xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ეშმაკის „წესრიგი“ ცრუმისტიციზმის სახით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ეშმაკის „წესრიგი“ ცრუმისტიციზმის სახით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
2-01-2022, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

ეშმაკის „წესრიგი“ ცრუმისტიციზმის  სახით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ცრუმისტიციზმი ადამის დაცემის შემდგომ მყარად დამკვიდრდა ადამიანთა ცნობიერებაში. ძველი ცრუმისტიციზმის გამოვლინებანი, როგორებიცაა ირანულ-ბაბილონურ-ეგვიპტური თუ სხვა აღმოსავლური მაგიურ-ოკულტური ტრადიციები უკვალოდ არ გამქრალა.

   ქრისტეს შობის შემდეგ ისინი ერთმანეთში არეული ფორმით გნოსტიციზმში გამოვლინდა. ძირითადი გნოსტიკური სწავლების თანახმად არსებობს უზენაესი, უხილავი და მიუწვდომელი მამა, რომლის თანაარსია მისივე „აზრი" ბარბელო ანუ ბაბილონი, უზენაესი დედა.

   უფალი იესო ქრისტე, გნოსტიკოსთა ერთი ნაწილის შეხედულებით, მხოლოდ ღვთიურია და კაცობრივი ბუნება მოჩვენებითად აქვს შემოსილი, მეორე ნაწილის აზრით კი, ქრისტე მხოლოდ ადამიანია, რომელშიც ჩასახლდა ღვთიური აზრი. გნოსტიკოსებს მრავალი მწვალებლური სწავლება ჰქონდათ. ერთი სწავლების მიხედვით ქრისტე ერთ-ერთი ეონია, სამყაროს გადასარჩენად გამოგზავნილი, რომელსაც შეეძლო სამყარო სიბნელისა და ბოროტების მეუფებისაგან მარტოს გაეთავისუფლებინა, მაგრამ გნოსტიციზმის მამა სიმონ მოგვი ფიქრობდა, რომ ღმერთის დიდი ძალა, სამყაროს გასათავისუფლებლად წარმოგზავნილი, თვითონ იყო. მისი თანამოაზრე მენანდრე თავს სულიწმიდად ასაღებდა და ვინც ამას ირწმუნებდა, უკვდავებას ჰპირდებოდა.1

   ცრუმისტიციზმის არანაკლებ საშიში სახეობა ოკულტიზმი გახლავთ. ერთი შეხედვით, ადამიანები ცხოვრობენ ქრისტიანული სწავლების მოთხოვნებისამებრ, მაგრამ ამა სოფლის სული ბოროტის დირიჟორობით სულ უფრო მეტად უპირისპირდება მათ. პარადოქსია: საზოგადოება, რომელიც წესით ღმერთთან უნდა ამყარებდეს კავშირს, ქრისტიანობის სულიერი სიდიადით იკმაყოფილებდეს რელიგიურ გრძნობებს, რეალურად ცრუმისტიციზმით, ოკულტიზმის ნაირსახეობებითაა დაკავებული.

   ღვთის წესრიგს დაშორებულმა ადამიანმა ვეღარ შეიგრძნო ქრისტიანობის სიდიადე, საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაა მისტიკური გრძნობა არა ქრისტიანული იდეალით, არამედ მომხიბვლელად წარმოდგენილი დემონიზმით, ოკულტიზმით დაიკმაყოფილოს.

   ამ სულისკვეთებამ გზა გაუხსნა ცრუმისტიციზმის მრავალ განშტოებას, რომელთაგან მნიშვნელოვან მიმართულებას თეოსოფია წარმოადგენს.

   თეოსოფიაში თავმოყრილ-ჩატეულია როგორც ძველი წარმართობისა და მაგიის, ისე აღმოსავლური კულტების მისტიური ხედვები და განცდები. თეოსოფია გაკვრით ახსენებს ქრისტეს და წმინდა წერილს და... მეტი არაფერი, მასში ქრისტიანული მსოფლმხედველობის ნიშანწყალიც არ შეინიშნება.

   არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) შენიშნავს, რომ ამ სახელწოდებით (თეოსოფია) ინიღბება თანამედროვე წარმართობა, რომელსაც ქრისტიანობის დამხობა და ეკლესიის ადგილას პანთეონის - „ყველა ღმერთის ტაძრის" აგება აქვს განზრახული. ეს არის სწავლება, რომელიც ისწრაფვის მსოფლიო რელიგიათა ერთიანობის გამოხატვისაკენ, რათა ისინი ერთ, უნივერსალურ სისტემად ჩამოაყალიბოს.

   თეოსოფია აცხადებს, რომ ყოველი რელიგია ფარდობით ჭეშმარიტებას ფლობს, ამიტომ, ...ოკულტური გამოცდილების საფუძველზე ადამიანი თვითონ უნდა ქმნიდეს თავის რელიგიას, მეტიც: იგი თვით ადამიანს აცხადებს ღმერთად. თეოსოფიური მისტიკის არსი ადამიანის მიერ საკუთარი ღვთაებრიობის შეცნობაშია.

   თეოსოფები თანამედროვე ადამიანს ზეადამიანურ მადლმოსილებას, ნათელმხილველობას, სხვა ადამიანებზე ზემოქმედების, სხვათა მართვის უნარს ჰპირდებიან.2

   ერთი სიტყვით, თეოსოფია სატანის რელიგიაა, ქრისტიანობის ანტიპოდია. მას სურს მთლიანად მოშალოს ღვთაებრივი განცდა ადამიანში და ილუზიური ზებუნებრივი ნიჭების გამოვლენით დემონს დაამსგავსოს იგი. გაგრძელება იქნება...






1 ქრისტიანული ეკლესიის ისტორია. გვ. კოპლატაძე. თბ. 2007. გვ. 77-78.

2 არქ. რაფაელი (კარელინი). მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი. 2009. გვ. 257.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine