეიქმნას ახალი საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო სისტემა მართლმადიდებელ ეკლესიაში. მასში მოცემულია ისტორიული სქემა, თუ რაგვარად ყალიბდებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო წეს-განგების პროცესი, რომელიც, ავტორის აზრით, უნდა შეიცვალოს. ა. შმემანის დისერტაცია მართლმადიდებელი საღვთისმეტყველო მეცნიერების საწყისი ეტაპია. ის კონკრეტული განხრაა, მიმართულებაა „ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებად" სახელდებული. ამიტომ ჩვენც, მის ამ საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო სიახლეს - „ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას" ა. შმემანის მოდერნისტული მიმართულება ვუწოდეთ.

   ა. შმემანის ნაშრომი „შესავალნი ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში" გვსურს გამოჩენილი ღვთისმეტყველის დეკანოზ მიხეილ პომაზანსკის კრიტიკული წერილის კვალდაკვალ განვიხილოთ.

   ა. შმემანი აღნიშნავს, რომ „საჭიროა ისტორიული გზის და გასაღების მოძიება ლიტურგიკული ღვთისმეტყველებისათვის; ამ გზით უნდა აღორძინდეს ბურუსით მოცული ეკლესიოლოგიური ეკლესიის კრებსითი ცნობიერება".1

   როგორც ჩანს, ოცსაუკუნოვანი ეკლესიის კრებსითი ცნობიერება არაფერს ნიშნავს. და სწორედ მან (და მისმა თანამოაზრეებმა) უნდა გამოიყვანონ ეკლესია ბურუსიდან, რომელშიც ის კონსტანტინე დიდის ეპოქიდან იმყოფება.

   ა. შმემანი წერს: „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ კონსტანტინე დიდის ეპოქის, ვით ქრისტიანობის ფსევდოგამარჯვებას, რომელიც სინამდვილეში დამარცხებად მოგვიბრუნდა".2

   როდესაც პიროვნებას გააჩნია ამგვარი საღვთისმეტყველო პრეტენზია, რომ ოცსაუკუნოვანი ეკლესიის ტრადიცია უნდა გადაიხედოს და „ახალი", „ჭეშმარიტი" სწავლებით შეიცვალოს, ჩვენთვისაც მისი ნაშრომი ამ ნიშნით ხდება საინტერესო: შეძლო კი მან, გაქცეოდა შეცდომებს, „დასავლურ ტყვეობას" და ა.შ., თუ პირიქით, სწორედ დასავლური, განმაახლებლური ლიტურგიკული რეფორმის ტყვეობაში შეჰყავს მართლმადიდებლური ღვთისმსახურება?

   ა. შმემანი: „მართლმადიდებლები, როგორც წესი, იხრებიან ღვთისმსახურების ისტორიის „აბსოლუტურობისკენ", ყველა წვრილმანს ლამის ღვთივმოხაზულ წინაგანსაზღვრულობად მიიჩნევენ".3

   მისთვის მიუღებელია საღვთისმსახურო წეს-განგების ე.წ. ბუკვალური, ანუ სიტყვასიტყვით „აბსოლუტიზირება".

   ამასთან დაკავშირებით დეკანოზი მ. პომაზანსკი შენიშნავს:

   „ტიპიკონი იმ სახით, როგორითაც ის ჩამოყალიბდა დღემდე, ქრისტიანული ღვთისმსახურების შემდგარი მოცემულობაა; პირველი საუკუნეების ღვთისმსახურება იყო თესლი, რომლისგანაც მოგვიანებით საბოლოო სახით ჩამოყალიბდა ღვთისმსახურება. ცხადია, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ არა მსახურების შინაარსს, გალობას, ლოცვას, დამახასიათებელს ცალკეული ეპოქისთვის, რომელიც ერთი მეორის მიხედვით იცვლებოდა, არამედ თავად საღვთისმსახურო სისტემას, წყობას, წეს-განგებას, შეთანხმებულობას, მწყობრს, ...ღვთის სიდიადის სისავსით გაჟღერებასა და ზეციურ ეკლესიასთან ურთიერთობას; მეორე მხრივ, ადამიანის სულის საღვთისმსახურო ტექსტებში სისავსით გამოხატულებას, სააღდგომო ჰიმნებით დაწყებული დიდმარხვის დატირებით დამთავრებული.

   ამრიგად, პირველი ქრისტიანული ღვთისმსახურების წეს-განგება იყო თესლი, რომელმაც მოგვცა კეთილი ნაყოფი...

   უცხო თვალისთვის, არამართლმადიდებლებისთვის ის გარემოება, რომ ჩვენმა წეს-განგებამ მიიღო სტატიკური ფორმა, დროში ჩარჩენად აღიქმება, ხოლო ჩვენთვის ამგვარად გამოვლინდა მართლმადიდებლური ღვთისმსახურება მთელი სისავსით, დასრულებული სახით".4

   ა. შმემანი ტიპიკონის მნიშვნელობას სულ სხვა კუთხით უდგება, რასაც პრაგმატიზმად მოვიაზრებთ. მისთვის პირველქრისტიანული საღვთისმსახურო წყობა დაიფარა ფენებით (пласты), რომლებიც ერთი მეორეს ედებოდა. ეს „ფენები" ა. შმემანისთვის „მისტერიული" ღვთისმსახურებაა, რომელიც IV საუკუნეში წარმართული მისტერიების ზეგავლენით ჩამოყალიბდა. შემდეგ მეუდაბნოე მონაზვნობამ იქონია ზეგავლენა საღვთისმსახურო წეს-განგებაზე და, საბოლოოდ, ორივეს ზეგავლენით ჩამოყალიბდა ეკლესიის ტრადიციაში. ა. შმემანის სამეცნიერო სქემა ამგვარად გამოიყურება: „თეზა" - ქრისტიანული ღვთისმსახურება ჩაიძირა კონსტანტინეს ეპოქაში; „ანტითეზა" - შემოდის სამყაროში მონაზვნური „ლიტურგიკული კეთილკრძალულება"; ეს პროცესი სრულდება ბიზანტიის პერიოდის „სინთეზით".5

   ა. შმემანი თავიდან ბოლომდე ახალი, უფრო სწორად, პროტესტანტული მეთოდებით ხელმძღვანელობს. მან დაუტევა მთავარი არსი ღვთისმსახურებისა - მადლის მოხვეჭის შესაძლებლობა (ამიტომაც მიუღებელია მისთვის „ბერ-მონაზვნური საღვთისმსახურო ფენაც"), ხოლო საკუთარი საღვთისმეტყველო სისტემა მარტოოდენ პრაგმატულ, მიზეზებისა და შედეგების ძებნაზე ჩამოაყალიბა.

   ამგვარად შემოგვიტანა ა. შმემანმა დასავლური იდეოლოგიური საღვთისმსახურო მიმართულება მართლმადიდებლურ მეცნიერებაში. (გაგრძელება...)



 

 


1 Прот. М. Помазански. Литургическое богословие о А. Шмемана. Экуменика на фоне православной литургики. წიგნ. А. Шмемана „Введение в литургическое богословие". Стр. 10. Azbuka.ru.

2 იქვე. ა. შმემანი. გვ. 127.

3 იქვე. А. Шмеман. „Введение в литургическое богословие". Стр. 107.

4 М. Помазански. Литургическое богословие о А. Шмемана. Стр. 2.

5 იქვე. А. Шмеман. „Введение в литургическое богословие". Стр. 110.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine