xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » გ. ფლოროვსკის „ნეოპატრისტიკული სინთეზი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
გ. ფლოროვსკის „ნეოპატრისტიკული სინთეზი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
3-08-2022, 10:43  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   დავიწყოთ იმით, რომ თავად ტერმინი „ნეოპატრისტიკული სინთეზი" ორი ურთიერთსაპირისპირო ცნების - მართლმადიდებლური ტრადიციისა და მოდერნიზმის დაკავშირებას მოიაზრებს: „ნეო" - ინოვაციაა, სიახლე, კრეატიულობა, „პატრისტიკა" - ტრადიცია, წმინდა მამების მემკვიდრეობა. ამრიგად, „ნეოპატრისტიკული სინთეზი" განიმარტება ვით ახალი მამებისეული სწავლება, ე.ი. თანამედროვე ღვთისმეტყველება უნდა დაადგეს სინთეზის (მოდერნიზმთან ნაჯვარს) გზას. ამ თეზის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია იყო ერთგული წმინდა მამებისა და მსოფლიო კრებებისა და ამავე დროს პატრისტიკას არასაკმარის ცნებას მოიაზრებდე. გ. ფლოროვსკი მიიჩნევდა, რომ ეკლესია უნდა ჩაებას შემოქმედებით დიალოგში „ინტელექტუალურ კულტურასთან", რითაც ხელს შეუწყობს მის (პატრისტიკის) გასულიერებას. შესაბამისად, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ მისი ლოზუნგი: „მამებისაკენ დაბრუნება", კრიტიკულად აღიქვეს ორთოდოქსულად მოაზროვნე მართლმადიდებლებმა. 

   გ. ფლოროვსკი, ვით ახალი ღვთისმეტყველების ტიპიური წარმომადგენელი წერს: „ახალ სამყაროში შევა ჩვენი სამყაროს ყველა ელემენტი, მხოლოდ სახეცვლილი. არაფერი განადგურდება, არამედ ყველაფერი განათლდება. ჩვენ ვიყურებით წინ, და არა უკან, მომავალი ღვთის სასუფეველისაკენ, და არა დაკარგული სამოთხისაკენ, ჩვენ გვსურს ვიყოთ რელიგიური რევოლუციონერები და არა რეაქციონერები".1

   კიდევ უფრო მკვეთრადაა ხაზგასმული ნოვატორული პრინციპების შემოღების აუცილებლობა გ. ფლოროვსკის შემდეგ მსჯელობაში: „ეს არ უნდა იყოს მარტოოდენ წმ. მამათა გამონათქვამებისა და მტკიცებულებების კრებული. ეს უნდა იყოს სწორედ სინთეზი, ძველი დროის წმინდა ადამიანთა შეხედულებების შემოქმედებითი გადაფასება. სინთეზი უნდა იყოს პატრისტიკული, წმ. მამათა სულისკვეთებისა და მჭვრეტელობის ერთგული (ad mentem Patrum). ამავე დროს, ის უნდა იყოს ნეოპატრისტიკული, ვინაიდან ესადაგება ახალ დროებას, მისთვის დამახასიათებელი პრობლემებითა და საკითხებით".2

   მამებისეული ღვთისმეტყველების ხასიათის განხილვისას გ. ფლოროვსკი მის ეგზისცენტიალიზმზე ამახვილებს ყურადღებას. ე.ი. მცდელობაა შეიქმნას ახალი, არსებული მსოფლმხედველობისაგან განსხვავებული მიდგომა, რომელიც თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებსა და შეხედულებებს უპასუხებს. ეს მიდგომა არა იმდენად ლოგიკაზე, არამედ კერძო გამოცდილებაზე იქნებოდა დაფუძნებული. ამავე დროს, გ. ფლოროვსკის აზრით, პატრისტიკული მემკვიდრეობა არ იძლევა ამომწურავ პასუხს ყველა საღვთისმეტყველო შეკითხვაზე. მისი თქმით, ის განახლებადი საგანძურია (depositum juvenescens), რომელშიც აქცენტი არა სწავლების ერთგულებასა და სიზუსტეზე, არამედ მარტოოდენ „პატრისტიკული სულის" გადმოცემაზეა გაკეთებული: არა მხოლოდ მამების მემკვიდრეობის „მშრალ ცოდნაზე, არამედ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი სტილისა და მეთოდის გამოყენებისკენაა მიმართული. გ. ფლოროვსკის აზრით, პატრისტიკა უნდა გახდეს ახალი სინთეზის დასაყრდენი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის დროს.3

   გ. ფლოროვსკის მოდერნისტული მიმართულების „გენიალურობა" იმაში მდგომარეობს, რომ მან პატრისტიკისა და არამართლმადიდებლური ხედვების დაკავშირება განიზრახა. თითქოს ამით „ნეოპატრისტიკულ სინთეზს" აქტუალურობა შესძინა. მაგრამ სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ პატრისტიკული, მამებისეული სწავლება ბოლომდე ჩამოუყალიბებელია. რომ წმ. მამების მიერ განსაზღვრული დოგმატები საჭიროებენ ახლებურ „დამაგვირგვინებელ სინთეზს", რომელიც „პარიზის სკოლის", ანუ თანამედროვე აზროვნების შედეგად მიიღწევა.4

   შედეგად, გ. ფლოროვსკის „ნეოპატრისტიკული სინთეზი" ოფიციალური აკადემიური ღვთისმეტყველებისთვის ზედმეტად ნოვატორული აღმოჩნდა, რაზეც თავის დროზე საუბრობდნენ: მ. პამაზანსკი, ს. როუზი, თ. ზისისი და მრავალი სხვა. (გაგრძელება იქნება...)





1 Г. Флоровский. Два Завета. Богословские стстьи о церкви. 2011. С. 101.

2 ციტ. Э. Блеин. Завещание Флоровского. Вопросы Филисофии. 1993. №12.

3 Г. Флоровский. Путь русского Богословие. Париж. 1937.

4 А. Черняев. Неопатристический синтез как встреча традиции и модерна. Богослов.ru.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine