„ხელმძღვანელთა ვალი გადარჩენაა და არა - დაღუპვა"
* * *
„ცუდი და უაზროა ადამიანებზე მბრძანებლობა, როცა თვითონ ვნებებისგან ხარ შეპყრობილი"
* * *
„ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო, შემდეგ კი - სხვებისა"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„მბრძანებელო! გსურს, მოიპოვო დიდება? მაშ, ჯერ შენი ხელისუფლების კანონებს დაემორჩილე"
* * *
„რაც უფრო დიდია ჩვენი მაგალითის გავლენა სხვებზე, მით უარესი დაგვემართება საკუთარი ცოდვების გამო"
* * *
„მიწაზე მარლმსაჯულების აღმასრულებელს თვითონ უნდა ეშინოდეს - ზეცაში ღვთის მართლმსაჯულებისა"
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * *
„თქვენს ხელქვეითებს ისე მოექეცით, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი უფროსი მოგქცეოდათ"
* * *
„ისეთი იყავი მომსახურეებთან, როგორიც გინდა, რომ იყოს უფალი შენს მიმართ"
ამბა დოროთე