„ქორწინება ქალწულებაზე უმდაბლესია, თუმცა ქალწულება ქორწინებისაგან წარმოიშობა"
* * *
„ქალწულება სულს ზეციური სიძის - ქრისტეს სასძლოს, მის სხეულს კი სულიწმიდის ტაძრად აქცევს" (1 კორ. 3, 16-17; 6, 19)
* * *
„ქალწულნი თავისუფალნი არიან ღვთის მსჯავრისაგან დედაკაცის მიმართ" (დაბ. 3, 16)
* * *
„ქალწული ევასთვის განკუთვნილ სასჯელზე მაღლა დგას"
* * *
„კარგია ქალწულებრივი ცხოვრება; მაგრამ თუ იგი ამქვეყნიურსა და მიწიერს მიეცემა, მაშინ ქორწინებაზე უარესია"
* * *
„რამდენადაც ქალწულება ქორწინებაზე აღმატებულია, იმდენად შეურყვნელი ქორწინება აღმატებულია საეჭვო ქალწულებაზე"
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი