წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ქრისტე სულით შთავიდა ჯოჯოხეთში და დაბრუნდა მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული, აღმოიყვანა რა იქ (ჯოჯოხეთში) მყოფი მართლები და მისი მორწმუნენი.
მავანნი ამბობენ, რომ ესესხებიან უფლის ჯოჯოხეთში შთასვლის საიდუმლოს, როცა ნოეს დღიდან იქ, საპყრობილეში მყოფმა სულებმა მოისმინეს მაცხოვნებელი სახარება. ვისთვისაც წარღვნის წყლები შეიქმნა რწმენისა და სინანულის ნათლისღება, იმ სულებს აღმოაჩნდათ ქადაგების მიღება-გაზიარების უნარი და ასე ცხონდნენ. თუმცა ხილულად გადარჩენა მხოლოდ ნოეს ოჯახმა შეძლოო.
ჯერ ერთი: ჯოჯოხეთში უფალი შთავიდა არა მხოლოდ ნოეს, არამედ ადამის დროიდან მყოფ სულებთან. სად გაქრა წარღვნამდელი სამყარო?
მათ რაღაც უცნაურად ესმით მაცხოვრის ქადაგება ჯოჯოხეთში, მოყავთ რა წმ. იოანე დამასკელის სიტყვა.1 წავიკითხე ეს სიტყვა და უმალ დავინახე მასში სულ სხვა შინაარსი - არა ისეთი როგორიც მათ ესმით.
„როგორც დედამიწაზე მყოფთ უქადაგა მაცხოვარმა მშვიდობა, ტყვეთა - ხსნა, ბრმათა - აღხილვა, და მორწმუნეთათვის გახდა მიზეზი მარადიული ცხონებისა, ხოლო ურწმუნოთათვის - ურწმუნოების მამხილებელი, ამისვე მსგავსად უქადაგა ჯოჯოხეთში მყოფთაც.... და ამგვარად, განხსნა რა ისინი, რომლებიც საუკუნითგან იყვნენ პყრობილნი, იგი (ქრისტე) უკმოიქცა - სიკვდილიდან ცხოვრებად, დაგვიგო რა გზა აღდგომისაკენ".
ეს სიტყვები სულაც არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს უფალი იქაც (ჯოჯოხეთში) იმგვარად ქადაგებს, როგორც დედამიწაზე, არა. ქადაგება მდგომარეობდა შემდეგში: ვინც უკვე ამქვეყნად ელოდა მესიას და მასში ხედავდა ხსნას, წმ. ირინეოს ლიონელის სიტყვით: „ქრისტე შთავიდა იმ ქვეყნებში (страны), მიწისქვეშეთში მყოფებთან და ახარა ცოდვათა მიტევება მის მორწმუნეთ. ხოლო მისი სწამდათ მათ, ვინც სასოებდა მას, ე.ი. რომელთაც იწინასწარმეტყველეს (предвозвестили) მისი მოსვლა და ემორჩილებოდნენ მის განკარგულებებს (распоряжениям), მართლებს და პატრიარქებს და წინასწარმეტყველებს, რომებსაც როგორც ჩვენ, მიუტევა ცოდვები".2
ქადაგებაში იგულისხმება არა ის რომ უფალმა იქ (ჯოჯოხეთში) გაუმხილა ადამიანებს ცხონების საიდუმლო, და ზოგმა ირწმუნა ზოგმა კი არა, არამედ ის რომ რომელთაც უკვე ამ ცხოვრებაში სწამდათ და ელოდნენ მათ განეცხადათ მათი სასოება და ეხარათ აღსრულებული გამოხსნა. წმ. ეფრემ ასურის სიტყვით უფალი ჯოჯოხეთში „ქადაგებს: ეს მე ვარ" (თ.3 გვ.686).
სწორედ, ამაზე საუბრობს წმ იოანე დამასკელიც, რომ როგორც ამყვეყნად მყოფ მორწმუნეთათვის მაცხოვარი გახდა ცხონების მიზეზი ხოლო ვინც არ ირწმუნა მათთვის ურწმუნოების მამხილებელი, „ასევე და მსგავსად უქადაგა ჯოჯოხეთში მყოფთაც" - ე.ი. იქაც, რომელთაც ირწმუნეს ამ ცხოვრებაში, იქ ეუწყათ ტყვეობიდან გამოხსნა, მაგრამ მხოლოდ მათ, რომელნიც წმ. ათანასე ალექსანდრიელის სიტყვით: „ თავისი მადლით დაიცვა მათი ხორცში ცხოვრების დროს სარწმუნოებაში და კეთილკრძალულებაში.3
ყოვლად დაუშვებელია თქმა იმისა, თითქოს წარღვნის წყლები რწმენისა და ნათლისღების სინანულის წყლებად ექცა ვინმეს. წარღვნის წყლები მხოლოდ სახეა ნათლისღებისა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავისთვის გამხდარა ეს წყლები ნათლისღებად ცოდვათა მიტევების თვალსაზრისით. წარღვნის წყლებს სხვა გაგებით უწოდებენ ნათლისღებას - როგორც სამყაროს ცოდვისაგან განწმენდელი, ვინაიდან მხოლოდ მათ ტოვებს ცოცხლად, ვინც დარჩა ზიარი ღმრთის რწმენაში. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „ნოეს დროს ღმერთმა წყლით ჩაძირა მსოფლიო ცოდვა".4 წარღვნის ჟამს ყველა დაიღუპა, გარდა წმ. ნოესი და მისი ოჯახისა, რომელიც ასევე მართლის ლოცვით გადარჩა. თუმცა, ვინც კიდობანში აღმოჩნდა, პირდაპირი გაგებით ყველა როდი გადარჩა, როგორც შემდგომი ისტორიიდან ჩანს - ქამი ფრიად უღირსი პიროვნება აღმოჩნდა.
ამრიგად, წარღვნის წყლები მხოლოდ სახეა ნათლისღებისა. როგორ შეიძლება ის სინამდვილეში ყოფილიყო ნათლისღება? თავად წყლით ნათლისთება განცხადდა მხოლოდ უფლის განკაცების შემდეგ, და ახლაც თავად წყალში ჩაძირვა არავისთვის გახდება ნათლისღება (თუ ეს არ განხორციელდება ქრისტეს სახელით). იქვე წმ. იოანე დამასკელი ამასაც ამბობს: „იყო ნათელღებული ქრისტეს მიერ, ნიშნავს შთაეფლა წყალში მისდამი რწმენით". ცხადია, ვინც არ ირწმუნა ნოესი, ვინც არ აღასრულა ღმრთის ნება და არ შეისმინეს გაფრთხილება, როდესაც დაიწყო სასჯელის აღსრულება, უმძიმესი იმედგაცრუება იგემეს თავიანთი ურწმუნოების გამო. მაგრამ მათი ეს იძულებითი სინანული ვერ გახდებოდა სარწმუნოებრივი სინანულის მსგავსი. მორწმუნე გულის სინანული და გაცხადებული ცდომილების წინაშე დანანება არ არის ერთი და იგივე. ვინაიდან რწმენაც სხვადასხვაგვარია. „ეშმაკთაც სწამთ და ძრწიან" მაგრამ მაშინ მათ რწმენას რატომ არ მოაქვს მათთვის სარგებელი? იმიტომ რომ, რწმენა მაშინაა მაცხოვნებელი, როდესაც ნებაყოფლობითია და ღმრთის სიყვარულთანაა შეერთებული. მარტოოდენ ცივი, იძულებითი რწმენა, ღმრთის აღიარება ყოვლისშემძლედ და მრისხანე მსაჯულად, არ არის რწმენა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არამედ ცოდვილისათვის სამწუხარო განცხადებაა (откровение), მისი ყველა ილუზიის მამხილებელი.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია
1Точное изложение православной веры. О соществии в Ад.
2 Св. Ириней Лионский. Lib. IV. c 45. კიდევ. იხ. Сар. 50.
3У. Гр. Дьяченко. Уроках и примерах Христианской веры. Стр. 347.
4 Св. И. Дамаскии. Там. Же. Ки. 4. Гл. 9.