xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ნიჰილიზმიდან - ზეადამიანამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ნიჰილიზმიდან - ზეადამიანამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
27-12-2021, 16:12  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ნიჰილიზმი - თანამედროვე ეპოქის დემონური ფილოსოფიაა. მან საკმაოდ ძლიერი ფესვები გაიდგა საზოგადოებაში და, თავის მხრივ, კიდევ მრავალ იდეოლოგიას ჩაუყარა საფუძვლები.

   რა არის ნიჰილიზმი? მოკლედ რომ განვმარტოთ, ნიჰილიზმი არის რწმენა იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, არ არსებობს წმინდა ეკლესია, არ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი.

   პრაქტიკულად ნიჰილიზმი ამბობს: არ არსებობს ცოდვა, ყოველივე ნებადართულია, ყველაფერი დასაშვებია! ის ცდილობს აღმოფხვრას ადამიანში უკვდავების გრძნობა, სანამ მთლიანად არ გამოფიტავს მისგან ყოველივე ღვთაებრივს. ნიჰილიზმის ძირითადი ლოზუნგია: საჭიროა მოკვლა ღვთისა! ხოლო ნიჰილიზმის მთავარმა იდეოლოგმა ნიცშემ თავისი ეგოიზმისა და ამპარტავნების მწვერვალიდან გამოაცხადა - ღმერთი მოკვდა!

   ნიჰილიზმმა დარვინიზმისაგან ღვთისა და ზნეობის, მორალის არარსებობის თეორია რომ მიიღო, „ახალი ადამიანის" ფორმირებაზე ალაპარაკდა.

   ამ მიზნის განსახორციელებლად ნიჰილიზმი ორი მიმართულებით მოქმედებდა:

   1) ლიბერალიზმი, რეალიზმი, ვიტალიზმი - ნიჰილიზმის „მოწყალე" ფაზები, სტადიები.

   2) მარქსიზმი, ლენინიზმი, ფაშიზმი - ნგრევის ნიჰილიზმი.



* * *

   

ლიბერალიზმი - XX საუკუნის რევოლუციური იდეაა. ის ე.წ. თავისუფალ სამყაროში დღემდე განაგრძობს არსებობას, თუმცა უფრო დახვეწილი, „დემოკრატიული" ფორმით.

   ლიბერალიზმის სტადია ნაკლებად გამოკვეთილი ნიჰილიზმია. აქ ძველი წესრიგისადმი გარკვეული რწმენა შენარჩუნებულია, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით და ძალით, როგორც ძველად ღვთის წესრიგს ახასიათებდა, არამედ მთლიანად ყალბი და ზედაპირულია.

   მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) წერდა: „ლიბერალის მიერ აღიარებული ღმერთი პიროვნება კი არ არის, არამედ იდეაა... მას არ აინტერესებს ადამიანი, არ ძალუძს სამყაროში მოქმედება (მარტოოდენ მიწიერი „ოპტიმიზმის" შთაგონება შეუძლია). ბევრად სუსტია იმ ადამიანებთან შედარებითაც კი, თავად რომ გამოიგონა".1

   რეალიზმი ლიბერალური ბუნდოვანებისაგან განსხვავებით, სრულიად გასაგები და მარტივი მსოფლმხედველობაა. ის ყველაფრის გამარტივებას ცდილობს, რაც ადამიანს ამაღლებულად მიაჩნდა. ეს არის გონებისა და სულის დაყვანა გაცილებით დაბალ, ანუ „საწყის" საფეხურამდე: მატერიამდე, შეგრძნებამდე, ფიზიკურამდე.

   თუ ლიბერალი გულგრილია ჭეშმარიტების მიმართ, რეალიზმში ეს გულგრილობა მტრობაში გადადის.

   რეალისტისთვის არ არსებობს რაიმე სულიერი, მარადიული... - მისთვის არაფერი არ არსებობს, გარდა იმისა, რაც ხილულია.

   მისი დამხმარე იდეოლოგიებია: „ნატურალიზმი:, „პოზიტივიზმი", „აგნოსტიციზმი", „დეიზმი".

   ვიტალიზმმა ლიბერალიზმისა და რეალიზმის კვალდაკვალ უზენაესი ჭეშმარიტების უგულებელყოფის სურვილი შეითვისა. მღვდელმონაზონი სერაფიმეს (როუზი) თანახმად, ვიტალიზმი იდეოლოგიაა, რომელსაც მატერიალური რეალობის გარდა ყველაფრის დამხობა სურს. ეს იგივე „მიწიერი ბედნიერებისთვის" ბრძოლაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება: „ახალი აზროვნება", „პოზიტიური აზროვნება", „პროგრესიზმი", „აღმოსავლური სიბრძნე"...

   გასულ საუკუნეში ვიტალიზმით გაჩენილმა შფოთმა და მოუსვენრობამ ახლის, პროგრესულის ძიებამ დღეს თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო. გაგრძელება იქნება...




1 მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი). ნიჰილიზმი. თბ. 2016. გვ. 34.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine