„ჯანმრთელობა ღვთის უძვირფასესი საჩუქარია"
* * *
„ჯანმრთელობის გარეშე სიმდიდრე - თითქმის იგივეა ადამიანისათვის, რაც მსხვერპლი სულელისათვის ან კარგად მოწყობილი გზა - უფეხოსათვის"
* * *
„ვინც ავადმყოფობას ითმენს და მადლობს უფალს, იგი მოწამეობრივ გვირგვინს ღებულობს"
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
„რას არგებს სხეულს, თუ თავად ჯანმრთელია, მაგრამ სულია სუსტი და უძლური?!"
* * *
„ფიზიკური ჯანმრთელობა დროებითია; სულიერ ჯანმრთელობაში კი მთელი მარადიული ცხოვრების საწყისია ჩადებული"
* * *
„უმჯობესია, მთელი ეს ცხოვრება სხეულით იყო ავადმყოფი, მაგრამ სულით - ჯანსაღი, ვიდრე - სხეულით ჯანსაღი იყო და სულით - არა ჯანმრთელი"
* * *
„სხეულისათვის ავადმყოფობა - მწარე სასმელია, სულისათვის კი მაცხოვნებელი მკურნალობა"
* * *
„ფიზიკური სნეულებები სულიერს განწმენდს"
სქიმონაზონი მაკარი
* * *
„ავადმყოფობა თუმცა სხეულს აწამებს, სულს აცხოვნებს"
* * *
„იშვიათად არის ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული, უმეტესწილად იგი უძლურშია"
* * *
„სხეულის სიჯანსაღე ადამიანს უღებს კარს მრავალი ვნებისა და ცოდვისაკენ, სხეულის უძლურება კი მას უხშობს"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„ვინც ავადმყოფობას მოთმინებითა და მადლიერებით იტანს, იგი მას ღვაწლში ჩაეთვლება და უფრო მეტადაც"
ღირსი სერაფიმე საროველი
* * *
„სხეულის სნეულებებში, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვეცადოთ, განვკურნოთ სული"
* * *
„ავადმყოფობისას, ექიმებზე და წამლებზე უწინ, ლოცვით ისარგებლე"
წმიდა ნილოს სინელი