xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ურთიერთობის კულტურა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ურთიერთობის კულტურა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
11-04-2016, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 
   რელიგიური ზნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ურთიერ-თობის კულტურა წარმოადგენს. ეს სხვისი მშვიდად მოსმენის უნარია მაშინაც კი, როცა მისი აზრი არ ემთხვევა შენსას, ან უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება კიდეც მას. ადამიანის სულში დავანებული ღვთიური მადლი მისთვის შეუძლებელს ხდის შეურაცხყოს ან დაამციროს მოყვასი. ეთიკა ურთიერთპატივისცემაში ვლინდება. სიტყვა კულ-ტურა წარმოიშვა სიტყვიდან „კულტი", რაც ნიშნავს „პატივს ვცემ" და „თაყვანს ვცემ". მოცემულ შემთხვევაში მაღალი კულტურის დონე, მათ შორის სულიერი კულტურისაც, მდგომარეობს უნარში ყოველ ადამიანში ხედავდე ხატებას და მსგავსებას ღვთისას - პიროვნებას, რომელსაც საკუთარი მსოფლმხედველობა, საკუთარი ზნეობრივი კრიტერიუმები, საკუთარი სულიერი სამყარო აქვს.
   როცა ორი ადამიანი რელიგიაზე საუბრობს და მათი მსოფლმხედ-ველობა ერთმანეთს არ ემთხვევა, საუბარმა ჭეშმარიტების ერთო-ბლივი ძიების ფორმა უნდა მიიღოს. თავიდანვე გაერკვნენ რაში ემთხვევა მათი შეხედულებები და რაში ვერ თანხმდებიან. შემდეგ ჭეშმარიტების საერთო კრიტერიუმი იპოვონ და მშვიდად გადახედონ გაუგებრობის მიზეზს, კითხვებს, პრობლემებს; პუნქტობრივად, ამ პლატფორმიდან ჩამოუსვლელად. ამგვარი პლატფორმა კი შეიძლება იყოს მთელი ეკლესიური სწავლება, ბიბლიური ტექსტი ან მხოლოდ ახალი აღთქმა. თუკი რელიგიური მრწამსი ბიბლიის ცალკეულ წიგნებს, ვედებს ან ყურანს ეყრდნობა, მაშინ საჭიროა გამოვიკვლიოთ ჭეშმარიტების ძირითადი ნიშნები, რასაც, ცხადია, უნდა ემსახუ-რებოდეს ტექსტის შინაგანი არაწინააღმდეგობრიობა, უმაღლესი მოძღვრება ღვთაების შესახებ და ამ მოძღვრების შესაბამისი მორალი; საჭიროა ამ წიგნების შექმნის ისტორიის განხილვა და ა.შ.
   იმისთვის, რომ სათანადოდ მივუგოთ თანამოსაუბრეს, საჭიროა მისი მშვიდად მოსმენა შეგვეძლოს, გავიგოთ რა სურს, გამოვარკვიოთ მისი მსოფლმხედველობის ძირითადი დებულება. შემდეგ ვკითხოთ, სწორად გავუგეთ თუ არა მას, და ხომ არ მივაწერთ ისეთ რამეს რაც არ უფიქრია და სულაც არ სურდა ეთქვა. ხოლო თუ იგი დაგვეთანხმება, რომ სწორად გავუგეთ, მაშინ დასაწყისშივე აღვნიშნოთ რაში ვეთანხმებით მას და რას ვიწონებთ მის პოზიციაში.
   ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არის მარ-თალი. (ღირსმა მაკარი ეგვიპტელმა შრომისმოყვარეობისათვის შეაქო კერპთაყვანისმცემელთა ქურუმი, რომელსაც სადღაც საკუთარი მხრებით მძიმე მორი მიჰქონდა. დაახლოების წერტილთა აღნიშვნით, ანუ გარკვეული ფსიქოლოგიური კავშირის შექმნით, როცა თანა-მოსაუბრე აღგვიქვამს არა როგორც მოწინააღმდეგეს, არამედ, როგორც მეგობრულად განწყობილ პირს, რომელიც ისწრაფვის გაუგოს მას, საჭიროა ძალზე კორექტულად შევეხოთ უთანხმოებათა პუნქტებს და შევთავაზოთ ერთად გადავხედოთ პირველწყაროებს.
   დიდი ეთიკური და ფსიქოლოგიური შეცდომაა დამამტკიცებელ სა-ბუთებზე ადრე განსაზღვრო აპრიორი, როცა მტკიცებულებათა ადგილს იჭერს საკუთარი ავტორიტეტი, რაც სულაც არ სიამოვნებს სხვებს. ამიტომ თანამოსაუბრემ თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნა, ხოლო თუ მას ეს უძნელდება, დაჟინება საჭირო არ არის: ადამიანი შემდგომში თვითონვე დაუბრუნდება იმავე პრობლემებს. ხოლო როცა ყველაზე შეურყეველი ფაქტების ზემოქმედებით ოპონენტი იძუ-ლებულია დაგვეთანხმოს ისე, როგორც ტურნირის დროს უნაგირიდან გადმოვარდნილი, მაშინ ამგვარი თანხმობა ჩვეულებრივ არამყარია და იგი დამარცხებისათვის რევანშის აღებას მოისურვებს, შეეცდება იპოვოს (საუბრის შემდგომ) ახალი საბუთები და ფაქტები ჩვენი მოსაზრების გასაბათილებლად. სოკრატეს ძალა არა მხოლოდ ჭკუაში, არამედ მის მეთოდშიც მდგომარეობდა. ის არ საუბრობდა მოსაუბრის ნაცვლად, თავისუფლებას აძლევდა საკუთარი დასკვნების გასაკეთე-ბლად, მისახვედრ კითხვებს სვამდა და შესაბამისი მაგალითები მოჰყავდა.
   თანამოსაუბრის კრიტიკული შენიშვნები მშვიდად უნდა მივიღოთ და თუ ისინი სამართლიანია, მაშინვე უნდა დავეთანხმოთ მათ.
   საუბარი უაზრო ხდება, თუკი დავუშვებთ, რომ იგი ჩხუბში, თავი-სებურ სიტყვიერ ორთაბრძოლაში გადაიზარდოს, სადაც ერთმანეთს უსარგებლო დარტყმებს მივაყენებთ. მაშინ დიალოგი ორ მონოლოგად გადაიქცევა - როცა ყველა საუბრობს ისე, რომ არ უსმენს მეორეს, ხოლო თუ უსმენს, ერთადერთი განწყობით: რადაც არ უნდა დაუჯდეს, გააბათილოს იგი.
   ადამიანის სულიერ და ზნეობრივ განუვითარებლობას მოწმობს საუ-ბრისას მისი არასწორი პოზიცია ან უბრალოდ „პოზა".

   1. „მასწავლებლის" პოზა - ადამიანი სხვას უპირატესობის გრძნობით ესაუბრება. მას არ ეეჭვება, რომ მოსაუბრეებზე მეტი იცის, რომ მათზე ჭკვიანია, რომ სხვაზე უკეთ იცის, რა სჭირდება ადამიანს. მას ეჩვენება, რომ მისი მოვალეობაა ასწავლოს, სხვებისა - ისწავლონ. ასეთი ადამიანები საოცარი თავდაჯერებით საუბრობენ და ვერ გრძნობენ, რომ აპლომბი, რომელიც მათ სიტყვებში ჟღერს, მოსაუბრის გულს უფრო აშორებს მათგან.
   2. „პროკურორის" პოზა - ადამიანი სხვისი ბედ-იღბლის უმაღლეს ინსტანციად მიიჩნევს თავს. იგი გამუდმებით მიუთითებს მოსაუბრის ნაკლოვანებებს, წინააღმდეგობრიობაში იჭერს მას, როგორც ქურდს, რომელიც სხვის ჯიბეში ჩაძვრა. ამხელს, უწყრება და „განაჩენი" გამოაქვს ისე, რომ სრულებით ვერ გრძნობს ამის უფლება თუ არა აქვს. იგი თვლის, რომ საბრალო ცოდვილი მისი მადლიერი უნდა იყოს ზნეობრივი სწავლა-დარიგებისათვის. სხვათა გამოსწორების სურვი-ლი ხშირად კანის მტანჯველი დაავადებით გამოწვეული გაუსაძლისი ქავილის ხასიათს იძენს.
   3. „ყოვლისმცოდნისა" და „მრჩევლის" პოზა - ადამიანი მზადაა ყვე-ლა ცხოვრებისეული შემთხვევისათვის მოგვცეს რჩევა და „რეცეპტი". ხშირად ესენი ახლობელი ადამიანები არიან, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და ცოტა იციან და კიდევ უფრო ცოტას ფიქრობენ. ისინი მზად არიან რჩევების მოსაცემად, რადგან ვერ გრძნობენ პასუ-ხისმგებლობას საკუთარი სიტყვების გამო. ეს ადამიანები სხვის საქმეებში ერევიან, ხელს უშლიან სრულიად დარწმუნებულნი იმაში, რომ დიდ სამსახურს უწევენ მათ. ამასთან, თვითონ არასოდეს იღებენ სხვის რჩევას და როცა მათი საქმეები წარუმატებლად მთავრდება (ეს კი ხშირად ხდება), ყველას აბრალებენ საკუთარი თავის გარდა.
   4. „უფროსის" პოზა - ადამიანი ისე ლაპარაკობს, თითქოს ხელქვეი-თებს მითითებას აძლევდეს. მისი სურვილია პატარა „მეფუკა" იყოს ოჯახში, მეგობართა წრეში ან უბრალოდ თანამოსაუბრესთან. ამგვარი ადამიანები ვერ იტანენ წინააღმდეგობას, საკუთარი პერსონის თაყვა-ნისცემა და სხვათა უპატივცემულობა ახასიათებთ. ისინი უსირცხ-ვილოდ იქებენ თავს და ხშირად არარსებულ საკუთარ სათნოებებზე ყვებიან. ერთსა და იმავე ფრაზას რამდენჯერმე იმეორებენ, რათა მოსაუბრის მეხსიერებაში აღბეჭდონ იგი. სხვებისადმი უგულობასა და უმადურობას ავლენენ. მათ მგონი გულწრფელად სჯერათ, რომ იმავე ჰაერით სუნთქვა, რითაც თვითონ სუნთქავენ სხვათათვის დიდი ბედნიერებაა. მოსაუბრეს არ უსმენენ, შეუძლიათ შეაწყვეტინონ კითხვით, რომელიც საქმეს საერთოდ არ ეხება.
   მე ამ რამდენიმე ფსიქოლოგიურ ტიპს იმიტომ შევეხე, რომ ხშირად ჩვენ თვითონაც ვერ ვაკონტროლებთ თავს და იმავეს ვაკეთებთ. ამიტომ საუბრისას აუცილებელია გვახსოვდეს როგორები არ უნდა ვიყოთ და რა არ უნდა ვაკეთოთ. მედიდურობას ძალუძს ყველა ფსიქოლოგიური ხიდი მოსპოს თანამოსაუბრეთა შორის და ორ მტრულ ბანაკად გაყოს ისინი.
  ადამიანი კორექტული უნდა იყოს, მით უფრო რელიგიურ თემაზე საუბრისას. ჩვენი მოშურნეობა ღვთის განსადიდებლად ცხოვრებაში ღვთისავე ნების, ანუ ღვთის მცნებათა აღსრულების მეშვეობით უნდა გამოიხატოს და არა მოუთმენლობით სხვაგვარად მოაზროვნეთა და სხვა რელიგიის აღმსარებელთა მიმართ. უხეშობა ხშირად სისუსტესა და არგუმენტთა არქონას ფარავს, ხოლო სიამაყე და ქედმაღლობა - დაბალ ინტელექტუალურ დონეს. ერთი ინგლისური ანდაზა ამბობს, რომ თავის ქალაში არსებულ სიცარიელეს მედიდურობა ავსებს.
  თუკი თანამოსაუბრის მიზეზით საუბარი არაკორექტულ ხასიათს იძენს, შევნიშნოთ, რომ სერიოზულ საკითხებზე სერიოზული სა-უბარია საჭირო, ხოლო თუ შენიშვნას არ მიიღებენ, უარი ვთქვათ საუბარზე, რადგან არაკორექტულობა ამგვარ შემთხვევაში ხშირად უხამსობაში გადადის და შეიძლება წყენითა და განხეთქილებით დასრულდეს.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine