„ქრისტეს წმიდა საიდუმლოსთან ზიარების გარეშე ადამიანი იგივეა, რაც ხე - მაცოცხლებელი წვენის გარეშე"
* * *
„პური და ღვინო, რომელსაც ევქარისტიის საიდუმლოში ვიღებთ, უფლის აღთქმისამებრ, სამარეშიც კი მოქმედებს ჩვენში" (იონ. 6, 48-51).
* * *
„ცუდია წმ. საიდუმლოსთან განშორება, მაგრამ უღირსად ზიარება უარესია"
* * *
„რომელი ჩვენგანი იზამს, რომ ძვირფასი სამოსი ჭუჭყიან და მყრალ წყალში ჩაყაროს?! გაბედავთ, რომ მაცხოვრის ძვირფასი სისხლი ცოდვით სავსე გულში მიიღოთ"
ნეტარი ავგუსტინე
„შიში და სარწმუნოება - ეს გრძნობები, ეკლესიის სწავლებით, აუცილებლად უნდა აღავსებდეს „საღმრთო ბუნებასთან" მაზიარებელთა სულებს"
* * *
„როდესაც წმიდა ბარძიმთან მიდიხარ, ისე მიდი, თითქოს თვით ქრისტეს ფერდიდან სვამდე"
წმიდა იოანე ოქროპირი