„განა უგუნურად არ ჩათვლით იმას, ვინც საკუთარ თავს მიაწერს იმ დამსახურებას, რომ წვიმა გვერდს აუვლის სხვების მინდვრებს და მხოლოდ მისას მორწყავს? თქვენც სწორედ ასე იქცევით, თუკი მხოლოდ წარმომავლობით ყოყოჩობთ, რაც სრულიად კარგავს ფასს - პირადი ღირსების გარეშე"
* * *
„ადამიანი, რომელიც თავს წარმომავლობით იქებს, იმ შუშას ჰგავს, რომელიც მზის ბრწყინვალებით ბრწყინავს, მაგრამ უმცირესი დარტყმისასაც კი იმსხვრევა. ადამიანიც, რომელსაც საკუთარი ღირსებები არ გააჩნია, არარაობაა"
* * *
„საკუთარი წინაპრების დიდებითა და კეთილშობილებით თავის მოწონება ნიშნავს, ხის ფესვებზე ეძებდე ნაყოფს, რომელიც სინამდვილეში ტოტებზე უნდა იყოს"
* * *
„ფუჭია თავის ქება იმით, რომ კეთილშობილი წინაპრები გყავდა, თუკი მათ საქმეებს არ ბაძავ"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„კეთილშობილება - არა წინაპართა წარჩინებულობაა, არამედ ზნეობრივი უბიწოება"
* * *
„ვაი, იმ ადამიანს, ვისი სახელიც საქმეებზე წარჩინებულია"
* * *
„სახელი ცხოვრებას უნდა შეესაბამებოდეს, ცხოვრება კი სახელს ამშვენებდეს"
* * *
„ნეტარია ის, ვინც რწმენით უერთდება ქრისტეს, მისგან, როგორც მეორე ადამისგან თავის სულიერ წარმომავლობას ქმნის და თავის წინაპრებად შეუძლია, ჩათვალოს ყველა ძველი მამა, რომლებიც რწმენასა და კეთილზნეობაში წარემატნენ!"
წმიდა იოანე ოქროპირი