„ჭეშმარიტება, როდესაც მისთვის კვდებიან, მეტად ცხოველყოფელია"
* * *
„ჭეშმარიტება მსგავსია უგემური, მაგრამ მარგებელი წამლისა, რომლის სმაც უსიამოვნოა, მაგრამ მიღებისთანავე კურნავს"
* * *
„მხოლოდ ჭეშმარიტებასა და სიმართლეზე შეიძლება დააფუძვნო სიმშვიდე შენთვის და სხვათათვის"
* * *
„ჭეშმარიტების გზით ესწრაფეთ ჭეშმარიტ ცხოვრებას"
* * *
„ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია იგი"
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
* * *
„ჭეშმარიტების არა მარტო უნდა გჯეროდეს, არამედ უნდა ილაპარაკო კიდეც ჭეშმარიტება"
* * *
„დაადუმო ჭეშმარიტება, ნიშნავს, ოქრო დაფლა მიწაში"
ამბა ევაგრე
* * *
„ისწავლე ურცხვენელად, ასწავლე უშურველად"
წმიდა ბასილი დიდი
* * *
„გამუდმებით ეცადე, საქმეში სიწმიდეს და სიტყვაში ჭეშმარიტებას გაუფრთხილდე"
* * *
„უმჯობესია, სიმართლისათვის შეურაცხყოფა დაითმინო, ვიდრე სიცრუე ილაპარაკო"
* * *
„იცრუო ნიშნავს, უფლის მიმართ უგუნური ზიზღი გამოამჟღავნო, ადამიანთა მიმართ კი - სულმოკლე შიში"
* * *
„იცრუო და მოატყუო ნიშნავს - უფალი გეზიზღებოდეს, ადამიანების კი გეშინოდეს"
* * *
„ჩვენ უფრო მეტს მოვიგებდით, ისეთები რომ ვიყოთ, როგორებიც ვართ სინამდვილეში, ვიდრე წარმოვაჩენდეთ იმას, რაც ჩვენში არაა"
* * *
„მატყუარებს არ უჯერებენ მაშინაც კი, როდესაც ისინი სიმართლეს ამბობენ"
* * *
„ყოველთვის იყავი მართალი - ყველა სიტყვაში და მათ ფიცის სიმტკიცე ექნებათ"
* * *
„მოიქეცი ისე, რომ საქმემ სიტყვის მაგივრობა აღასრულოს და ილაპარაკე ისე, რომ სიტყვა საქმის ნაცვლად იყოს"
წმიდა ისიდორე პელუზიელი