xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » კონსტანტინოპოლის ეკლესიის აღზევების მექანიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
კონსტანტინოპოლის ეკლესიის აღზევების მექანიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
5-07-2022, 09:43  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   კონსტანტინოპოლის პატრიარქებს „მსოფლიო პატრიარქის" ტიტულით მხოლოდ VI საუკუნის მიწურულიდან იხსენიებენ. იმ პერიოდში კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმ. იოანე მმარხველი იყო. ისტორიული პარადოქსია: სწორედ მან, ვისაც ეკლესიამ „მმარხველი" უწოდა თავისი უდიდესი ასკეტური ღვაწლის გამო, „მსოფლიო პატრიარქის" ხმამაღალი ტიტული დაირქვა. რომის ეკლესიამ (მაშინ რომის კათედრას წმ. გრიგოლ დიოლოღოსი განაგებდა) ამას წინააღმდეგობა გაუწია.

   წმ. გრიგოლი წერდა: „თუკი ვინმეს ექნება კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ისეთი სახელწოდება, რომელიც სხვათა, დანარჩენთა მსაჯულად აქცევს, მაშინ მსოფლიო ეკლესია (ნუ იყოფინ) შეირყევა ის, ვინც „მსოფლიოდ" იწოდება. წმ. გრიგოლი კატეგორიულად უარყოფს კონსტანტინოპოლის საყდრის უფლებას იყოს „ყველას მსაჯული". როდესაც წმინდანმა შეიტყო ტიტულ „მსოფლიოს" შესახებ, ის მოუწოდებდა შეეწყვიტათ ამ „უგუნური და ამპარტავნული სიტყვით" მისი (პატრიარქის) სახელდება. ალექსანდრიის პატრიარქმა ევლოგიმ უარი განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქ კირიკისათვის „მსოფლიო პატრიარქის" სახელით მიემართა და ამის შესახებ წმ. გრიგოლს მისწერა. მან ერთობ მხატვრულად უპასუხა: „შორს ყველა ტიტული, რომლებიც კვებავენ ამპარტავნებას და არღვევენ სიყვარულს".1

   იმპერიის ისტორიაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, აღზევებული, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა - ბიზანტია ოსმალებმა დაიპყრეს. საჭირო შეიქნა ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც კონსტანტინოპოლის ეკლესიას განსაკუთრებულ სტატუსს შეუნარჩუნებდა. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი „პოლიტიკური ისიქაზმის" თეორია გახლდათ, როდესაც დაპყრობილ მდგომარეობაში ყველა ხერხებს მიმართავდა თავისი სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებზე ზეგავლენის მოსახვევად.

   როდესაც მუჰამედ II-მ კონსტანტინოპოლი აიღო, მან კონსტანტინოპოლის პატრიარქს „სულთანის ბერატი", ანუ მმართველობის უფლება მიანიჭა. XI საუკუნეში კვლავ იწყება კონსტანტინოპოლის არა პოლიტიკური, არამედ მართლმადიდებლური გავლენის გაძლიერება სხვა საპატრიარქოებზე. ცხადია, ეს კონსტანტინოპოლის მიზანმიმართული დიპლომატიის შედეგი გახლდათ.

   მოვლენები არა იმდენად მართლმადიდებლური რწმენის, არამედ ეთნიკური ნიშნის გაძლიერების ფონზე მიმდინარეობდა. ასე მაგალითად, 1534 წლამდე იერუსალიმის პატრიარქები ეთნიკური არაბები იყვნენ. ეს ბუნებრივი იყო, ვინაიდან მრევლიც არაბული გახლდათ. მაგრამ 1534 წელს, არაბი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სულთნის უშუალო მფარველობის გამოყენებით, კონსტანტინოპოლელმა იერარქმა იერუსალიმის პატრიარქად ბერძენი ეპისკოპოსი დანიშნა. იმავე პროცესები შეინიშნებოდა ალექსანდრიისა და ანტიოქიის საპატრიარქოებში. პატრიარქებად მხოლოდ ბერძენი ეროვნების მღვდელმთავრები ინიშნებოდნენ.

   XX საუკუნის დასაწყისში თურქეთის სახელმწიფოს წარმოშობასა და ნელ-ნელა გაძლიერებას, მცირე აზიიდან ბერძენი მოსახლეობის დეპორტაცია მოჰყვა. კონსტანტინოპოლი კვლავ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

   ამჯერად მან მსოფლიო პატრიარქის ტიტულის რეალურ სტატუსად გადაქცევა განიზრახა. ისარგებლეს რა რუსეთის ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობით (რევოლუციები, რეპრესიები, დევნა და ა.შ.) კონსტანტინოპოლი ცალმხრივად, არაკანონიკური გზით შეეცადა თავისი „უმაღლესი იურისდიქციის" ქვეშ მოექცია ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც, კონსტანტინოპოლის პატრიარქების აზრით, არასრულფასოვანი ავტოკეფალიების სტატუსით სარგებლობდნენ და მსოფლიო პატრიარქს (დედა-ეკლესიის) უნდა დაქვემდებარებოდნენ. თავისებურად დაიწყო მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება-ინტერპრეტირება. (ქალკედონის 28-ე კანონი და სხვა). ფანარმა ძველი ეკლესიის სტატუსის არმქონე ადგილობრივი ეკლესიები „არასრულფასოვან ავტოკეფალიებად" მონათლა.

   კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა უკვე აითვალწუნეს ტრადიციული კანონიკური სტატუსი - „პირველი თანასწორთა შორის" და მას „პირველი თანასწორთა გარეშეთ" ამჯობინეს. (მთ. ეპ. ელპიდეფორე კონსტ. საპატრიარქო).

   ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონსტანტინოპოლის საყდარმა კრეტის 2016 წლის კრებაზე გადადგა. აღნიშნული კრება შეეცადა კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებზე „კოორდინატორის" უფლება მიენიჭებინა. მსგავს „კოორდინაციას" მოჰყვა „უკრაინისა და მაკედონიის ეკლესიებისთვის ავტოკეფალიების მინიჭება".

   ყოველივე ამან, ერთობის გაძლიერების სანაცვლოდ, მართლმადიდებელ ეკლესიაში უფრო მეტი შფოთი შემოიტანა. (გაგრძელება იქნება...)





1 Прот. В. Леонов. Константинопольский Папизм. www.pravoslavnie.ru.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine