xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » თ. დოსტოევსკის გნოსტიკური შემოქმედება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
თ. დოსტოევსკის გნოსტიკური შემოქმედება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
24-08-2022, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   დოსტოევსკი ლიტერატურული პერსონაჟების, გმირების მეშვეობით შეეცადა საკუთარი რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებების წარმოჩენას. მის შემოქმედებაში ანალიტიკოსებმა მართლმადიდებლური, ტრადიციული სწავლებისაგან განსხვავებული მსოფლმხედველობის ნიშნები აღმოაჩინეს. განსაკუთრებული ზეგავლენა დოსტოევსკის შემოქმედებაზე შელინგის იდეებმა იქონია. მაგრამ გერმანული იდეალიზმი არა ქრისტიანობა, არამედ გნოსტიციზმია. ამიტომ მწერლის პერსონაჟების სათნოებანი, ძალა, ღვთის მადლთან თანაზიარება არა ეკლესიის საიდუმლოებებში თანამონაწილეობის ნაყოფი, არამედ ბუნებრივი მდგომარეობაა. დოსტოევსკისთან ადამიანი ისეთი ონტოლოგიური „არსებაა", რომელიც საკუთარ თავში პოულობს სრულყოფის ძალას: „გადარჩება მხოლოდ ის, ვინც ახალგაზრდობიდან დაეუფლება ძლიერ ზნეობრივ განცდას, რასაც თვითშთაგონება ჰქვია".1 ამ შემთხვევაში დოსტოევსკი მოდერნისტებისეულ თვითსრულყოფის მეთოდს მიმართავს, რომელიც პელაგიანობიდან აქვს აღებული. მოგეხსენებათ, პელაგი (პელაგიანობა) უარყოფდა ადამიანში პირველქმნილი ცოდვის არსებობას - ე.ი. ადამის ცოდვას თითქოს არ დაუზიანებია ადამიანის ბუნება და არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია კაცობრიობაზე.

   დოსტოევსკის პოჩვენური სწავლება ანთროპოლოგიური და სოტერეოლოგიური ნიშნით პელაგიანობის მსგავსია.

   ქრისტოლოგიური თვალსაზრისითაც „ქრისტეს პიროვნებას" უკიდურესი ორიგენიზმის ჭრილში ხედავს:

   „ქრისტე მთლიანად შემოვიდა კაცობრიობაში და ადამიანიც ცდილობს ფერი იცვალოს ქრისტეში, ვით საკუთარ იდეალში. ამის მიღწევით ადამიანი დაინახავს, რომ ყველა, ვინც დედამიწაზე მიაღწია ამ მიზანს, შევიდა ნეტარებაში ანუ ქრისტეში".2

   დოსტოევსკის გმირები: მიშკინი („იდიოტში"), ზოსიმე და ალიოშა („ძმები კარამაზოვებში"), ტიხონი („ეშმაკში") და ცხადია ქრისტე („დიდ ინკვიზიტორში") იდეალიზებული პიროვნებებია - მათ სრულყოფილებას თვითშთაგონებით, (და არა ეკლესიის საიდუმლოებებში თანამონაწილეობით) მიაღწიეს. პერსონაჟთა ზნეობრივი ავტორიტეტით მწერალი სინამდვილეში აკნინებს ქრისტეს, ვით მხსნელს და ადამიანის ბუნებას ნეოპელაგიანური სულისკვეთებით აიდეალებს.

   მიშკინი („იდიოტში") – „ქრისტეს მსგავსი" გმირი, არაფრითაა დაკავშირებული საეკლესიო ტრადიციასთან, ის მთლიანად დასავლური რომანტიზმის განსახიერებაა. მიშკინი - თანამედროვე ადამიანის სახეა, უმაღლესი იდეალების მატარებელი ადამიანი, პიროვნება, რომელიც ადრეული ასაკიდან იწოდებოდა „კნიაზი ქრისტედ".3

   ის წუხს, რომ უარს ამბობენ მისი დღიურის წაკითხვაზე. „იქ სახალისოც ტანჯვითაა გამოსყიდული".4

   ანალოგიური მდგომარეობაა ტიხონის („ეშმაკის") პერსონაჟის შემთხვევაშიც. ცოდვის ჩადენის შემდეგ არაა საჭირო სინანული, ლოცვა, მოღვაწეობა, არამედ საჭიროა „შეურიგდე საკუთარ თავს, მაშინ ის ამ დიდი ტანჯვის გამო გაპატიებს".5

   „წარმოიდგინეთ რომ ყველა ქრისტეა, ამ შემთხვევაში ხომ არ იქნებოდა ამდენი რყევა. ვინც ამას ვერ ხედავს, მან არაფერი იცის ქრისტეს შესახებ, და არაა ქრისტიანი".6

   თუკი მიშკინისა და ტიხონის ნეოპელაგიანობა, იგივე ზნეობრივი მონიზმი, ჯერ არ იყო მკაფიოდ გამოვლენილი, ზოსიმეს პერსონაჟში („ძმები კარამაზოვები") დოსტოევსკი აშკარად ამჟღავნებს თავის ფსევდოქრისტიანულ მსოფლმხედველობას. ზოსიმე: „ყველაფერი სამოთხეა, ყველა ვერ ხედავს, მაგრამ ძალიან იოლი დასანახია".

   „კაცობრიობის სიყვარული თავად ადამიანშია, ვით ბუნების კანონში".7 

   ე.ი. გამოდის საზომი ყოველივე ამქვეყნიურის, კაცობრივის თავად ადამიანი და არა ღმერთი.

   ასე რომ, ბერი ზოსიმე - ოპტელი ბერების ცუდი პაროდიაა, რომელსაც თავად ოპტელები „ღიმილით" შეხვდნენ და დიდად დაამწუხრეს მათთან მისული თ. დოსტოევსკი და ვ. სოლოვიოვი.

   ალიოშაც - „ღვთის კაცი" უკვე წმინდანია, როცა მიდის მონასტერში. ამიტომ ლუთერანული სულისკვეთებისამებრ იქ დიდხანს არ ჩერდება. ის ხომ კარამაზოვია - „კარამაზული ძალის" მატარებელი. ისიც ისეთივე იდეოლოგიური პიროვნებაა, როგორიც ლევ მიშკინი - „ადამიანი დიდი ასოებით", ტიხონი - ყოვლისმიმტევებელი.

   ამრიგად, დოსტოევსკი მხოლოდ ზედაპირულად ჩანს მართლმადიდებელი. სინამდვილეში მან გნოსტიკურ სწავლებებს ახალი ბიძგი მისცა, თვით ეკლესიის იერარქების (ა. ხრაპოვიცკი და სხვა) ცნობიერება შეარყია და ახალი ერეტიკული სწავლებების („ზნეობრივი მონიზმის", „სოფიზმი") განვითარებაში, როგორც მასწავლებელმა, ლომის წილი შეიტანა. (გაგრძელება იქნება...)






1 Ф. Достоевский. Подросток. XVII. C. 54.

2 Ф. Достоевский. Записная книжка. 1863. Д. XX.

3 Ф. Достоевский. Идиот. 4.3. гл. VI.

4 Ф. Достоевский. Идиот.

5 Ф. Достоевский. Бесы.

6 იქვე, Бесы. XI. 188.

7 Ф. Достоевский. Братья Карамазовы.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine