xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » პერენიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
პერენიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
4-01-2022, 22:37  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ცრუსწავლებისა და ცრუმისტიკის მოკლე მიმოხილვიდანაც ჩანს სურვილი, რამენაირად მოხერხდეს სხვადასხვა რელიგიათა, კონფესიათა ერთიანობა, „უნივერსალური" გაერთიანება. ცრუსწავლებებში ამის მედროშედ რომის პაპები, ხოლო ცრუმისტიკურ მიმდინარეობებში თეოსოფია გვევლინებიან.

   ეკუმენისტური მოძრაობის ასწლოვანმა „გამოცდილებამ" დაგვანახა, რომ ყველა საღვთისმეტყველო დიალოგი სხვადასხვა კონფესიებთან კრახით დასრულდა. ეკუმენისტები კარგად ხვდებიან, რომ ხილული სახით რელიგიების გაერთიანება შეუძლებელია. ცხადია, ყველა რელიგიაში არსებობენ მოღალატე სასულიერო პირები, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

   ასევე უშედეგო აღმოჩნდა ცრუმისტიკურ, ოკულტურ, აღმოსავლური კულტების, თეოსოფიის საფუძვლებზე რელიგიების გაერთიანება.

   ცხადია, საფუძვლები ჩაყრილია, მაგრამ სასურველი შედეგი არაა მიღწეული.

   კოვიდიზმმაც გარკვეული წილი შეიტანა „გაერთიანების" საქმეში. ბოლო ორი წლის მანძილზე არაერთი რელგიათაშორისი შეკრება შედგა სხვადასხვა ქვეყანაში (ისრაელში, იტალიაში და სხვა). ამ შეხვედრებზე ერთხმად მიიღეს თავიანთი ტაძრების დახურვის, კოვიდთან „ბრძოლის" ერთობლივი გადაწყვეტილება, მაგრამ ყველა ხვდება, რომ არც ეს იქნება საკმარისი რელიგიების „ერთიან ოსანაში" გაერთიანებისთვის.

   ამიტომ ასპარეზზე გამოჩნდა კიდევ ერთი, შესაძლოა საბოლოო რელიგიური იდეა - პერენიალიზმი, რომელიც აცხადებს, რომ ყველა დიდ რელიგიას (ქრისტიანობას, იუდაიზმს, მუსლიმანობას, ბუდიზმს, ინდუიზმს და ა.შ.) ერთი და იგივე მისტიური გამოცდილება, უზენაესი რეალობა გააჩნია. ამ შეხედულებას საფუძვლები თეოსოფიამ ჩაუყარა, შემდეგ ეკუმენიზმმა განავრცო, მაგრამ, როგორც გითხარით, ვერ მოახერხა სანატრელი ერთობის ჩამოყალიბება.

   პერენიალიზმი (ლათ. Perennis - მარადიული) აბსოლუტური ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზიებით ჩამოყალიბდა. მისი ფუძემდებლები ამბობენ, რომ მარადიული სიბრძნე (Sophia perennis) გახლავთ ძირითადი რელგიების საფუძველი. მათი აზრით, პერენიალიზმი არის ის „უნივერსალური" ერთობა, „რელიგიების ცენტრი", „გული", რომელსაც ზებუნებრივი სულიერი სამყარო გააჩნია.

   მაგრამ ეს ერთობა არა ამქვეყნიური, ხილული, რეალური, არამედ ტრანცენდენტურია (ამქვეყნიურის მიღმაა) სხვა რელიგიებთან მიმართებით; ე.ი. ერთობა არა რეალობაში, არამედ მისტიკურ დონეზეა განხორციელებული.

   პერენიალიზმის დოქტრინის თანახმად, ყველა რელიგიას ფორმალური, გარეგანი ინსტიტუციური ასპექტები გააჩნია (ეგზოთერული). ამ ნიშნით რელიგიები განსხვავდება ერთმანეთისაგან და ვერანაირად ვერ მოხერხდა „ერთიანობის" მიღწევა. ამავე დროს, მათი აზრით, ყველა რელიგიას გააჩნია ეზოთერული (ფარული, მისტიკური) ასპექტებიც, ანუ ზესულიერ სფეროში რელიგიები ახლოვდებიან და შეუძლიათ მიაღწიონ იდენტურობის წერტილს.

   პერენიალიზმი ასწავლის, რომ ყველა რელიგია ფლობს ჭეშმარიტებას, მაგრამ სრულყოფილი, უზენაესი ჭეშმარიტება ზემისტიკურ დონეზე მიიღწევა, მეტიც, უკვე მიღწეულია, უბრალოდ ამას ჩვენ ჩვენი „ფანატიზმის" გამო ვერ ვხედავთ.

   მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის გასაგებია, რა მისტიკურ ერთიანობაზეა საუბარი და საით მიექანება ეს „ერთობა". ამის ბოლო აკორდი ანტიქრისტეს გამეფებაა. სწორედ ის ჩაიბარებს ეკუმენისტებისა და პერენიალისტების მიერ შეთხზულ ერთობას. სწორედ ანტიქრისტე იქნება ის „მისტიკოსი", „რელიგიური ლიდერი", რომელიც ყველა რელიგიური მოთხოვნის ილუზიური დამაკმაყოფილებელი იქნება: ქრისტიანისთვის - ქრისტე, მუსლიმისთვის - ალაჰი, ბუდისტისთვის - ბუდა და ა.შ.

   დღეს მხოლოდ საწყისი კონტურები გამოიკვეთა. ახლო მომავალში პერენიალიზმი მთელი „მომხიბვლელობით" წარსდგება საზოგადოების წინაშე. გაგრძელება იქნება...

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine