ეკოლოგიზმი ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომლის საფუძველში დევს ეკოლოგიური ცნებები. კაცობრიობა (ადამიანი) განიხილება, როგორც ხილული სამყაროს ერთ-ერთი მცირე შემადგენელი ნაწილი, თანასწორი ელემენტი ბუნების დანარჩენი შემადგენელისა და მისი მსგავსი და არა „ბატონი", ვისაც ძალუძს ზეგავლენა მოახდინოს ბუნებრივ პროცესებზე. ე.ი. უკიდურესი ანთროპოცენტრიზმი (ადამიანი - ცენტრი და ყოვლის ბატონ-პატრონი) შეცვლილია ექსცენტრული მიდგომით - ადამიანი (კაცობრიობა) ბუნების შემადგენელი ნაწილი და არა მასზე აღმატებული, უმეტესი.
ერთი შეხედვით ასე ჩანს: ადამიანმა თავისი კომფორტული ცხოვრების მოსაწყობად ბუნებრივი რესურსები არაკეთილსინდისიერად გამოიყენა. შედეგად, დაბინძურდა გარემო, მომრავლდა ბუნებრივი კატაკლიზმები და ა.შ. ერთი სიტყვით, ბუნება „განრისხდა" და ადამიანებმა უნდა გაითავისონ, რომ აღარ შეიძლება ბუნების ექსპლუატაცია, არამედ გაუფრთხილდნენ მას.
ეკოლოგიზმი, როგორც იდეოლოგია, პრინციპული ალტერნატივაა იმ ანთროპოცენტრიზმისა, რომლითაც გამოირჩევა ე.წ. ცივილიზებული სამყარო. ამიტომ, მსოფლიო ელიტამ ატეხა „განგაში", არიქა ვუშველოთ ბუნებას, ვუშველოთ ჩვენს თავს. საამისოდ მათ ხელთ არსებული ყველა „ხელსაწყო" (პოლიტიკა, რელიგია, ეკონომიკა, კულტურა და ა.შ.) გამოიყენება.
გლობალისტური გეგმის - კაცობრიობის ერთმმართველობის ქვეშ გაერთიანებისთვის მეტად დამაჯერებელი საშუალებაა: ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ბუნება! მართლაც, გამომწვევად ჟღერს! რატომაც არა?!
მაგრამ რა იმალება ამ „კეთილშობილური" განზრახვის მიღმა? საკითხავი ეს არის!
სინამდვილეში, ეკოლოგიზმი - მორიგი გნოსტიკური მითია, რომლის თანახმადაც ქმნილება (ღვთისაგან შექმნილი სამყარო, ადამიანი...) საკუთარი თავის თაყვანისცემას შეუდგა. ღმერთი ტრანსცენდენტურია (ანუ სამყაროს მიღმაა და არ ერევა პროცესებში), ხოლო ქმნილება (ადამიანი) საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებს, ბუნებრივ კანონზომიერებათა გათვალისწინება შემოქმედისკენ გადადგმულ ნაბიჯად წარმოჩინდება. ეს იგივე მატერიალიზმია, სადაც თავად მატერია ცოცხალი არსებაა. ადამიანი ამ ცოცხალი ორგანიზმის ნაწილია და არა ღვთის ხატება და მსგავსება, ვისაც ღმერთმა საარსებოდ მიჰმადლა ხილული სამყარო, რომელსაც მან ვერ მოუარა.
ეკოლოგიზმის მითის თანახმად ადამიანი ბუნების ნაწილი ხდება (როგორც ეს აღმოსავლურ კულტებშია: ძენ-ბუდიზმში, დაოსიზმში). ეკოლოგიური ეთიკის მიხედვით ადამიანმა „ქმნილების გადარჩენაში პრაქტიკულ-ოკულტური მონაწილეობა უნდა მიიღოს".
აშკარაა პაროდია რელიგიისა. ღმერთი ჩანაცვლებულია მატერიით. მატერიის (ბუნების) დაბინძურება, მისი ბიოლოგიური ნაირფეროვნების ხელყოფა, ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია, ოზონური ხვრელების შედეგად დედამიწის მთლიანობის რღვევა, კლიმატურ ცვლილებებში თანამონაწილეობა, მიწის, წყლის, ჰაერის დაბინძურება და მისთანანი - ყოველივე ეს ეკოლოგიურ ცოდვებად აღიქმება.
ეკოლოგიური სინანულის გამოხატულებაა: გარემოზე ზრუნვა, ქაღალდისა და პლასტმასის ფრთხილი გამოყენება, ნაგავის დახარისხება, ელექტროენერგიის, ზოგადად ენერგო-რესურსების ზომიერი ხარჯვა და ა.შ.
ეკოლოგიური რიტუალებია: ერთობლივი ლოცვა სამყაროს შენარჩუნებისთვის (რაც პრაქტიკულად სრულდება), რელიგიურ-ეკოლოგიური კრიზისის ერთობლივი ძალისხმევით გამკლავება, უპატრონო ცხოველებზე ზრუნვა...1
ყოველივე ამაში როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური (მათ შორის მართლმადიდებლები) ლიდერები მონაწილეობენ.
ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მიზნის მისაღწევად, თუმცა მანამდე უნდა ვთქვათ...