xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » საფრთხის შემცველი ტენდენციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
საფრთხის შემცველი ტენდენციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
10-04-2022, 20:53  / ამოსაბეჭდი ვერსია

საფრთხის შემცველი ტენდენციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ბოლო დროს კათოლიკე სასულიერო პირებისა და „მსოფლიო" საპატრიარქოს შორის ერთობლივი განცხადებებისა და „ერთობლივი ლოცვის" საგრძნობი ზრდა შეინიშნება. იბადება კითხვა: რამ განაპირობა ამ პოლიტიკურ-რელიგიური სინკრიტიზმის გაძლიერებამ იმ ფონზე, როდესაც მოძმე მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიასთან ურთიერთობა უკიდურეს ზღვრამდეა გართულებული?

   დაკვირვებული ადამიანი იმასაც დაინახავს, რომ არსებული პრობლემა გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველი ხდება. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები „ელინური" და „სლავური" ნიშნით ერთიანდება, რაც ჩვენს ეკლესიასაც საკმაოდ მძიმე ვითარებაში აყენებს. ეთნოფელიტური მოტივაციით გამოწვეულ უთანხმოებამ ეკლესიის კანონიკური საკითხების დარღვევაც გამოიწვია. უკრაინელი სქიზმატებისადმი „ავტოკეფალიის მინიჭებამ" ბუმერანგის ეფექტი იქონია (ალექსანრდიის ეკლესიისთვის).

   კვლავ ისმის კითხვა: ვის ინტერესებშია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობის დამძიმება? ვინ სარგებლობს ამ ვითარებით? პასუხი მარტივია - პაპისტები!

   პაპისტები, უნიებისა თუ ინკვიზიციების გამოყენებით დიდი ხანია ოცნებობენ მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩასა და შემდეგ მისით მანიპულირებაზე. მათი მხრიდან პირდაპირ გაისმის შემდეგი შინაარსის განცხადებები: „მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია აღიაროს, რომ პაპის პირველობა მსოფლიო ეკლესიაზე არა თუ შესაძლებელი და კანონიერია, არამედ აუცილებელი. ვინაიდან პაპისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე ის (მართლმადიდებლობა) დიდი ხნის დაშლილი იქნებოდა ცალკეულ ნაციონალურ ეკლესიებად".

   კარდინალი კოხის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა პრობლემების გასაღები თურმე რომის პაპი ყოფილა: „მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ეკლესია, იმიტომ რომ ის დაშლილია მრავალრიცხოვან ნაციონალურ, ადგილობრივ განშტოებებად. პაპი და მხოლოდ ის არის გამაერთიანებელი ფაქტორი და გარანტი ერთიანობისა".1

   შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მიმდინარეობს მართლმადიდებლური ცნობიერების დეფორმაცია. თითქოს მართლმადიდებლებმა ეთნოფილიტიზმის ნაკლის მოსაგვარებლად, არა კანონიკურ სამართალსა და მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით გადაწყვეტილებას, არამედ რომის პაპს უნდა მიმართონ, ხოლო რომი, როგორც „შემრიგებელი", ყოველთვის მზადაა აღმოგვიჩინოს „სასწრაფო დახმარება"!

   ცხადია, მსგავსი გეგმები ვატიკანის კულუარებში იწერება და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მოღალატე სასულიერო პირებისა და თეოლოგების მეშვეობით ინერგება.

   ეს ტენდენცია საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდა. სამწუხაროდ, „მართლმადიდებელი ეკუმენისტები" ვერ იაზრებენ, რომ პაპისტების ანტიქრისტიანული ქადაგების მორჩილ ტომრებს ემსგავსებიან.





1 Кардинал Кох. Молодым католическим и православным богословам. Вена 2013. ციტ. www.budiveren.com. Этнофилитизм – плацдарм для обьединения с Римом. Прот. Божидар.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine