xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » თანამედროვე ქრისტიანები ბოლო დროის წმინდა მამების წინააღმდეგ - დავით ჯინჭარაძე
თანამედროვე ქრისტიანები ბოლო დროის წმინდა მამების წინააღმდეგ - დავით ჯინჭარაძე
21-05-2022, 09:14  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   ბოლო დროის წმინდა მამების სწავლების ცოდნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი დროისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ და მივუსადაგოთ ჩვენს ცხოვრებას წმინდა მამათა ნაწერები, შევითვისოთ მათი სული, რადგან ესაა სწორედ სახარების სული.

   არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე ამბობს: „ჩვენ შეგვიძლია და მოვალენიც ვართ ვადგეთ იმ გზას და გვქონდეს ის მიზნები, განსაზღვროთ რაიმეს ფასეულობა და სარგებლობა იმავე საზომით, მიგვაჩნდეს მავნებლად და სასარგებლოდ ის, რაც მათ მიაჩნდათ მავნებლად და სასარგებლოდ".

   ქვემოთ მოვიყვანთ ბოლო დროის წმინდანთა ამონარიდებს და შევადარებთ თანამედროვე ქრისტიანთა გავრცელებულ მოსაზრებებს მათ წინააღმდეგ.

   წმინდა პაისი მთაწმინდელი გვასწავლის:

   „დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რადგან თანამედროვე ადამიანმა ახალი, დღევანდელობაზე მორგებული კანონების შექმნა დაიწყო. ამიტომ მოღვაწე ქრისტიანებს ამა სოფლის სულისკვეთების მორიდება მართებთ".

   თანამედროვე ქრისტიანი პასუხობს:

   „ძველი კანონები მიუღებელია თანამედროვე ქრისტიანებისთვის; ჩვენ უნდა განვაახლოთ ისინი (მოდერნიზაცია) თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნისამებრ; მერე რა, რომ კანონები უცვლელობას გვასწავლის ეკლესია - ჩვენ უნდა განვაახლოთ იგი!"..

   წმინდა ტიხონ ზადონელი გვასწავლის:

   „მძიმე დრო დგება სულიერი ცხოვრებისათვის. ეს დრო უკვე კარგა ხანია დადგა, მაგრამ მისი სიმძიმე სულ უფრო მატულობს, განდგომილება კი უზარმაზარ მასშტაბებს იღებს. და ესაა ღვთის დაშვება, რომელიც წმინდა წერილშია ნაწინასწარმეტყველევი".

   თანამედროვე ქრისტიანი პასუხობს:

   „ნუ ართულებთ! - ამბობს თანამედროვე ქრისტიანი, განდგომილება ყოველთვის იყო და სულიერ ცხოვრებაში სიმძიმე არ მატულობს; გალაღდი და იცხოვრე როგორც ცხოვრობ; ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს დაღუპვას"....

   წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვასწავლის:

   „განდგომილება დაშვებულია ღვთისაგან, არ გაბედო მისი შეჩერება საკუთარი უძლური ხელით...საჭიროა დროის სულის შეგრძნება და არ უნდა გაგვიტაცოს უწინდელმა გაგებებმა და შთაბეჭდილებებმა, რომელთა განხორციელება ახლანდელ დროში შეუძლებელია".

   თანამედროვე ქრისტიანი პასუხობს:

   „ჩვენ არ ვართ უძლურნი და უსუსურნი; თანამედროვე ადამიანი ძლიერია, პროგრესიულია და ჩვენ ძალგვიძს ყველა სიძნელის გადალახვა ღვთის გარეშეც; ჩვენ არ გვაინტერესებს დროის სულის შეგრძნება და ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ მასში; ჩვენ ძველ ქრისტიანთა ღვაწლიც შეგვიძლია ვიტვირთოთ და სხვებსაც ვასწავლოთ"...

   წმინდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის:

   "იმისთვის, რომ დავიცვათ ჭეშმარიტება, უნდა გაგვაჩნდეს იგი, ხოლო ამისათვის მისი შეცნობაა საჭირო. ამგვარად, ყველა მცნობელი ქრისტიანული ჭეშმარიტებისა ხდება მისი შემნახველი, დამცველი, მფარველი....იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი ქრისტიანული სწავლებისამებრ განაახლონ, ისინი თვით ქრისტიანობის თავისი ნებისამებრ განახლებას ცდილობენ"...

   თანამედროვე ქრისტიანი პასუხობს:

   „ჩვენ არ გვჭირდება შეცნობა ჭეშმარიტებისა, რადგან ჩვენ ის ვიცით; ჭეშმარიტებას დაცვა და მფარველობა  არ სჭირდება; განა ვინ ვართ ჩვენ ჭეშმარიტება რომ დავიცვათ?! ჩვენ არ გვჭირდება ქრისტიანული სწავლებისამებრ თავის გამოსწორება და განსაკუთრებულად შესანანიც არაფერი გვაქვს"....

   წმინდა იუსტინე პოპოვიჩი გვასწავლის:

   „რაციონალიზმი - ევროპისა და ევროპელი ადამიანის მთავარი სნეულებაა. რაციონალიზმი - ყველა სახის ჰუმანიზმის გული, გონება და სინდისია, ვინაიდან სქოლასტიკა და რაციონალიზმი ყველაფერს „ადამიანით" ზომავს".

   თანამედროვე ქრისტიანი პასუხობს:

   „რაციონალიზმი არ გახლავთ პრობლემა, იგი ჭეშმარიტების საზომია; რაციონალიზმით განვმარტავთ ფიზიკურ და მეტაფიზიკურ მოვლენებს; სწორედ რაციონალისტური აზროვნება რომ გვაკლია, იმიტომ ვართ ამ დღეში"....

   წმინდა ნიკოლოზ სერბი გვასწავლის:

   „როდესაც ადამიანები ამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთთან, რადგან ვერ ხედავენ მასში ერთადერთ რეალობასა და ფასეულობას, მაშინ - როგორც შედეგი - ყველა ადამიანური დამოკიდებულება ცრუსახეს იღებს".

   თანამედროვე ქრისტიანი პასუხობს:

   „ღმერთი არ არის ერთადერთი რეალობა და ფასეულობა; ღვთაებრივი არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი; ჩვენ არ დავაყენებთ ღმერთს პირველ ადგილზე ან შევნიღბავთ ისე, რომ ჩვენი მიწიერი პრიორიტეტები, ღვთაებრივად წარმოვადგინოთ"...

   წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი გვასწავლის:

   „კომპრომისების ძიება იქნება ადამიანების დამახასიათებელი თვისება. აღმსარებლური პირდაპირობა გაქრება. ადამიანები დახვეწილად გაამართლებენ თავიანთ დაცემას და მოფერებითი ბოროტება მხარს დაუჭერს ამ საერთო განწყობილებას, ხალხი დაეჩვევა სიმართლისგან განდგომილებას, კომპრომისით და ცოდვით ტკბობას".

   თანამედროვე ქრისტიანთა პასუხი:

   „ჩვენთვის კომპრომისი ბუნებრივი მდგომარეობაა; აღმსარებლური პირდაპირობა ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი არ არის; მცირედი ცოდვა დასაშვებია, ღმერთი მკაცრად არ მოგვკითხავს; მოვერიდოთ ბოროტების მხილებას, სამაგიეროდ ადამიანების კეთილგანწყობას და ეკლესიისადმი ლმობიერ დამოკიდებულებას შევინარჩუნებთ"....

   წმინდა იოანე კრონშტადტელი გვასწავლის:

   „თქვენ მოგეცათ ღვთის მცნებები, და მათ არ ასრულებდით. თქვენ მოგიწოდებდნენ ზეცისაკენ არა ერთხელ, არამედ მრავალგზის, და თქუენ უარი თქვით. ახლა ყველაფერი დასრულდა. მიიღეთ მართლმსაჯული ღმერთის პასუხი: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის"

   თანამედროვე ქრისტიანი პასუხობს:

   „არ შეიძლება მართლმსაჯული ღმერთი ასეთი მკაცრი იყოს; იგი არ დაუშვებს ჩვენს საუკუნო სატანჯველს; ღმერთი მოსიყვარულეა და ეს სიტყვები მეტისმეტად მკაცრია"...


დავით ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine