„სინდისის წინააღმდეგ შეცოდებას სიკვდილი გერჩიოს"
* * *
„ბოროტი (ანუ ცოდვაში მხილებული) სინდისი ჯალათის ტოლფასია"
* * *
„ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს"
* * *
„ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე, როგორც გაჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„სინდისი ჭეშმარიტი მასწავლებელია; ვინც მას უსმენს, საცდურით არ განიცდება"
* * *
„სამი სამსჯავრო არსებობს: ამქვეყნიური, შენი პირადი (სინდისის) სასამართლო და უფლის სამსჯავრო. ისევე, როგორც შეუძლებელია, ღვთის სამსჯავროს გაექცე, ასევე არ ძალგიძს, გაექცე პირადს, თუმცაღა ოდესმე ამქვეყნიურ სამსჯავროს გაექცევი"
* * *
„მხოლოდ მათ არ ასამართლებს სინდისი, ვინც მიაღწია სათნოებათა ან მანკიერებათა მწვერვალს"
ამბა თალასი