გასული საუკუნის მსოფლიო ჰუმანიზმის ერთ-ერთმა გამოჩენილმა ბიოლოგ-არქიტექტორმა ჯულიან ჰაქსლიმ „გაეროს" გენერალური დირექტორობის პერიოდში თავის პროგრამა ჩამოაყალიბა, რომელშიც შემდეგი მიზანი დაისახა: „იუნესკოს ერთობლივი ფილოსოფია, როგორც წარმოგვიდგენია, მსოფლიო ჰუმანიზმი უნდა იყოს, ყოვლისმომცველი და ევოლუციური თავის საფუძველში. ფართო გაგებით, ევოლუცია ნიშნავს ყველა ისტორიული პროცესის შეცვლასა და განვითარებას. ის შეიძლება სამ სექტორად დავყოთ: არაორგანული, ანუ უსიცოცხლო, ორგანული, ანუ ბიოლოგიური, და სოციალური, ანუ კაცობრივი".
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის გონება უშუალო კავშირშია ტვინის ზომებთან, აქედან გამომდინარე თავის ზომებთანაც. 1860 წელს ფ.გალტონმა, დარვინის ბიძაშვილმა, რაოდენობრივად შეაფასა ადამიანის ნატურა.
ფრანგი ალფრედ ბინე ინტელექტის რიცხობრივ შეფასებას შეუდგა, რის შედეგადაც 1908 წელს გონებრივი შესაძლებლობის კოეფიციენტის კონცეფცია გაჩნდა. დღეს ის „Tect IQ” სახელწოდებითაა ცნობილი. და რადგან ინტელექტი განისაზღვრება რასით, მაშასადამე, ნაციის ერთიანი ინტელექტი შეიძლება გაუმჯობესდეს თუ გენეტიკური პროცესიდან გამოვრიცხავთ მათ, ვისაც ინტელექტის დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდება. მარგარეტ ზანგერი კი ამას ასე აყალიბებდა: „გამოკვლეულ მამაკაცთა 48,3%-ის ინტელექტი თორმეტი წლის ბავშვის დონეზეა, ანუ ისინი გონებასუსტნი არიან". მიღებულ შედეგს იგი ამერიკის მთელ მოსახლეობაზე ავრცელებდა და ადამიანური ჯიშის გაუმჯობესებაზე მზრუნველს შემდეგი „ჰუმანური" დასკვნები გამოჰქონდა: „45 მილიონ ადამიანს, ე.ი. მოსახლეობის თითქმის ნახევარს, ინტელექტი ნორმალურ მდგომარეობამდე არასდროს აუმაღლდება. ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ გონებასუსტთა განცალკევებას და ისინი აგრძელებენ გამრავლებას, მხოლოდ ჩვენს უგუნურებასა და უბადრუკ გულჩვილობას ადასტურებს".
მრავლისმთქმელი სათაურის მქონე წიგნში - „ცივილიზაციის შემობრუნების წერტილი" - ზანგერმა აღწერა, თუ როგორი იქნება სამყარო „არასრულფასოვანთაგან" საზოგადოების გაცხრილვის შემდეგ. მისი აზრით, დანარჩენები სექსუალური ენერგიის გამოთავისუფლების ხარჯზე „ჭეშმარიტად ამქვეყნიურ სამოთხეს შექმნიან". სექს-ენერგიისა და მეცნიერული მიდგომის ერთიანობით შეიქმნება „გენიოსთა რასა", კაცობრიობა გათავისუფლდება ისეთი ყალბი ფასეულობებისაგან, როგორიცაა „ველური, უტოპიური ოცნება საყოველთაო ძმობაზე, გამრყვნელი გულჩვილობა და რელიგიურობა". ახალი სამყარო „აშენდება მეცნიერული ფაქტების მყარ საფუძველზე". სექსით კაცობრიობა მიაღწევს დიდ სულიერ გაბრწყინებას, რომელიც გარდაქმნის სამყაროს და გვიჩვენებს ამქვეყნიური სამოთხისაკენ მომავალ ერთადერთ გზას". ამ ახალ სამყაროში ადამიანები მიხვდებიან, რომ ბედნიერების ერთადერთი წყარო თვით მათშია - ეს არის მათი სექსუალური ენერგია. ისინი საკუთარ თავში გამონახავენ საიმისო ძალას, რომ ამაყად გაემიჯნონ იმათ, ვისაც თამამად დაარქმევენ „ბიოლოგიურ და რასობრივ შეცდომებს". ის, ვინც „ბიოლოგიურად უვარგისი" ქალის დაუბადებელი ჩვილის დაცვას შეეცდება, ყეყეჩად შეირაცხება და გაიკიცხება, რადგან „არასრულფასოვნები" უნდა განადგურდნენ, ცოცხლად დარჩენილი „ჯანსაღნი" კი გააცნობიერებენ საკუთარ სექსუალურ ძალას და მას ხშირად გამოიყენებენ. კაცობრიობა მხოლოდ ასე „გაკეთილშობილდება და მიაღწევს უკვდავებას, ამოხსნის მარადიული ცხოვრების საიდუმლოს... თანდათან ჩაკვდება ძველი, ტრადიციული მორალი, რომელიც განსჯიდა უწესო სქესობრივ კავშირებს და მეძავეობას, რადგან ეს მორალი სახიფათოა როგორც ცალკეული პიროვნებებისათვის, ისე მთლიანად საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის. ძველიდან ახალზე გადასვლის ეს პროცესი ისევე, როგორც ნებისმიერი საფუძვლიანი ცვლილება, უთვალავ განსაცდელს უკავშირდება, მაგრამ ამ რევოლუციას ვერაფერი შეაჩერებს".- ყოველივე ამის შედეგი იყო ის, რომ 1937 და 1938 წლებში ამერიკის ოცდაათმა შტატმა სტერილიზაციის კანონი მიიღო.
ნახევარი საუკუნის შემდეგ სუტუაცია ნაკლებად შეიცვალა.დღეს აბორტი, როგორც შობადობის კონტროლის მეთოდი კანონითაა დაშვებული. თუმცა, უფრო მართებული იქნება მას სიკვდილიანობის კონტროლის საშუალება ვუწოდოთ.
თავისი იდეები, ადამიანური რასის თანმიმდევრული განვითარების შესახებ გალტონმა უშუალოდ დარვინის ევოლუციაზე დააფუძვნა. ადამიანის ევოლუციური კანონი ასეთია: უმდაბლესი გონებრივი დონის არსებები უმაღლესი გონებრივი დონის არსებათა მსახურნი ხდებიან. ე.ი. გალტონის კანონებით ხელმძღვანელობის შემთხვევაში ჩვენ ადამიანის ევოლუციის კონტროლირება და თვით ზერასის ჩამოყალიბება შეგვეძლება.
არსებობს მყარი კავშირი ევოლუციურ თეორიასა და გერმანული ფიურერის მიზნებს შორის. ჰიტლერის წიგნის „მაინ კამჰ"-ის მკვლევარები გვიდასტურებენ, რომ ჰიტლერის შეხედულებების ძირითადი წყარო სწორედ დარვინის ევოლუცია იყო.
1933 წელს ნაცისტური პარტიის გერმანისს სათავეში მოსვლისა და ჰიტლერის კანცლერად არჩევის შემდეგ „დააკანონეს არა მხოლოდ აბორტი და ევთანაზია, არამედ იძულებითი სტერილიზაცია და ეს „რასის დამაბინძურებელთა" უმცირეს ორ მილიონ ადამიანზე განახორციელეს.
ჰიმანიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება უზნეობაა. მიჩნეულია, რომ ევოლუციის პერიოდში ადამიანმა უზნეობიდან ზნეობრივი განვითარების გზა გაიარა. მაგრამ რეალობაში ჩვენ საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე: რადგან ღმერთი არ არსებობს(ამბობს ჰუმანისტი), ზნეობრივი პრინციპებიც შესაძლოა შეიცვალოს სიტუაციისდა მიხედვით. ჰუმანისტს სწამს, რომ ადამიანი თავისუფალია და თავად შეუძლია განაგოს თავისი ცხოვრება. „ჰუმანისტის ძირითად საზრუნავად ყოველთვის ითვლებოდა ამქვეყნად ბედნიერების მიღწევა და არა სადღაც ფანტასტიურ ქვეყანაში, საფლავის მიღმა"(ლამონტი, 1977წ).
ამიტომ გასაგებია, რომ ჰუმანისტური მოძრაობა სასიცოცხლო მნიშვნელობას ადამიანის სექსუალური შეზღუდვებისაგან „გათავისუფლებას, ანიჭებდა. მაგალითად შვეციაში სისხლის აღრევის ამკრძალველი კანონები ნაკლებად მკაცრი გახდა. რამაც მეხუთე მცნების დარღვევის ნება დართო მოსახლეობას. ხოლო ინფორმაციის მასობრივი საშუალებები მეშვიდე მცნების დარღვევისაკენ უბიძგებენ ხალხს. უკანასკნელ წლებში ლიბერალმა პედაგოგებმა, სკოლებში სექსუალური განათლების შემოღების მიზნით, თავიანთი შესაძლებლობები გააერთიანეს.
ჰუმანიზმის საბოლოო მიზანი ერთიანი მსოფლიო მმართველობის ჩამოყალიბებაა - რასაკვირველია ჰუმანისტური ელიტის მეთაურობით. ჰუმანისტური იდეალი გულისხმობს ნაციონალური სახელმწიფოებრიობის გაქარწყლებასა და ზესახელმწიფოსადმი მორჩილებას.
ახლახან გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც იუნესკოს მოღვაწეობის პრინციპებს ნათლად გამოხატავდა.
მისი პოლიტიკური კონცეფციის დასკვნა ამგვარია: „სხვადასხვა ტრადიციების ერთიან ინფორმაციულ ფონდში გაერთიანება აუცილებელი მოთხოვნილებაა ადამიანის ევოლუციური პროგრესირებისათვის".
ნაციონალურ-სუვერენული იდეების აღმოფხვრის მისწრაფების სურვილი იუნესკოს პუბლიკაციებში აშკარად იკვეთება: „სკოლებში ცამეტ წლამდე ბავშვებთან: სანამ ბავშვი ნაციონალისტური იდეებით იკვებება, მსოფლიო მენტალიტეტური სულისკვეთებით განათლება საეჭვო შედეგებს მოგვცემს.სწორედ ოჯახი წამლავს ბავშვს უკიდურესი ნაციონალიზმით. ამიტომ, სკოლამ უნდა გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება ოჯახური წესჩვეულებების გადასალახავად".
და ბოლოს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ აყალიბებს ჩვენს აზრებსა და წარმოდგენებს ჟურნალ-გაზეთებიდან, რადიოტელევიზიიდან მიღებული ინფორმაცია.
უკანასკნელ ათწლეულში ინფორმაციის მასობრივი საშუალებები ერთიან მოსაზრებამდე - ჰუმანიზმამდე მივიდნენ. მოქმედებს ცენზურა, რომელიც მკაცრად ზღუდავს ყოველივე ახალს, რაც ევოლუციურ თეორიას ეწინააღმდეგება. ჰუმანისტურ მანიფესტში ნათქვამია: „ჩვენ უნდა გავაფათოვით კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სისტემები საზღვრებს გარეთ... მსოფლიოში ყველა კარი ღია უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკური, იდეოლოგიური და ზნეობრივი შეხედულებებისათვის. უნდა შემუშავდეს ერთიანი მსოფლიო სისტემა ტელევიზიის, რადიოსა და განათლების სისტემებისათვის". 1980 წელს ბელგრადში იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სფეროებისთვის ახალი მსოფლიო წესრიგის ახალი რეზოლუცია შეიმუშავეს.
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ