xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » გ. ფლოროვსკი და პერენიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გ. ფლოროვსკი და პერენიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
6-08-2022, 10:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

გ. ფლოროვსკი და პერენიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   განმაახლებლობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა ორაზროვანი ფრაზები. ზედაპირულად, თვალის ერთი გადავლებით არანაირი შეუთავსებლობა მართლმადიდებლობასთან არ ჩანს, მაგრამ როგორც კი შეუდგები ფრაზების მნიშვნელობის გააზრებას, დაინახავ, რომ ავტორი საერთოდაც არ საუბრობს მართლმადიდებლობაზე - სულ სხვა განზომილებაშია.

   ჩვენი მოსაზრების დასადასტურებლად მოვიშველიოთ ერთი ამონარიდი დეკანოზ გ. ფლოროვსკის ნაშრომიდან („Соборность Церкви"). ამ მონაკვეთის კითხვის დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ეკლესიის კრებსითობაზე საუბრობს, მაგრამ მოდით, „სხვა თვალით" შევხედოთ ციტატას, თუ რას მოიაზრებს ის ეკლესიის კრებსითობასა, სისავსესა და ერთობაში:

   „ეკლესია თავად სისავსეა, ის გაგრძელება და განხორციელებაა ანთროპოტროპული* კავშირისა. ეკლესია ფერს იცვლის და აღორძინდება კაცობრიობით. არსი ამ აღორძინებისა და გარდაქმნისა იმაშია, რომ ეკლესიაში კაცობრიობა „ერთიან სხეულში" ერთიან ერთობად ყალიბდება. ეკლესიის ცხოვრება - ერთობა და ერთიანობაა. სხეული „იკვრება" და „იზრდება" სულის და სიყვარულის ერთობით. ეკლესიის მეუფება - არის ერთობა. და, რა თქმა უნდა, ეს ერთობა არაა გარეგნული, არამედ შინაგანი, ინტიმური, ორგანულია. ეს ცოცხალი სხეულის, ორგანიზმის ერთობაა. ეკლესია არა მხოლოდ იმ გაგებითაა ერთობა, რომ მხოლოდ ისაა ერთი და უნიკალური: ეს ერთობაა, პირველყოვლისა იმიტომ, რომ თავად მისი ყოფიერება დარღვეულის გამთლიანებასა და გაფანტულის შეკრებაში მდგომარეობს. სწორედ ეს ერთობა არის „კრებსითობა" ან საყოველთაობა ეკლესიისა. ეკლესიაში კაცობრიობა სხვა გეგმაზე გადადის, იწყება ახალი დონე არსებობისა".1

   მოდით, ეტაპობრივად განვიხილოთ ეს აბზაცი. თავიდანვე გვხვდება უცნაური ფრაზა: „ეკლესია ფერს იცვლის და აღორძინდება კაცობრიობით" (возрождается человечеством). ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია თავად ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, სხეული ქრისტესი, მას არანაირი ფერისცვალება და აღორძინება არ სჭირდება. ფერისცვალება დაცემულ ადამიანს სჭირდება ეკლესიაში მადლიან თანაზიარებით. კიდევ უფრო გასულია მართლმადიდებლური სივრციდან, ღვთისმეტყველებიდან. (ქვემოთ მივუთითებთ რომელი მიმართულებით). შემდეგ: „ეკლესიაში კაცობრიობა „ერთიან სხეულში" ერთიან ერთობად ყალიბდება". „კაცობრიობა" ეკლესიაში ერთობად არ ყალიბდება. ეკლესიის ერთობა მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანებისაგან, მცირე სამწყსოსაგან ყალიბდება. ძირითადი კაცობრიობა კი სულ სხვა მიმართულებით მიექანება. ამის შემდეგ გ. ფლოროვსკი აბსტრაქტული ფრაზებიდან კონკრეტიკაზე გადადის: „ეკლესია არა მხოლოდ იმ გაგებითაა ერთობა, რომ მხოლოდ ისაა ერთადერთი და უნიკალური, ამ ერთობამ „დარღვეული უნდა გაამთლიანოს"... ანუ მართლმადიდებლური სწავლება, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა ერთადერთი და უნიკალური" - ეს ერთობა გ. ფლოროვსკის არ აკმაყოფილებს. მან (ეკლესიამ) რაღაც სხვა ფუნქცია უნდა შეასრულოს, ანუ შეეშვას „ერთადერთობის"  კიჟინს მსოფლიოში და „გარღვეული უნდა გაამთლიანოს". ე.ი. სხვა რელიგიებთან და კონფესიებთან „გამთლიანდეს". ბოლოს გ. ფლორივსკი ცხადად ამბობს სათქმელს: „ეკლესიაში კაცობრიობა სხვა გეგმაზე გადადის, იწყება ახალი დონე არსებობისა". აქ უკვე მკაფიოდ ირკვევა, რომ ფლოროვსკი „ეკლესიაში" სულ სხვა ცნებას მოიაზრებს, ვინაიდან მართლმორწმუნეთა ცხონების გარდა ეკლესიას არანაირი „გეგმა" და არანაირი „ახალი დონე არსებობისა" არ გააჩნია.

   აქ მკითხველი გნოსტიკური სიტყვებისა და ფრაზების კორიანტელში ეხვევა: „ეკლესიაში აღორძინება კაცობრიობით" „ეკლესიაში კაცობრიობის ერთიანობით", „ეკლესიაში კაცობრიობა სხვა გეგმაზე და დონეზე გადადის" და ა.შ.

   1) პირველი - გასაგებია, რომ ეს სწავლება არ არის მართლმადიდებლობა.

   2) მაგრამ ის არც ეკუმენიზმია, მისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებებით: „დიალოგი თეზების შეჯერებისთვის ჭეშმარიტებაში", „მინიმალური დოგმატიზმის დონემდე ყველა კონფესიის დაყვანა" და ა.შ.

   3) გ. ფლოროვსკი კიდევ უფრო „ამაღლებაზე", „ახალ დონეზე" გადასვლაზე გვესაუბრება.

   როგორც ჩანს, გ. ფლოროვსკი თავის შეხედულებებს ეკლესიის მიღმა გავრცელებულ ფილოსოფიურ-ეზოთერულ მსოფლმხედველობებზე დაყრდნობით აყალიბებს. XX ს-ში ჩაეყარა საფუძველი იდეოლოგიას სახელწოდებით პერენიალიზმი (ლათ. Perennis - მარადიული). ამ მსოფლმხედველობის თანახმად ყველა დიდ რელიგიას ერთი და იგივე მისტიური გამოცდილება, უზენაესი რეალობა გააჩნია. იდეა ჰუმანიზმის აღორძინების ეპოქაში ჩაისახა (ვენდეტასა, რენე გენონის, ა. სტეზუსის იდეებზე), მოგვიანებით ის იდეოლოგიურ მიმართულებად - აბსოლუტური ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზიებით ჩამოყალიბდა. ისინი (პერენიალისტები) ამბობენ, რომ მარადიული სიბრძნე (Sophia peennis) გახლავთ ძირითადი რელიგიების საფუძველი. მათი აზრით, არის „ერთადერთი რელიგია", „რელიგიების ცენტრი", ისაა - „გული" რელიგიებისა და მას ზეუნივერსალური სულიერი ბუნება გააჩნია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს „ძირითადი რელიგია" არის ტრანცენდენტური* სხვა რელიგიებთან მიმართებაში.

   თავიდანვე გასაგებია, რაგვარ „ერთობაზე" საუბრობს ავტორი. ე.ი. ცენტრში პერენიალიზმია (მარადიული, აბსოლუტური ცენტრი), ხოლო მისკენ მიმავალი რადიუსები - სხვადასხვა რელიგიებისა, რომლებიც ტრანსცენდენტურად ანუ მიუწვდომელ მისტიკურ დონეზე არიან გაერთიანებულნი.

   ცენტრალური ადგილი ამ მსოფლმხედველობაში ეზოთერიზმისა* და ეგზოთერიზმის* დონეთა განსხვავებაში მდგომარეობს. 

   პერენიალიზმის დოქტრინა ასწავლის, რომ ყველა რელიგიას ფორმალური, გარეგანი ინსტიტუციური ასპექტები გააჩნია (ეგზოთერული). ამ ნიშნით რელიგიები განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამავე დროს, ყველა რელიგიას გააჩნია ეზოთერული (ფარული) ასპექტებიც, ანუ ზესულიერ სფეროში რელიგიები ახლოვდებიან და შეუძლიათ მიაღწიონ იდენტურობის წერტილს.

   კაცობრიობა იყოფა რამდენიმე განშტოებად, თავისი განსაკუთრებული თვისებებით, ფსიქოლოგიით, ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ ღმერთმა ძირითად მსოფლიო რელიგიებს განსაზღვრული სექტორები მიაკუთვნა და ყველა მათგანი ფლობს სრულ ჭეშმარიტებას იმ გაგებით, რომ თავის მიმდევრებს აძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა უმაღლესი კაცობრივი მდგომარეობის მისაღწევად.2 ამის შემდეგ უკვე გასაგები ხდება გ. ფლოროვსკის მისწრაფება: „ეკლესიის სხვა გეგმაზე და დონეზე გადასვლის" შინაარსი.

   გ. ფლოროვსკი სწორედ ამ ფილოსოფიის მართლმადიდებლურ წიაღში შემოტანის ფუძემდებლად გვევლინება. თავად ის აზრი, რომ ღმერთმა კაცობრიობას მრავალი განცხადებული რელიგიური სწავლებები გადაუნაწილა, დღეს მსოფლიო რელიგიური ლიდერების კრედოდ იქცა.





* Антропология - ანთროპოლოგია - სწავლება ადამიანის შესახებ.

1 Флоровский. Г. „Соборность Церкви". Orthodoxetos.

* ტრანსცენდენტური - რაც საზღვრის მიღმაა, შემეცნებისთვის მიუწვდომელი, ყოველგვარი შესაძლებელი საზღვრის იქითაა.

* ეზოთერული - „შინაგანი", „დაფარული", საიდუმლო დოქტრინა, საიდუმლო ცოდნა, რომელიც რჩეულთა ხვედრია.

* ეგზოთერული - გარეგანი ცოდნა, რომელიც ადამიანის გამოცდილებაზეა დამოკიდებული, რომლის დადგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

2 Перенниализм: конец экуменизма и трансцендентное единство религий. Прот. П. Хеерс. Джордонвиль. Св. – Троицкая Семинария.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine