xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » მოდერნიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მოდერნიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
3-01-2022, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

მოდერნიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ღვთის წესრიგის გეგმაზომიერი ნგრევის საქმეში ცრუსწავლებებისა და ცრუმისტიციზმის დამაკავშირებელ რგოლად მოდერნიზმი გვევლინება.

   მოდერნიზმი თავიდან ბოლომდე ამქვეყნიური სულისკვეთების გამომხატველია. ის ცდილობს მედიატორის როლი შეასრულოს სხვადასვა რელიგიებსა, ფილოსოფიებსა და მისტიკურ-ოკულტურ შეხედულებებს შორის. საამისოდ თავის ყველაზე ძლიერ იარაღს - სინთეზს იყენებს. შეურწყმელის შერწყმის მცდელობა ერთადერთ მიზანს ემსახურება: ყველა რელიგიურ-მისტიკურ სწავლებათაგან შეიქმნას „ამსოფლიური მისტიციზმი", რომელშიც მხოლოდ ადამიანისთვისაა ადგილი. ეს იგივე დემონურ-უტოპიური სამყაროა, რომელშიც ღვთის წესრიგის ადგილს ეშმაკის „წესრიგი" იკავებს.

   მოდერნიზმი - პროფანაციაა, როცა მიწიერი ცხადდება სულიერად და მისტიკურად, ხოლო სულიერი - ამქვეყნიურად.

   მოდერნიზმი ცდილობს აამოს თანამედროვე ადამიანს და მოასმენინოს ის, რაც მას სურს: რომ ცოდვა ნორმალური მოვლენაა, რომ მთავარია სიყვარული ყველასი და ყველაფრისა და არა ჭეშმარიტებისა. საამისოდ მოდერნისტები არა მარტო უარყოფენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, არამედ მის სანაცვლოდ ქმნიან თავიანთ კვაზირელიგიას.

   ამ ნიშნით მოდერნიზმმა ბოლო საუკუნეების მანძილზე მასშტაბური ძვრები განახორციელა. მან ყველა სახის რელიგიურ მიმართულებაში (მათ შორის მართლმადიდებლებშიც) მოახერხა შეღწევა. მოშალა მყარი დოგმატურ-ორთოდოქსული საფუძვლები და ნიადაგი გაუმზადა ეკუმენისტურ მოძრაობას.

   ეკუმენიზმი - უნივერსალური რელიგიის შექმნის პრეტენზიის მქონე შეხედულებაა. ამაშია მისი „მიმზიდველობა".

   ეკუმენიზმი პროტესტანტული, კათოლიკური და „მართლმადიდებლური" მოდერნიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. ცხადია, მართლმადიდებლების მხრივ ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოების ღალატი ამქვეყნიური ცხოვრების კათილმოწყობისა და პრაქტიკული სარგებლის მიზნით.

   ეკუმენისტები სრულიადაც არ ერიდებიან სახარებისეული, ღმერთთან ერთობის გამომხატველი ეპიზოდის - „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ" (იონ. 17. 21) ინტერპრეტაციას. იოანეს სახარების ეს მონაკვეთი, თურმე, მათი აზრით, ერთმანეთთან არ ან ვერ შეთანხმებული პირების მეგობრული ურთიერთობაა და ეს უკვე ერთგვარი ერთიანობაა. სწორედ ამ ილუზიურ-ფსიქოლოგიურ ურთიერთობაზე ცდილობს ეკუმენიზმი ააგოს თავისი „უნივერსალური" რელიგია. ფაქტობრივად ყველა ხვდება, რომ ეს „ერთობა" განუხორციელებელია, ამავე დროს ჯიუტად გაიძახიან, ის მიიღწევა ამა თუ იმ გზითო. უფრო მეტიც, ის (ერთობა) უკვე არსებობს სადღაც „ასტრალში", უბრალოდ ის უნდა „დაინახოთ".

   ეკუმენიზმის ადოგმატური ხასიათი, მოჩვენებითი ერთიანობა ერთიანობის შეუძლებლობის ფონზე... ყოველივე ადასტურებს, რომ ეს იდეა ყალბია. ეკუმენიზმი იაზრებს ამას, ამიტომ იმ მისტიკური, ადოგმატური, განუსაზღვრელი ერთობის შესახებ საუბრობს. ეს ახალი ხედვაა, რომელიც კონტურების სახით გამოჩნდა. მომდევნო თავებში ვისაუბრებთ ამის შესახებ. გაგრძელება იქნება...

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine