xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » სხვა საპატრიარქოების აღზევება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
სხვა საპატრიარქოების აღზევება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
4-07-2022, 10:39  / ამოსაბეჭდი ვერსია

სხვა საპატრიარქოების აღზევება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მას შემდეგ, რაც ბიზანტიამ და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას 927 წ. (რითაც დასრულდა ოცწლიანი ომი მათ შორის), კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია და აღიარა მისი საპატრიარქო სტატუსიც: ბულგარეთის საპატრიარქო გახდა პირველი სლავური წარმოშობის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

   საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალური გახდა 486 წელს, ხოლო საპატრიარქო სტატუსში აყვანილ იქნა 1010 წელს.

   საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიების ისტორიაში ბევრი მსგავსებაა. ერთსაც და მეორესაც აღიარებული ავტოკეფალიები წაართვეს (ბულგარეთს კონსტანტინოპოლის, ხოლო საქართველოს - მოსკოვის ეკლესიამ). ორივეს კვლავინდებური აღდგენა (ბულგარეთისა 1872 წ. საქართველოსი - 1917 წ.) ხანგრძლივი მტკივნეული პროცესი იყო და დიდი ბრძოლის შედეგი. მანამდე კი სქიზმად მოიხსენიებოდნენ (მათ მიერ).

   სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალური გახდა 1219 წ., ხოლო საპატრიარქოს სტატუსამდე (1346 წ.) ისიც სქიზმად ითვლებოდა (კონსტანტინოპოლის მიერ). რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესიის საპატრიარქო და მოსკოვის მიტროპოლიტი პატრიარქად ცნეს 1589 წელს.

   დღეს კონსტანტინოპოლის ეკლესიას უჭირს რუსეთის ეკლესიის სრულფასოვანი ავტოკეფალური სტატუსით აღიარება, თუმცა მას (რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალიას) სამი აქტი ადასტურებს:

   1) 1589 წ. მოსკოვის მიტროპოლიტ იობს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემია II-მ პატრიარქის ტიტული უბოძა.

   2) 1590 წ. ტომოსის სიგელი გადაეცა.

   3) 1593 წ. საპატრიარქო და სინოდალური ტომოსი რატიფიცირებული იქნა კონსტანტინოპოლის მიერ.

   ისმის კითხვა: რომელი უნდა უარყოს კონსტანტინოპოლმა, რომ მოსკოვის ავტოკეფალურობა დააკნინოს? (თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, თავად მოსკოვიც, ჩვენ ქართველებს, ასე გვექცეოდა).

   მას შემდეგ, რაც მოსკოვის მიტროპოლიტი პატრიარქის ხარისხში იქნა აყვანილი, ხოლო აღმოსავლელ პატრიარქთა 1590 და 1593 წლის კრებებმა ეს გადაწყვეტილება დაამტკიცეს. მოხდა პენტარქიის ახალი გააზრება.

   თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსეთი იმ პერიოდისათვის იყო ერთადერთი მართლმადიდებელი სამეფო, ბიზანტია კი ოსმალთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა, პოლიტიკური მოტივაციითაც მოსკოვის ეკლესიის საპატრიარქოდ გამოცხადება ისტორიული მნიშვნელობის სამართლიანობად შეიძლება მივიჩნიოთ.

   დღეს აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია მოიცავს ცხრა საპატრიარქოს: კონსტანტინოპოლის საპატრიარქო; ალექსანდრიის საპატრიარქო; ანტიოქიის საპატრიარქო; ბულგარეთის საპატრიარქო; საქართველოს საპატრიარქო; იერუსალიმის საპატრიარქო; რუსეთის საპატრიარქო; რუმინეთის საპატრიარქო; სერბეთის საპატრიარქო. დანარჩენ ავტოკეფალურ ეკლესიებს მთავარეპისკოპოსი მართავს.

   გარკვეული პერიოდი ყოველივე ამ თანმიმდევრობითა და რიტმით ვითარდებოდა. 2011 წელს ელინური ეკლესიების (შეკრებისა) და 2016 წ. კრების შემდეგ, როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოწვეულ კრეტის კრებას არ დაესწრო ბულგარეთის, საქართველოს, ანტიოქიისა და რუსეთის ეკლესიები, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

   კონსტანტინოპოლმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის ეკლესიას არ ეკუთვნის პენტარქიაში (ხუთეულში) ადგილი და მის ნაცვლად კვიპროსის ეკლესია ჩასვა, რაც გაუგონარი კაზუსია სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა მივყვეთ მოვლენებს. (გაგრძელება იქნება...)






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine