xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » გამოსყიდვის „თეორიები“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გამოსყიდვის „თეორიები“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
26-08-2022, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   XX საუკუნემდე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობდა წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაზე, მსოფლიო კრებების სწავლებაზე დაფუძნებული დოგმატური სწავლება ადამის ცოდვისა და გოლგოთის მსხვერპლის შესახებ. ეს ორი ურთიერთდაკავშირებული მოვლენა მრავალი ერეტიკოსისთვის დაბრკოლების ლოდად იქცა. იასუბრო ადამის ცოდვაზე და არაფერი თქვა ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლზე, ეს ნიშნავს ისაუბრო აბსტრაქტულად, არ თქვა ჭეშმარიტებაზე ძირითადი სათქმელი. ამ ნიშნით ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ცრუსწავლება პელაგიანობა იყო.

   სამწუხაროდ, პელაგიანობა ინტერპრეტირებული სახით კვლავ იწყებს აღორძინებას თანამედროვე ღვთისმეტყველებაში. „ახალმა ღვთისმეტყველებმა", რომლებსაც თამამად შეგვიძლია „ნეოპელაგიანელები" ვუწოდოთ, მთლიანად არ (ვერ) უარყვეს ეს დოგმატი, თუმცა მისი სტატუსი სხვა მრავალ შეხედულებას შორის ერთ-ერთი თეორიის დონემდე დაიყვანეს. კერძოდ: „ნეოპატრისტიკული აღორძინების" პირობებში წარმოდგენილი იქნა გამოსყიდვის დოგმატის სამი ვერსია: ე.წ. „იურიდიული", „ზნეობრივი" და „ორგანული". ამასთან, მხოლოდ პირველს - ე.წ. „იურიდიულს", „სქოლასტურს" (მოდერნისტების მიერ ამგვარად სახელდებულს) გააჩნია ისტორიული, დოგმატური სტატუსი. ე.ი. ის იყო ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატი. ძირითადი პოსტულატები ამ სწავლებისა ანტიპელაგიური პოლემიკის დროს ნეტარი ავგუსტინესა და კართაგენის ადგილობრივი კრების (419) განსაზღვრებებში ჩამოყალიბდა, რომელმაც III მსოფლიო (და სხვა მსოფლიო) კრებების რეცეფცია გაიარა. ეს სწავლება ოფიციალურად დადასტურდა აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში 1723 წ., წმ. პეტრე მოგილას „აღმსარებლობაში", წმ. ფილარეტ (დროზდოვი) „კატეხიზმოში", მიტრ. მაკარის (ბულგაკოვი) „დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" და ა.შ.

   მოდერნისტების აზრით, „ეკლესიის დოგმატები, მართალია გამოხატავენ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებას წმინდა გარდამოცემის ჭრილში, მაგრამ ამის მიუხედავად, ბოლომდე ვერასდროს განმარტავენ მას".1

   ისინი მიიჩნევენ, რომ თეოლოგუმენს (კერძო საღვთისმეტყველო აზრს) ეკლესიის დოგმატების თანაბარი მნიშვნელობა გააჩნია, ანუ: მსოფლიო კრებებზე გულდასმით, სულიწმიდის შთაგონებით დადგენილი დოგმატური სწავლებები, აღიარებული ეკლესიის სისავსის მიერ, დღეს დრომოჭმულად ცხადდება. თურმე დოგმატი ვითარდება დროში დროის სულისკვეთებისამებრ. არსებითად, ეს იგივე ადოგმატიზმია, ე.ი. უარის თქმაა ორთოდოქსულ დოგმატურ სტანდარტებზე, ხოლო ალტერნატივად წარმოჩენილია „ტრანსცენდენტური, საიდუმლო ურთიერთობა ღმერთთან" არა დოგმატურ, არამედ „ქარიზმატულ" ფარგლებში.2

   სინამდვილეში, გამოსყიდვის თეორიის არსებობა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში სამი აბსურდია. ე.ი. თითქოს საეკლესიო სწავლება საუკუნეების მანძილზე ვერ ჩამოყალიბდა ზუსტად, ვერ განსაზღვრა სახელდობრ როგორ ცხონდება ადამიანი. არადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხია.

   მართლმადიდებლური (ე.წ. „იურიდიული") სწავლება გამოსყიდვის დოგმატის შესახებ ერთმნიშვნელოვნად, ზუსტად გამოხატავს გამოსყიდვის არსს. ამ დროს „ზნეობრივი" და „ორგანული" საფუძვლიანად ამახინჯებს დოგმატს. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ: ვინც უგულებელყოფს გამოსყიდვის დოგმატის ე.წ. „იურიდიულ", სინამდვილეში მართლმადიდებლურ, მამებისეულ დოგმატს და ანაცვლებს მას სხვა თეორიებით, შეგნებულად ან მოდერნისტული მოდით გატაცების გამო ხდება ერეტიკული სწავლებების თანაზიარი და გამავრცელებელ-მქადაგებელი.

   ორთოდოქსული დოგმატისადმი „ახალი თეოლოგების" კონფლიქტური დამოკიდებულება მოდერნიზმის ერთგვარი სინდიკატია.

   ასეთი მიდგომების შედეგად ღვთისმეტყველებაში „გამოსყიდვის ორგანულმა თეორიამ", ვით მართლმადიდებლურმა, ისევ მოიკიდა ფეხი. შემდეგ „დოგმატურ" სახელმძღვანელოებში დამკვიდრდა ო. დავიდენკოვის „დოგმატური ღვთისმეტყველების" „წყალობით". სწორედ მან ვ. ლოსკისა და გ. ფლოროვსკის შეხედულებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება არა იურიდიული, არამედ ორგანული, ე.ი. „ბუნებითი კატეგორიისააო".3

   თუმცა, თავად ტერმინი „ორგანული" შელინგის ფილოსოფიისთვის უფროა დამახასიათებელი, ვიდრე პატრისტიკისთვის.

   ამ (ორგანული) თეორიის ვ. ლოსკისეულ და გ. ფლოროვსკისეულ ნაშრომებში კრისტალიზება ნიშნავს მისწრაფებას, „გაანთავისუფლონ მართლმადიდებლობა სქოლასტური ტყვეობისაგან", გადააფასონ გამოსყიდვის დოგმატი და ჩასვან „ორგანულ კატეგორიის" ფარგლებში.

   ვ. ლოსკის აზრით, იესო ქრისტე არა მხოლოდ გამოსყიდვის მსხვერპლის, ჯვარზე გაკვრის გამო იწოდება მაცხოვრად, არამედ თავის ჰიპოსტასში კაცობრივი ბუნების აღქმის (восприятие) მიზეზით და ამის მეშვეობით კურნებითა და ცხონებით.

   ამრიგად, აქცენტი გადატანილია ჯვარზე გამოსყიდვის მსხვერპლიდან მაცხოვრის მთელ ცხოვრებაზე - განკაცებიდან ამაღლებამდე, ვინაიდან ყოველივეს სოტეროლოგიური მნიშვნელობა გააჩნია. (გაგრძელება იქნება...)






1 О. Давиденков. Догматическое богословие. М. 2013. С. 361.

2 Г. Флоровский. Границы Церкви.

3 О. Давиденков. Догматическое богословие. T1. Богословское учебное пособие. С. 412-413.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine