xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » მონდიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მონდიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
28-05-2024, 09:55  / ამოსაბეჭდი ვერსია

მონდიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   გლობალიზმის შემთხვევაში გარკვეულწილად შესაძლებელია ისეთი მანიპულაცია, რომ თითქოს ის, რაც ხდება, რაც კეთდება, მარტოოდენ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაღრმავებას, უკეთესობის იდეას ემსახურება. რამდენადმდე „ამართლებს" მსგავსი მანიპულაციები გლობალიზმის პირობებში. მაგრამ სხვაა მონდიალიზმი - ის ღიად, დაუფარავად საუბრობს თავის მიზნებზე.

   მონდიალიზმი - კონცეფციაა, რომლის თანახმადაც აუცილებელია ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა, ერთიანი მმართველობის ქვეშ ყოფნა. არსებითად, მონდიალიზმი ამბობს, რომ სუვერენულმა სახელმწიფოებმა მმართველობითი სათავეები უნდა გადასცენ გლობალურ სტრუქტურებს: ზენაციონალურ, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს.

   მათი აზრით, ცალკეული სახელმწიფოები ვერ უმკლავდებიან თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს (კოვიდი, ეკონომიკური კოლაფსი, ემიგრაცია, ეკოლოგიური პრობლემები და ა.შ.). ამიტომ აუცილებელია ერთიანი მსოფლიო პარლამენტის შექმნა, რათა ყველა პრობლემა ერთიანი მმართველობითი ორგანოს მეშვეობით მოგვარდეს. 

   არსებობს ორი სახის მონდიალიზმი - მემარცხენე და მემარჯვენე.

   1) მემარცხენე მონდიალიზმის (იდეოლოგი ფრენცის ფუკუამა) თანახმად პლანეტარული გაერთიანების წინაპირობები უკვე აშკარაა. ყოველგვარი ტრადიციული ხედვა, მორალი, ფასეულობები, ეთნიკური თუ რელიგიური ნორმები ძველმოდურად ცხადდება. საზოგადო ცხოვრების ყველა სფეროში იწყება აქტიური პროპაგანდა, რომ უნდა შეიქმნას პლანეტარული საზოგადოება საზღვრებისა და ეროვნული განსხვავებულობის გარეშე.

   ფრ. ფუკუამამ (აშშ) თავის ნაშრომში „ისტორიის დასასრული" განაცხადა, რომ სამყარო რამდენიმე წელიწადში დასავლური ცივილიზაციის ფრთებქვეშ გაერთიანდება.

   ჟ. ატალი (ფრანგი მონდიალისტი) მისტიკურ პლანში განიხილავს სამყაროს გაერთიანების საკითხს. თავის წიგნში „ის მოვა" (он приидет) იგი გაერთიანების შესაძლებლობას სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმების კაბალისტური ესქატოლოგიის მიხედვით განიხილავს.

   2) მემარჯვენე მონდიალიზმში (იდეოლოგი ხანტინქტონი) უფრო პესიმისტური განსწყობა შეინიშნება. აქ პლანეტარული გაერთიანების იდეას მრავალი ხელისშემშლელი ვითარება ახლავს.

   თუკი მემარცხენე მონდიალიზმში საბჭოთა კავშირის დაშლა დადებითად ფასდებოდა და სამყაროს გაერთიანებისთვის ხელსაყრელ მოვლენად მიიჩნეოდა, აქ სხვა ხედვა იკვეთება: ყურადღება გამახვილებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნაციონალური და რელიგიური იდენტობის გაძლიერების მომენტზე და ეს დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის დამაბრკოლებელ ფაქტორადაა მიჩნეული.

   ხანტინქტონის აზრით, სწორედ ეს ფაქტორები გამოიწვევს ცივილიზაციებს შორის კონფლიქტს, რასაც მან თავის ნაშრომში „ცივილიზაციების ომიც" კი უწოდა. მისი აზრით, სწორედ ცივილიზაციების ომის შემდეგ გახდება შესაძლებელი ერთიანი მსოფლიო მმართველობის შექმნა.

   მონდიალიზმი ახალი კულტურულ-იდეოლოგიური ცივილიზაციაა. მისი მიზანია ერთიანი პლანეტარული კაცობრიობის ჩამოყალიბება კოსმოპოლიტურ საწყისებზე. ის ასევე მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს ერთიანი ციფრული მმართველობის ქვეშ მოქცევას. ძირითადი სამუშაოები ამ კუთხით უკვე განხორციელებულია.

   კოვიდიზმის (გარდამავალი ეპოქის) დასრულების შემდეგ, დაშინებულ-დაზომბირებული საზოგადოება სიხარულით მოაწერს ხელს ამ „ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკში" გაწევრიანებას და საკუთარი თავის საექსპერიმენტო ნიმუშად გამოყენების უფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენივე კეთილდღეობისა და პროგრესისათვის.

   მართლმადიდებლებს სულ სხვაგვარად გვესმის გაერთიანება. ჩვენ ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილები. რამდენადაც ვახერხებთ ქრისტეში ცხოვრებას, იმდენად ვხდებით განღმრთობილები, ჭეშმარიტად მსოფლიო ადამიანები. მსოფლიოც მანამდე იარსებებს და გადარჩება, სანამდეც და რამდენადაც ეყოლება ასეთი მლოცველები, წმინდა ადამიანები.

   ჭეშმარიტება არის ის, რაც მოიტანა ქრისტემ დედამიწაზე. ამიტომ ჭეშმარიტი გაერთიანება და მსოფლიო ადამიანობა ეგოიზმის, დიდებისმოყვარეობის სენის უგულებელყოფით მოიპოვება. სწორედ ქრისტეს სხეულში, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოფნა ნიშნავს იყო მსოფლიო ადამიანი, ამ საღმრთო ურთიერთობით, სინერგიით ღმერთთან და ერთმანეთთან ძალგვიძს წვდომა ჭეშმარიტების.


 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine