xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » საქართველოს ეკლესიის ადგილი დიპტიქში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
საქართველოს ეკლესიის ადგილი დიპტიქში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
27-06-2022, 11:11  / ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს ეკლესიის ადგილი დიპტიქში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   როგორც წინა თავებში მოგახსენეთ, იმ დროს (ბიზანტიის იმპერიაში) მხოლოდ ხუთი პატრიარქი იყო (რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი). საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ კუთვნილი მეექვსე ადგილი დაიკავა (იმ ეპოქაში რომი ჯერ არ იყო მოწყვეტილი ეკლესიის მთლიან სხეულს). ისტორიული ცნობები ადასტურებს, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებლებისთვის საქართველოს ეკლესია დიდ ავტორიტეტს წარმოადგენდა, რომლის მეთაურსაც მთელ აღმოსავლეთზე ჰქონდა გავლენა. თავდაპირველად (საქართველოს საპატრიარქოს წარმოშობამდე), საქართველოს ეკლესიის მეთაურის პატივის ბიზანტიელი იერარქების პატივთან შედარების საჭიროება არ არსებობდა. ვითარება საპატრიარქოს შექმნის შემდეგ იცვლება. ახალმა მოცემულობამ წარმოშვა ეს საკითხი და საქართველოს ეკლესიას მეექვსე, ხოლო რომის ეკლესიის დაცემის შემდეგ, უკვე XI საუკუნის დასაწყისშივე, ქართველ პატრიარქს V ადგილზე აყენებდნენ.

   XIII საუკუნის დოკუმენტებში ასეთი დიპტიქია დაცული:

   „... ჩვენცა გლახაკი, ქრისტეს მიერ, შემდეგობად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა... სვეტიცხოვლის მეექვსესა პატრიარქსა და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა კათალიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ წარვწერ".1

   აქედან ჩანს, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს დიპტიქის პატრიარქთა რიგში მეექვსე ადგილი უჭირავს, მაგრამ მას თავისი ღირსება (პატივი) არც ერთი პატრიარქის პატივზე ნაკლებად არ მიაჩნია, როგორც ამის დაფიქსირებას ცდილობს დღეს კონსტანტინოპოლი.

   მცხეთის (საქართველოს) საპატრიარქომ საყდარი დადგა იერუსალიმის საყდრის შემდეგ. ქართული დიპტიქის შედგენისას გათვალისწინებული იქნა კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების, ქალკედონის IV მსოფლიო კრების 28-ე და ე.წ. ტრულის კრების 36-ე კანონები, რის შემდეგაც დიპტიქმა შემდეგი სახე მიიღო:

   1) რომის საყდარი;

   2) კონსტანტინოპოლის საყდარი;

   3) ალექსანდრიის საყდარი;

   4) ანტიოქიის საყდარი;

   5) იერუსალიმის საყდარი;

   6) მცხეთის (სვეტიცხოვლის) საყდარი.

   როგორც მოგახსენეთ, დიპტიქის მოცემული სახე შედგენილია საეკლესიო განყოფამდე და პატივით მე-6 ადგილზე მოხსნებას საქართველოს ეკლესია საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა.

   რომის ეკლესიის ერთიანი მართლმადიდებლური სისავსიდან გამოყოფის შემდეგ დიპტიქის V ადგილს იბერიის (საქართველოს) ეკლესია იკავებს. ამ ფაქტს ადასტურებს 1438 წელს შემდგარი ფერარო-ფლორენციის ავადსახსენებელი კრება (უნია), რომელზეც დამღუპველ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს წმ. მარკოზ ეფესელმა და იბერიის მიტროპოლიტმა.2

   აღნიშნულ კრებაზე, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ აღმოსავლეთის (მართლმადიდებელი) და დასავლეთის (ლათინი) წარმომადგენლები, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „იბერიის მიტროპოლიტი იჯდა მართლმადიდებელთა მხარეს მეხუთე ადგილზე, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის წარმომადგენელთა შემდეგ. პირველი კარდინალის პირდაპირ იდგა პატრიარქის სავარძელი. პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ... იერუსალიმის პატრიარქის წარმომადგენელი მენზიის მთავარეპისკოპოსი და იბერიის მეფის წარმომადგენელი იბერიის მიტროპოლიტი".3

   კრების მონაწილენი ისხდნენ შემდეგი რიგის მიხედვით:

   ცენტრიდან თანაბარ მანძილზე იდგა ორი ტახტი - რომის იმპერატორისა და ბერძენთა იმპერატორისა. სასულიერო პირები განლაგებულნი იყვნენ შემდეგი რიგის მიხედვით: ერთ მხარეს ისხდნენ ლათინთა წარმომადგენლები, მეორე მხარეს - მართლმადიდებელთა წარმომადგენლები. ჩვენთვის საინტერესო მართლმადიდებელთა რიგი ასეთი თანმიმდევრობისა იყო: 1. კონსტანტინოპოლის პატრიარქის სავარძელი (პატრიარქი ამ სხდომას არ ესწრებოდა); პატრიარქის შემდეგ ოთხ სკამზე განლაგებულნი იყვნენ: 2. ალექსანდრიის საპატრიარქოს წარმომადგენელი (მთავარეპისკოპოსი); 3. ანტიოქიის (მთავარეპისკოპოსი); 4. იერუსალიმის (მთავარეპისკოპოსი); 5. იბერიის პატრიარქის (დოკუმენტში „მეფის") წარმომადგენელი (მიტროპოლიტი). ამის შემდეგ, დიპტიქის მიხედვით ისხდნენ სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები.

   მეთხუთმეტე საუკუნის პირველი ნახევრის დიპტიქი, დაცული ფერარო-ფლორენციის კრებაზე, ასეთია:

   1. რომის პაპი, 2. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, 3. ალექსანდრიის, 4. ანტიოქიის, 5. იერუსალიმის, 6. იბერიის, 7. ტრაპეზუნტის, 8. რიზეს, 9. ნიკეის, 10. ლაკედემონიის, 11. ნიკომედიის, 12. ტივონიის, 13. ამასიის, 14. მიტალენი, 15. ტოლოზინოს, 16. სტავროპოლის, 17. ტუსტრიცის, 18. გარინის, 19. მელენტინის, 20. აქილის, 21. მულდულის.4 ასეთი სახის იყო იმ ეპოქის დიპტიქი.

   რომის ეკლესიის მართლმადიდებლური დიპტიქიდან ამოვარდნის შემდეგ, „კაზუსების" გამო ვაკანტური ადგილი რუსეთის ეკლესიამ დაიკავა. თუ რა ისტორიულმა პროცესებმა განაპირობა ეს, მომდევნო თავებში ვისაუბრებთ. (გაგრძელება იქნება...)






1 ქართ. სამართლ. ძეგლ. II გვ. 66. წყარო. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი". N34. 2002 წ.

2 ჰენრიხ, ისტორია გენერალი დეღლე მისსიონიკა ტოლიშე. ტორინო. 1846. პ. 13. წიგნიდან ი. ტაბაღუა, საქართველოს ევროპის წიგნსაცავებსა და არქივებში, 1, გვ. 101.

3 იქვე. გვ. 102.

4 იქვე. გვ. 214-215, ლათინური ტექსტი, გვ. 280.









დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine