ქრისტეშობის დღესასწაულის შემდგომ ეკლესია იხსენიებს მართალ იოსებს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დამწინდველს. წმიდა იოსებ დამწინდველი დავით მეფის ჩამომავალი იყო. პირველი ქორწინებიდან მას ოთხი ძე და ორი ასული ჰყავდა. დაქვრივების შემდეგ წმიდანი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ქალწულების აღთქმა დადო, მღვდელმთავრებმა მისი მეურვეობა ოთხმოცი წლის იოსებს მიანდეს. ნეტარს ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო. იგი შეიქნა მოწმე მწყემსებისა და მოგვების მიერ ახალშობილი მესიის თაყვანისცემისა. ღვთისმშობელი და ჩვილი მაცხოვარი ჰეროდეს რისხვისთვის რომ განერიდებინა, წმიდანი, ანგელოზის მინიშნებით, მათთან ერთად გაიქცა ეგვიპტეში, აქ კი ხუროს შრომით არჩენდა ყოვლადწმიდა დედას და მის ღვთაებრივ ძეს. ბოლოს, ასი წლის ასაკში, იოსებ დამწინდველმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (ეკლესია მას მეორეჯერაც იხსენიებს - მამამთავართა კვირიაკეს).
Xareba.net - ის რედაქცია