„საკუთარი ცოდვების შეგნება და თვითყვედრება - პირველი ნაბიჯებია სინანულის გზაზე" (ლკ. 15, 17-19).
* * *
„საკმარისი ძალა უნდა გქონდეთ, რომ შეცოდებები აღიაროთ და ამგვარად აღხოცავთ მათ"
* * *
„არიარე, რომ სცოდე, და აღიხოცება შენი ცოდვები"
წმიდა ნილოს სინელი
* * *
„თუ ცოდვას არ აღიარებ, კიდევ უფრო ამძიმებ მას"
* * *
„ორმაგად სცოდავს ის, ვინც სცოდავს და ცოდვით იწონებს თავს"
* * *
„დანაშაულია არა იმდენად ცოდვის ჩადენა, რამდენადაც - ცოდვის ქმნის შემდეგ უსირცხვილობა"
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
„ცოდვილმა, რომელმაც მეყსეულად გაკიცხა თავი, უფლის მსჯავრი აირიდა"
* * *
„შეუნდე სხვებს ყველაფერი, შენ თავს კი - არაფერი"
* * *
„ვინც თავს იმართლებს, იგი თავს სინანულისაგან აუცხოებს"
ამბა ისაია
* * *
„სადაც ღირსების გრძნობა გათელილია, იქ მეტად გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ სადაც იგი ჯერ კიდევ შემონახულია, იქ ყოველთვის არის ცხონების იმედი"
* * *
„მცოდველი თავს უნდა განიკითხავდეს, თუნდაც სხვა არ ადანაშაულებდეს"
* * *
„კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი შეუძლია მას ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა"
ნეტარი ავგუსტინე