xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვის ჭეშმარიტი არსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვის ჭეშმარიტი არსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
22-12-2021, 16:22  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მომდევნო წინადადება კიდევ უფრო განმაცვიფრებელია:

   „წმინდა მამები ამბობენ: ღმერთი არ არსებობს. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არარსებული არსებაა. ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ ის საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან არსებობს დანარჩენი არსებები. ვერ იტყვი, რომ ღმერთი არსებობს, როგორც ვერ იტყვი, რომ ის არ არსებობს, იმიტომ რომ ის არსებობს (როგორც იქნა - კ. ჯ.). ის არარსებული არსებაა, იმიტომ რომ მისი არსება არ შეიძლება იყოს ზუსტად გააზრებული და აღწერილი".1

   პირველივე წინადადება უმართებულოდაა აგებული. გასაგებია, რომ სხვა რამის თქმა გსურდათ, მაგრამ სურვილი გვიჩნდება გკითხოთ: რომელი წმინდა მამა ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს?

   შემდეგ თქვენ წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს იშველიებთ პირველი წინადადების გასამყარებლად, რომელიც ამბობსო: „ღმერთი არარსებული არსებაა" (несушествуешее сушество).

   აქ გვიჩნდება შემდეგი კითხვები:

   1) რამდენად შესაძლებელია ღმერთს უწოდო „არარსებული არსება"?

   2) ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს სიტყვები წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს?

   რა არის „არსება"? (сушность). ეს არის შინაგანი შინაარსი და სტრუქტურული პრინციპი, რომელზეც დამოკიდებულია თავად საგნის (ჩვენ შემთხვევაში ღმერთის) ყოფიერება, ამავე დროს, მისი (ღმერთის) დამოკიდებულება სხვა საგნებთან (არსებებთან).

   ღირსი იოანე დამასკელი თავის ნაშრომში „ფილოსოფიური თავნი" ამბობს: „არსება (сушность) განისაზღვრება როგორც არსებობა, ყოფიერება. არსებითის პრედიკატორი არის ყოფიერება, ხოლო ყოფიერების შინაარსი - არსება".

   ღმერთის „არარსებულ არსებად" სახელდება, როდესაც ის არსებული და ყოფიერია, არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას.

   ახლა განვიხილოთ, რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლებას. ბევრი ვეძებეთ წმ. მამის შემოქმედებაში (ორტომეულში „Слова преподобного Симеона нового Богослова") თუ რას ამბობდა ამ საკითხის შესახებ და ამოვწერეთ:

   „ღვთის შემეცნების სახეობათაგან პირველია: ღმერთი არ არის ხილული ან გონებისმიერი ყოფიერებათაგანი..."

   „ღვთაება (რამდენადაც შეიძლება გამოთქვას ადამიანმა) არის ერთიანი არსება და ბუნება, ზეარსებული და ზებუნებრივი, სამი ჰიპოსტასი..."

   „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ძიება ცოდნისა, თუ რაგვარია ღმერთი, არა თუ კადნიერი, არამედ უსაფუძვლო და უგუნური ქმედებაა"...2

   ჩვენ ვერსად ვიპოვეთ წმინდანის სწავლებაში, რომ „ღმერთი არარსებული არსებაა". აქ, ადამიანის მიერ ღვთის დატევნაზეა საუბარი. რამდენად შეუძლია შეიმეცნოს, დაიტიოს ადამიანმა ცოდნა ღვთის შესახებ.

   ჩვენ მხოლოდ იმდენი შეგვიძლია ვიცოდეთ ღვთის შესახებ, რამდენიც თავად განგვიცხადა წმ. წერილში, მის ღვთაებრივ სწავლებაში, დანარჩენის ძიება ნამდვილად „უგუნურებაა". მაგრამ რაც წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის სახით გადმოცემულია, მისი ცოდნა ჩვენი მოვალეობაა.

   წმ. დიონისე არიოპაგელი თავის წიგნში „О Божественных Именах" საუბრობს, რომ ღმერთი თავისი მიუწვდომელი ღვთაებრივი ბუნებით, არსით შეუძლებელია სახელით გამოხატო; ღვთის სახელები მისი თვისებებისა და მოქმედებების გამომხატველია. ეს გარემოება არანაირად არ აკნინებს და არ ზღუდავს მის ღვთაებრიობას, არამედ პირიქით - კეთილმორწმუნეობით ღმერთის სიდიადის გამომხატველია. წმ. დიონისე არიოპაგელი წერს:

   „წმიდა წერილში ყველა ღვთის საკადრისი ღვთაებრივი სახელწოდებით განიდიდება არა ნაწილობრივი, არამედ მთლიანი ყოვლისმომცველი სრული ღვთაება. ყველა ეს სახელი განუყრელად, განუცალკავებლად და მთლიანად მიესადაგება ღვთის ყოვლადსრულ ბუნებას".3

   თქვენს ქადაგებებში, მეუფე, გსურთ დააფიქსიროთ აზრი, თითქოს ჩვენი გამოცდილება ღერთის შემეცნების შესახებ ყოველგვარი გამოხატულების მიღმაა, ამიტომ აქცენტი მხოლოდ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობაზე გაქვთ გამახვილებული, ხოლო ჭეშმარიტი სწავლება დაკნინებული. ამან კი მორიგ შეცდომებამდე მიგიყვანათ. გაგრძელება იქნება...





1 იქვე, Величайший опыт, который может иметь человек.

2 Слова преподобного Симеона нового Богослова. Слов. 30. Стр. 370-372. Нам надлежит знать, что есть Бог, но что он есть, того не должно допытываться.

3 Диониский Ареопагит. Св. о Божественных именах.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine