მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) ნიჰილიზმის იდეოლოგიის განხილვისას ასკვნის, რომ ნიჰილიზმს მოჰყვება ანარქია, ქაოსი, ახალი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბება, რომელიც გულგრილი იქნება ჭეშმარიტებისადმი და ოპტიმისტური ამსოფლიური პროგრესისადმი.
ზემოთ განხილული მსოფლმხედველობების (ჰუმანიზმიდან ანარქიამდე) კვალი თანამედროვე ადამიანზე აშკარაა. (იგულისხმება მართლმადიდებლური ტრადიციის მიღმა მყოფი ადამიანები). ევოლუციური იდეებით გაჯერებული საზოგადოება „ახალის", „პერსპექტიულის", „განვითარების" მოლოდინშია. ეს მოლოდინი გაგრძელებაა იმისა, რაც დათესა იდეოლოგებმა. მაგალითად, დარვინიზმისაგან (გალტონის ადამიანის გონებრივი გაუმჯობესების კონცეფცია) ფაშიზმის მიერ ატაცებული ზერასის ჩამოყალიბების იდეა ლოგიკურ განვითარებას ითხოვს. ნიცშე ამბობდა: „რამდენადაც სასაცილოა მაიმუნსა და ადამიანს შორის განსხვავება, ისეთივე უნდა იყოს ადამიანსა და ზეადამიანს შორის განსხვავება - ანუ მიზანი ადამიანის სრული ტრანსფორმაციაა".
ექსპერიმენტები, რომლებსაც ჰიტლერი საკონცენტრაციო ბანაკებში ანხორციელებდა, სულაც არ დასრულებულა ფაშიზმის დამარცხებით. „ევგენიკა" (ადამიანების ორგანოებზე ექსპერიმენტებმა) უბრალოდ სახელწოდება შეიცვალა და გენური ინჟინერია დაირქვა. ანუ, ის დღესაც კიდევ უფრო ენერგიულად, მაღალტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ დილემა რესურსის ნაკლებობაა.
თუკი ფშიზმი „საექსპერიმენტო მასალის დეფიციტს" საკონცენტრაციო ბანაკებში არ განიცდიდა და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, დღეს („ჰუმანურ", „ლიბერალურ", „ნიჰილისტურ" საზოგადოებაში) ეს პრობლემაა!
სწორედ ამ ვითარებაში შემოდის ავანსცენაზე ახალი იდეოლოგია - კოვიდიზმი, რომელმაც, მათი აზრით, უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა - საექსპერიმენტო მასალის დეფიციტი.
ცხადია, დღეს საკონცენტრაციო ბანაკებში ხალხს ვერ გამოამწყვდევ, მაგრამ შეგიძლია ადამიანები თავისი ნებით დაითანხმო ამაზე. ლოგიკა შემდეგნაირად ვითარდება: საიმისოდ, რომ ადამიანმა მოგცეს უფლება ატარო ექსპერიმენტი მასზე, ის უნდა დაარწმუნო, რომ ეს ექსპერიმენტები მის სასარგებლოდ კეთდება. ეს კი სულაც არ არის იოლი საქმე, ამიტომ ადამიანი უნდა შეაშინონ, ოღონდ „ცივილურად", „ჰუმანურად", მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვის პროპაგანდით. მაგრამ ამაში რომ დაარწმუნო, უნდა შთააგონო: თუ გინდა ვირუსისაგან არ მოკვდე, ამ ექსპერიმენტალური ვაქცინების კეთება უნდა დაიწყო, თან ნელ-ნელა გვაპარებენ აზრს, რომ ერთი და ორი ვაქცინა არ იქნება საკმარისი, საჭიროა „ბუსტერ" დოზა, მერე „ტვისტერ", „კვისტერ", „ჯვისტერ"... დოზები. ამის განცხადებებს პირდაპირ ვისმენთ „იმუნოლოგებისაგან".
გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ეს არ არის ის ვაქცინა, რომელიც პრევენციული ხასიათისაა და რომელიც იცავს მის ორგანიზმს სნეულებისაგან, რომ ეს ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტია მთელ კაცობრიობაზე. ცხადია, ამ გეგმის განხორციელებას „ძლიერი ხელი" სჭირდება, რათა ადამიანის ცნობიერება შეიცვალოს, დაიყოლიო ადამიანები ექსპერიმენტზე და ჩამოაყალიბო საამისო საზოგადოება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ამ პროცესებს იდეოლოგიური ხასიათი აქვს და მას იდეოლოგიის, ამჯერად კოვიდიზმის ყველა პარამეტრი გააჩნია (თავისი იდეოლოგებით და აღმასრულებელი პერსონალით). კოვიდიზმი - გაგრძელებაა იმისა, რაც დაიწყო ჰუმანიზმით და რაც დასრულდება ტრანსჰუმანიზმით.
რის საფუძველზე ვამბობთ, რომ კოვიდიზმი იდეოლოგიაა?:
1) პირველყოვლისა იმიტომ, რომ მას საყოველთაო, მსოფლიო ხასიათი გააჩნია. მსოფლიოში ბევრი მომაკვდინებელი სნეულება თუ პათოლოგია მძვინვარებდა და ახლაც მძვინვარებს (შიდსი, სიმსივნე, ნარკომანია და ა.შ.) რომლებმაც სტატისტიკურად გაცილებით მეტი ხალხის რაოდენობა იმსხვერპლა, მაგრამ პანდემიად არ გამოცხადებულა.
2) ამბობენ, რომ ის მხოლოდ სამედიცინო საკითხია, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ კოვიდიზმმა ადამიანის არსებობის ყველა სფერო (პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციოლოგია, რელიგია, კულტურა, მედიცინა) მოიცვა.
3) კოვიდიზმს გრძელვადიანი გეგმა გააჩნია. დაკვირვება ცხადყოფს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მისდამი კეთილგანწყობა ადამიანებზე მანამდე არსებული იდეოლოგიების (ჰუმანიზმის, ლიბერალიზმის, რაციონალიზმის, ევოლუციონიზმის) ზეგავლენის შედეგია. იდეოლოგიური ზემოქმედება მასებზე იმდენად ძლიერია, რომ თანამედროვე ადამიანთა დიდი ნაწილის ვერც კი ხვდება, კოვიდიზმმა როგორი განაჩენი გამოუტანა ლიბერალიზმს (ადამიანის უფლებების თამადობით) და თავისი დიქტატორული იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი თვისებები გამოავლინა.
4) ის (კოვიდიზმი) გლობალურად მართვადი იდეოლოგიური პროექტია, რომლის იდეოლოგები არა უბრალოდ მედიკოსები, არამედ კარგად დამუშავებული სპეცმუშაკები არიან. მის ფუძემდებლებს სძულთ თავისუფალი ადამიანი და მისი პოტენციალის ღვთივსათნოდ განვითარება. ეს დარტყმაა ადამიანზე, როგორც ღვთის ხატებაზე. ამიტომაც ვამბობთ, რომ კოვიდიზმი ეპოქალური მოვლენაა, რომელმაც ცნობიერების საფუძვლიანი ცვლილება უნდა მოახდინოს საზოგადოებაში.
5) გვეუბნებიან, რომ ის არაა რელიგიური საკითხი. მაგრამ ვაქცინების ნოტაციებში ვკითხულობთ, რომ მათში გამოყენებულია „ემბრიონული ხაზები", „გენური ინჟინერია". ემბრიონის გამოყენების საკითხზე ვისაუბრეთ ჩვენს ნაშრომში „ვაქცინა და ბიოეთიკური პრობლემა". ამჯერად თქვენი ყურადღება გენური ინჟინერიის საკითხზე გვსურს გავამახვილოთ.
თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ვაქცინაში „გენური ინჟინერიის" გამოყენება მრავლისმეტყველი ფაქტი გახლავთ.
ა) პირველი: სახეზეა ბიოეთიკური პრობლემა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის შეგნებული მოქალაქე.
ბ) ვაქცინებში გენური ინჟინერიის გამოყენება გვაფიქრებინებს, რომ მისი მეშვეობით ტარდება არა მკურნალობა, არამედ ექსპერიმენტები, რომლებიც ტრანსჰუმანური ტენდენციებითაა წახალისებული. (ე.ი. ადამიანის არსებითი ცვლილებების გეგმაა, რომელიც, ღმერთმა უწყის, რა პათოლოგიებით დასრულდება).
გ) და ბოლოს, მთლიანად იგნორირებულია ალტერნატიული აზრი, შეხედულება ვაქცინაციის საკითხში კომპეტენტური პროფესიონალებისა, რომლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია გენური ინჟინერიით შექმნილი ვაქცინების მოხმარება.
ვიდრე პროფესიონალი მედიკოსების ამონარიდებზე გადავიდოდეთ, უნდა ითქვას, რითი განსხვავდება გენური ინჟინერიის ტექნოლოგიებით შექმნილი (Pfizer – Moderna), ასევე ვექტორული ვაქცინები (Astra Zeneka, Johnson and Jonson) ტრადიციული ვაქცინებისაგან. ტრადიციული ვაქცინები არ აღწევენ ადამიანის უჯრედებში, ხოლო m-RNA და ვექტორული ვაქცინები აღწევენ და ინერგებიან ჩვენს უჯრედებში - ჩვენი ბიოლოგიური ცხოვრების ამ ქვაკუთხედში - და შეიძლება გამოიწვიონ მათი ცვლილება.
1) ამ ცვლილებას შედეგად მოსდევს მრავალი გვერდითი რეაქცია და სასიკვდილო შედეგი, რაზეც პასუხისმგებლობა არავის ეკისრება.
2) კვლავ ინტერესის საგანია, რა ანთროპოლოგიურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე?
მანამდე შეპირებული კვალიფიცირებული ექსპერტების სიტყვა მოვისმინოთ:
მრნმ ტექნოლოგიებისა და ვაქცინების გამომგონებელი, ამერიკელი მეცნიერი, დოქტორი რობერტ მელოუნი, ექსპერიმენტალური ვაქცინების გენური თერაპიის გვერდით მოვლენების შესახებ წერს: „მე ვფიქრობ, ადამიანებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა ვაქცინა, მით უმეტეს, რომ ეს ექსპერიმენტალური ვაქცინებია... მე მაშფოთებს და ვიცი, რომ არსებობს რისკები, ჩვენ არ გვაქვს წვდომა მონაცემებზე, ხოლო მონაცემების რეგისტრირება არ ხდება სათანადოდ მკაცრად, რომ შევაფასოთ ეს რისკები".1
ნობელის პრემიის ლაურიატი ლიუკ მონტენიე აცხადებს: „ვაქცინირებულთა დ.ნ.მ. უკვე შეიცვალა. თქვენ არ უნდა ჩარეულიყავით მასში. ექიმები, რომლებიც ვაქცინებს მხარს უჭერენ, ბრიყვები არიან, არ იციან, რას აკეთებენ".2
ტეხასის ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა სტივენ ჰოტცემ განაცხადა: „მოდერნას მანამდე არასდროს გამოუყენებია მრნმ-ზე დაფუძნებული გენური თერაპია ადამიანებზე იმიტომ, რომ 2000-იან წლებში ცხოველებზე ჩატარებული ყველა ექსპერიმენტი უკიდურესად წარუმატებელი იყო. ეს არის ორგანიზმის გენური თერაპია სინთეტიკური ვექტორული რ.ნ.მ.-ით, რომელიც აღწევს და იწყებს თქვენს უჯრედებში კორონავირუსის პროტეინების გამომუშავებას, რომელზეც შემდეგ თქვენმა ორგანიზმმა იმუნური პასუხი უნდა გამოიმუშავოს".3
ფაქტია, დ.ნ.მ. და რ.ნ.მ. ვაქცინები ქმნიან პირდაპირ საფრთხეს გამოიწვიონ ადამიანის გენომის უკონტროლო ცვლილებები.
თანამედროვე ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები უკვე იძლევა გენოთერაპიული ჩარევის საშუალებას. რ.ნ.მ. ინფორმაციაზე დაფუძნებული ვაქცინების შექმნით ეძლევათ შესაძლებლობა შეცვალონ დნმ-ის მოლეკულა, გენოკოდი, გენოტიპი, სხეულის აღნაგობა და ნეიროსისტემა.
დიახ, გენური ინჟინერიის მეშვეობით, ექსპერიმენტების მეოხებით პოტენციურად შესაძლებელია მომავალი თაობის ფიზიკური და გონებრივი მონაცემების გაუმჯობესება მრავალი განადგურებული ადამიანის ხარჯზე.
ტრანსჰუმანისტები დღეს უკვე ღიად საუბრობენ, რომ ადამიანის ჩანასახის უჯრედული ხაზის პოტენციური სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე მათი კვლევის ნეგატიური შედეგები (Nick Bostrom. Pet spa).
საბოლოოდ მიიღებენ „ხარისხიანი" და „მეორეხარისხიანი" ადამიანის ტიპს, რისი მინიშნებები უკვე გამოკვეთილია - ვაქცინირებულ (პრივილეგირებულ) და არავაქცინირებულ (დასჯილ) ადამიანებზე საუბრისას.
თავად ეს ფაქტიც ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ კოვიდიზმს აქვს იდეოლოგიებისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისება. ხომ ძალიან ჩვეულებრივად და ბუნებრივად ვამბობთ ჩვენ ახლა ჰუმანისტი - ანტიჰუმანისტი, ლიბერალი - ანტილიბერალიო და უკვე შეგვიძლია გავაგრძელოთ: კოვიდისტი - ანტიკოვიდისტი, ეს ზუსტად კოვიდიზმის, როგორც ახალი მსოფლმხედველობის (იდეოლოგიის) კვალიფიკაციაა.
მას (კოვიდიზმს) უდავოდ საზოგადოების ცნობიერების გარდატეხის ფუნქცია აკისრია.
კოვიდიზმი - ევოლუციონიზმის ახალი ფაზაა, რომელმაც ადამიანის ცნობიერების ტრანსფორმაცია უნდა გამოიწვიოს და საზოგადოება საბოლოო იდეოლოგიური მონსტრის - ტრანსჰუმანიზმის მისაღებად შეამზადოს. გაგრძელება იქნება...
1https://apologet.spb.ru/ru/4457.htlm
2http://kaiomenivatos.blogspot.com/2021/07/lucantoinememomtagnier.htlm.
3https://apologet.spb.ru. იქვე.