„ნუ მოიძულებ ღვინოს, არამედ მოიძულე მემთვრალეობა"
* * *
„ღვინო კი არ არის დამნაშავე, დამნაშავეა ის, ვინც არ იცის ღვინოში საზღვარი"
* * *
„სმა კი არაა აკრძალული, არამედ - თრობა"
* * *
„ღვინო ღვთიური საქმეა, ხოლო მემთვრალეობა - ეშმაკისა"
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
„გეშინოდეს ძლიერი სასმელის უზომო გამოყენებისა, როგორც - გეენიის ცეცხლისა"
* * *
„ქალისვილების მიერ დარწმუნებული ლოთი, ღვინით გამოთვრა და მოხერხებულად შეიტყუა იგი ეშმაკმა მრუშობაში"
* * *
„რასაც ფხიზელი არ გააკეთებს, მას მთვრალი გაბედავს"
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
„როდესაც მთვრალს ღვინო მართავს, იგი ემსგავსება ჯიუტ, უაღვირო ცხენს"
* * *
„მთვრალი, უყურებს რა ყველას თვალებში, ვერ ხედავს იმასაც, რაზეც ფეხი უდგამს"
* * *
„კვამლი შორს დევნის ფუტკრებს, ხოლო უზომო სმა განაგდებს სულიერ მადლს"
წმიდა ბასილი დიდი