xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » დეიზმი, პანთეიზმი, მატერიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
დეიზმი, პანთეიზმი, მატერიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
26-12-2021, 16:54  / ამოსაბეჭდი ვერსია

დეიზმი, პანთეიზმი, მატერიალიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   თანამედროვე ადამიანის ფსიქოტიპაჟის ჩამოყალიბებაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა მსოფლმხედველობებმა შეასრულეს დიდი როლი. ამ ნიშნით ღვთაებრივ წესრიგს განშორებული საზოგადოება შეგვიძლია სამ ძირითად კატეგორიად დავყოთ: დეისტებად, პანთეისტებად და მატერიალისტებად.

   1) დეისტური იდეოლოგიის თანახმად, ღმერთმა შექმნა სამყარო, ე.ი. ვლინდება ღვთაებრივი განგებულება კაცობრიობაზე, მაგრამ, შექმნა რა სამყარო, უარი თქვა თავის უფლებამოსილებაზე და ბუნებრივ დინებას მისცა ის. ძველად ეს იდეა ეპიკურემ გამოთქვა, რომ ღვთაება არ ერევა ადამიანების ცხოვრებაში. შემდეგში ეს მოსაზრება განავრცეს ვოლტერმა, დიდრომ და ჟ. რუსომ.

   დეიზმის მსოფლმხედველობის თანახმად, მეტად მიამიტურად ჟღერდა ქრისტიანული მსოფლხედვა, რომლის თანახმადაც ღმერთი ზრუნავს სამყაროზე, ადამიანზე, ყველა ქმნილებაზე.

   დეიზმის შეუმდგარობა იმთავითვე იკვეთებოდა. ის განაშორებდა ადამიანს ღვთისაგან, ართმევდა შემოქმედს თავის ქმნილებას, ძეს - შვილს ართმევდა. დეისტი ამბობს: „არ არის საჭირო ღვთისადმი ლოცვა, ნურაფერს სთხოვ მას". მათი აზრით, შემოქმედმა ადამიანი ნების ანაბარა მიატოვა.

   ღვთისაგან ადამიანის დაშორებით, დეიზმმა ადამიანს მთავარი წაართვა - ზეციური ნუგეში, ბოროტებასთან ბრძოლაში სულიერი მხარდაჭერა.

   მაგრამ ღმერთი სიყვარულია (1 ინ. 4. 8), ამიტომ მას არ შეუძლია მის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის მიტოვება.

   2) პანთეიზმი - საპირისპირო მოვლენაა. ის აღიარებდა ღვთის ყოფნას სამყაროში, მაგრამ მან ღმერთი ამსოფლიურ ყოფიერებასთან განუყოფელ მთლიანობად წარმოსახა: ღმერთი ამასოფლის ადეკვატური და იმანენტურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ: „რეალური სამყარო სხვა არაფერია თუ არა თვითგანვითარება, თვითგანხორციელება", ანუ ღმერთი გაიგივებულია ბუნებასთან.

   პანთეისტური აბსოლუტი არ არის ღვთაებრივი პიროვნება, არამედ განყენებული, ფარდობითი ცნება, რომელიც შეიძლება გამოდგეს ფილოსოფიური მსჯელობისთვის, მაგრამ ვერ აღძრავს რელიგიურ-ზნეობრივ გრძნობებს ადამიანის სულში.

   მართლმადიდებლობა კი მიმართავს ღმერთს, როგორც ცოცხალ, გონიერ, უზენაეს არსებას, ვის გარეშეც შეუძლებელია ადამიანის რელიგიურ-ზნეობრივი სრულყოფა.

   სწორედ პანთეიზმმა მისცა გასაქანი მატერიალიზმის იდეას.

   3) მატერიალიზმის თანახმად, პანთეისტური აბსოლუტის ადგილს იკავებს მატერია.

   მატერიალიზმი უარყოფს განსხვავების არსებობას სულიერსა და ფიზიკურ მოვლენებს შორის. სულიერი არსებობა დაყვანილია მატერიალურ პროცესებამდე, რომლებიც „გონებრივ სუბსტანციაში" აღესრულება. არსებითად, ადამიანი უმაღლეს ცხოველად მოიაზრება. შედეგად, მატერიალისტის თვალსაზრისით, იგი გონების კვებითი დაუკმაყოფილება, არანორმალური ორგანიზებაა.

   სულიერ სამყაროს დაშორებულმა ადამიანმა, ცხოვრების არსის ძებნა მატერიაში დაიწყო. ამდენად, მატერიალიზმი მატერიისადმი რწმენად უნდა მივიჩნიოთ.

   ცხადია, მატერიალიზმში ადამიანის ზნეობრიობისა თუ უზნეობის საკითხის დაყენებაც კი უადგილოა. აღიარებს რა მარტოოდენ მატერიის რეალობას, არ უშვებს არანაირ სულიერ გამოვლინებას, ამით კიდევ უფრო ცლის, ფიტავს ადამიანს.

   მატერიალიზმი არის შედეგი გაუთავებელი კვლევა-ძიებისა, რასაც ბუნებრივ მეცნიერებათა „გაბრწყინების" ეპოქაში (XVIII-XIX ს.ს.) ჰქონდა ადგილი. ამ ფენომენმა რელიგიებშიც შეაღწია (პროტესტანტიზმში), რამაც რაციონალიზმის იდეოლოგიას გაუხსნა ხელ-ფეხი. გაგრძელება იქნება...

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine