xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » სლავიანოფილობის არსი და მიზანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
სლავიანოფილობის არსი და მიზანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
17-05-2022, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ საომარ ვითარებას არა მხოლოდ გეო-პოლიტიკური, არამედ რელიგიურ-იდეოლოგიური საფუძვლები გააჩნია. აშკარაა „დასავლურ-გლობალისტური მისტიციზმისა" და „რუსული ნაციონალურ-მესიონალური მისტიციზმის" დაპირისპირება.

   მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია დასავლური მენტალობის ფსევდოპატრიოტული ხასიათი, სულიერ ფასეულობათა ყალბი ინტერპრეტაცია. სინამდვილეში ადამიანს ჭეშმარიტი პატრიოტული განცდების სანაცვლოდ გნოსტიკური პოლიტიკური აზროვნება უყალიბდება.

   ამ ნიშნით, რუსული ნაციონალიზმის იდეა ბევრად არაფრით განსხვავდება დასავლურისაგან. საქმე ისაა, რომ რუსეთში განვითარებული სლავიანოფილური და ე.წ. „პოჩვენური" (почвенничество) იდეები გერმანული კლასიკური ფილოსოფიისაგანაა (შელინგი) ნასესხები. გერმანული კოსმოგენური „მსოფლიო სულის" სანაცვლოდ უპირატესობა სლავურ ტომებს ენიჭება. რეალურად, მეცხრამეტე საუკუნეში ფ. დოსტოევსკის, ვლ. სოლოვიოვისა და სხვათა მიერ განვითარებული სლავიანოფილური (რუსული, სლავური ეთნოსის უპირატესობის) დოქტრინა გერმანული იდეალიზმის ცუდი კოპირება გახლავთ. თუკი იქ, „საერთოსაკაცობრიო გაერთიანების იდეა" გერმანელი რასის ფრთებქვეშ უნდა დაფრთიანებულიყო, რუსული იდეის თანახმად, „სულიერი ელიტის", „გამორჩეულობის", „მაგალითის მიმცემის", „მედროშის" როლს სლავიანოფილები ტვირთულობენ.

   ცნობილი ფილოსოფოსი კ. ლეონტიევი წერდა: „ჩვენ (სლავიანოფილებს) გვწამდა, რომ ჩვენი ლიბერალიზმი მოიტანდა უთუოდ განსაკუთრებულ, სათნო, ნაციონალურ ნაყოფს. ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენს „ნიადაგზე" (почва, почвенничество) - ევროპული სარწყავი წმინდა რუსულ მომავალს მოიტანდა!"1

   ფ. დოსტოევსკის დღიურებში ვკითხულობთ: „ყალიბდება და ძლიერდება ნაცია. მას თავისი სიმრავლით, ნიადაგით, რომელზეც პური და მცენარეები იზრდება, უნდა ლამის მხეცად ქცეული კაცობრიობა უკეთესობისკენ შეცვალოს. ამ ნიადაგში არის რაღაც საკრალური. ის დაფუძნებულია ქრისტიანული ცხოვრების იდეალზე, ხოლო რუსი ხალხი, რომელმაც გამოიმუშავა რუსული მართლმადიდებლობა, უპირატესია".2

   რას ნიშნავს: „რუსმა ხალხმა გამოიმუშავა რუსული მართლმადიდებლობა? განა არსებობს „რუსული", „ბერძნული" თუ „ქართული" მართლმადიდებლობა, როდესაც ეთნოსის უპირატესობა, „გამორჩეულობა" განსაზღვრავს მართლმადიდებლობის ხარისხს? სწორედ ეს გახლავთ გნოსტიკური „ხიბლი", ნასაზრდოები გერმანული იდეალიზმით, რასაც ვერანაირად ვერ ვუწოდებთ ქრისტიანულს. საღვთისმეტყველო თვასაზრისითაც ვაწყდებით პრობლემებს: თუკი რომელიმე ეთნოსს, მართლმადიდებლური იმპერიის ქვეშ შეუძლია გააერთიანოს (всеединство) ყველა ერი და „გამოიხსნას ბოროტებისაგან", ე.ი. ხორციელდება გამოსყიდვის დოგმატის პროფანაცია, სადაც ხსნა არა ქრისტეს, არამედ რომელიმე ეთნოსს (ამ შემთხვევაში რუსების) მიერ ხორციელდება. („ზნეობრივი მონიზმი").

   დოსტოევსკი განაგრძობს: „კონსტანტინოპოლი უნდა იყოს რუსების. ის თავდაპირველად პანსლავურ, ხოლო შემდეგ ქრისტიანული სამყაროს ცენტრად, დედაქალაქად უნდა გადაიქცეს".3

   ე.ი. გამოდის, რომ რუსი „გოლგოთის მსხვერპლს" ტვირთულობს, რათა ყველა და ყველაფერი „მართლმადიდებლურ" ნიადაგზე მოაქციოს.

   ასე რომ, სლავოფილური იდეის თანახმად, რუსეთი, როდესაც სხვა ქვეყანაში იჭრება, კი არ ძალადობს, არამედ „ათავისუფლებს" მას ყალბი იდეებისაგან.

   სიმანდვილეში, არსებითი განსხვავება „გლობალისტურ მისტიციზმსა" და „სლავურ მისტიციზმს" შორის არ არსებობს. როგორც გლობალისტური იდეის თანახმად, სამყარო ერთიანდება ერთი გლობალისტური იდეის ქვეშ, ასევე სლავიანოფილობის თანახმად, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს „რუსული მართლმადიდებლური იმპერიის" ქვეშ. შელინგისეული „ყოველთაერთობის" (всеединство) იდეა იდენტურია სლავიანოფილური იდეისა. თურმე, „რუსულ საწყისებზე" უნდა გაერთიანდეს მთელი მსოფლიო, სწორედ მათ უნდა შეკრან მსოფლიო „საერთოსაკაცობრიო საძმოში" („Всечеловеческого братства". Достоевский).

   იდეის თანახმად „სულიერი" (რუსული, სლავიანოფილური) ეხმარება „ფშვინვიერს" (დასავლურს, ევროპულს) განავითაროს თავისი პოტენციალი ისე, როგორც ეს რუსებს მიაჩნიათ მართებულად.

   თანამედროვე რუსეთში სლავიანოფილური და „პოჩვენური" იდეები ახალი „პატრიოტების" (დუგინი, სტეფანოვი) მიერ იქნა რეაბილიტირებული. მათი აზრით, „მოსკოვი - მესამე რომი" კვლავ რჩება აუღებელ „ბასტიონად".

   ერთი შეხედვით, მშვენივრად ჟღერს: მართლმადიდებლური ქვეყანა თუ განავრცობს მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა ქვეყნებში, ამას რა ჯობია! მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია. თუკი დოსტოევსკი (მართალია დამახინჯებული სახით, მაგრამ მაინც) „მართლმადიდებლობას" მოიაზრებს ეტალონად, თანამედროვე სლავიანოფილები აცხადებენ, რომ „მართლმადიდებლური რუსეთისთვის" საჭიროა სინთეზი იუდაიზმთან, ისლამთან, ძველმესტილებთან და სოფიოლოგიასთან.4

   პრინციპი გასაგებია: „რუსეთის დიდი ნაწილი ისლამს აღიარებს, თავად დუგინი იუდაიზმში ხედავს გადარჩენის საწყისებს". ცხადია, მარტო „მართლმადიდებლობით" ვერ გახვალ ფონს, საჭიროა სხვა რელიგიებისა და იდეოლოგიების კონსოლიდაცია სლავიანოფილობის ჭერქვეშ.

   როგორც ვხედავთ, სლავიანოფილური იდეა ბევრი არაფრით განსხვავდება სხვა იდეოლოგიებისაგან: რუსული „მისტიკურ-პატრიოტული მესიანიზმი" და „გლობალისტური კოლექტიური მესიონიზმი" არსობრივად იდენტური და არამართლმადიდებლურია. უბრალოდ, რუსებს სურთ „დასავლური უნივერსალურობა" „რუსული უნივერსალურობით" ჩაანაცვლონ, რაც არსობრივად ერთი და იგივეა. (გაგრძელება იქნება...)






1 Леонтьев. Плоды национальных движений на православном востоке.

2 Ф. Достоевский. Дневники Писателя. 1877. XXIII.

3 იქვე. დღიურებში. XXIII. გვ. 45.

4 ციტ. А. Буздалов. Москва – Третий Вавилон. История идет.







დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine