xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » იდეოლოგიური ცდომილებანი » რაციონალისტური აზროვნება რწმენის წინააღმდეგ - დავით ჯინჭარაძე
რაციონალისტური აზროვნება რწმენის წინააღმდეგ - დავით ჯინჭარაძე
7-04-2020, 19:52  / ამოსაბეჭდი ვერსია

რაციონალისტური აზროვნება რწმენის წინააღმდეგ - დავით ჯინჭარაძე

 

   წმინდა ილია მართალი ამბობდა: „ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ". ამ წინადადების მეორე ნაწილი „თუ არ ირწმუნებ ვერ დაინახავ" სრულიად გაუგებარია რაციონალისტურად მოაზროვნე ადამიანისთვის.

 

   ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაციონალიზმი - შემეცნებითი თეორიის მიმართულებაა, რომელიც გონებას, ცოდნის ერთადერთ წყაროდ თვლის. მათი მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით. რწმენას, დოგმატიკას ან ზოგადად რელიგიურ ცოდნას, მათი აზრით არაფერი მნიშვნელობა არა აქვს.

   რაციონალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰეგელი თვლიდა, რომ ადამიანის გონებას მთელი სინამდვილის საიდუმლოებათა კარი გაეღო და ყველგან და ყველაფერი აბსოლუტური გონების განსჯის საქმედ უნდა გამოცხადებულიყო.ის ამბობდა: „ყოველივე ნამდვილი გონიერია და ყოველივე გონიერი ნამდვილია".

   დეკარტი, რაციონალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი, კი ღმერთის არსებობას აღიარებდა ადამიანის ცნობიერებაში ,ოღონდ თვლიდა, რომ უთუოდ უნდა მოხდეს მისი დასაბუთება. ანუ, ღვთაებრივის ახსნას რაციონალისტური მიდგომით გვთავაზებდა.

   ეკლესიური სწავლება კი სულ სხვაგვარია. აქ სულიერი გრძნობა „საღ აზრზე" აღმატებულია. უფრო მეტიც, წმინდა მამების აზრით, ერული „საღი აზრი" რყვნის სულიერ გრძნობას.

   წმინდა პაისი ათონელი ამბობდა: „ახლა ამ საღმრთო სულს ხშირად ვეღარ შეხვდები და ამიტომ ადამიანებს წმინდა მამათა შრომები არ ესმით. ისინი ყველაფერს ერული თვალით უმზერენ, ისინი შორს ვერ იხედებიან. მათ ისე ფართოდ აღქმა არ შეუძლიათ, როგორ აღქმასაც სიყვარული და სარწმუნოება იძლევა".

   წმინდა მამა განაგრძობს: „თუ გონება ჩაერია, ადამიანს უკვე აღარ ესმის არც სახარება და არც წმინდა მამები. სულიერ გრძნობათა ორგანო ირყვნება და ადამიანი, რომელიც თავისი გონიერებით სახარებასაც და წმინდა მამებსაც გადააფასებს, იქამდე მიდის, რომ ამბობს „რამდენი წელია ადამიანები თავს ასკეტიზმით, მარხვით და სხვა ნაკლოვანებებით იტანჯავენ". - მაგრამ ამის თქმა გმობაა".

   ყველა წმინდა მამა თანხმდება, რომ სახარების ადამიანურ, საღ აზრთან დაკავშირება შეუძლებელია. სახარებას საძირკვლად სიყვარული აქვს დადებული, ხოლო საღი აზრის საძირკველი - გამორჩენაა.

   ადამიანური მსჯავრი და სიმართლე, როგორც წესი, ცრუა „ყოველი კაცი ცრუ არს"- ამბობს წმინდა წერილი. ღვთის სამართალი ეს სიყვარული, მრავლისმოთმენა, შემწყნარებლობაა. ჩვენ კი ყველაფერს ადამიანური მსჯელობის გზით ვიკვლევთ. სწორედ ამ თითქოსდა უმნიშვნელო აზრიდან იწყება სულიერი სნეულება. წამალი, რომელიც ამ სნეულებას კურნავს - კეთილი ზრახვებია. როცა ადამიანი კეთილად ზრახავს, ანუ კეთილი, აზრები აქვს, მისი გულის ტევადობა იზრდება.

   ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, იმიტომ, რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწმენიდან აღმოცენდება"

   ჩვენ უნდა ვფრთხილობდეთ დასკვნების მიღებისას. რადგან დასკვნები, რომელთაც ჩვენი მსჯელობის მიხედვით ვაკეთებთ, მხოლოდ ადამიანური მოსაზრებებია. თუ ისინი სულიერი არ არის, მაშინ არც კურთხეული და განწმენდილია.

   მამები გვირჩევენ ნაკლებად ვენდოთ საკუთარ მსჯელობას და ვთქვათ: „განსჯის ის უნარი, რომელიც მე მაქვს, ერულია, მასში საღმრთო განათლება არ არის და ამიტომ ვუშვებ შეცდომებს". მაშინ ღმერთი განანათლებს ამ ადამიანს, ის გონიერებას მოიხვეჭს და შეძლებს, გაარჩიოს, რა არის ჭეშმარიტი და რა - არა.

   ეს კი თანამედროვეობის ავტორიტეტული მამის, არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) სიტყვებია:"სულიერების თანდათანობით დაკნინების გამო რაციონალიზმი სქოლასტიკისა და რელიგიური მატერიალიზმის სახით თანდათანობით ავიწროებს მისტიკას. იგი ცდილობს რელიგია საზოგადოებრივ ურთიერთობათა უტილიტარულ სისტემად გადააქციოს. საერო ინსტიტუტად - პროგრამით - ყველაფერი ადამიანის ბედნიერებისათვის...მარადიულის დროებითად, ზეციურის მიწიერით ჩანაცვლებით რელიგიური რაციონალისტები ისწრაფვიან ასიმილაციის წესით მონაზვნობა ერთად შეაერთონ, თავიანთ გლობალურ ჰუმანისტურ პროგრამაში ჩართონ".

   იგივე აზრს ანვითარებს არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე: „ადამიანის გონება რაციონალისტური გახდა, იგი შეეჩვია მხოლოდ სივრცისა და დროის კატეგორიებით აზროვნებას, ყოველივე ის კი, რაც ხილული სამყაროს მიღმა დგას, მის შემეცნებაში ვერ თავსდება. იმისათვის, რომ გაიგოს, ანუ დასაბუთების გარეშე ირწმუნოს ნამდვილად სულიერი ცნებები, კაცმა უნდა გადააბიჯოს კაცობრივი აზროვნების ფარგლებს, ღმერთს მიენდოს, შეიძლება ითქვას, გონების ზღვარს გადასცდეს, მაგრამ რაციონალური გონებისთვის ეს სიგიჟეა. სწორედ მეტისმეტი ლოგიკურობა, ინტელექტუალიზმის დაუთმობლობა იგი ყველაზე ხშირად მწვალებელთა მიერ დოგმატურ ჭეშმარიტებათა მიუღებლობის მიზეზი".

   ვფიქრობ, სრულიად გასაგებია ჭეშმარიტი რწმენისა და რაციონალისტური აზროვნებას შორის განსხვავება. ასვე გასაგები ხდება იმ სასულიერო და საერო პირთა სულისკვეთება, რომელნიც დაჟინებით მოუწოდებენ ადამიანებს „საღი" აზრისკენ, სინამდვილეში კი ჩვეულებრივ მოდერნიზმს და რაციონალიზმს ქადაგებენ.

   დასკვნისთვის მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის დიდებულ სიტყვებს შემოგთავაზებთ: „მართლმადიდებლებო! მტკიცედ ჩაეჭიდეთ მოძებულ მადლს, არასდროს გაიხადოთ იგი ჩვეულებად, არასდროს გაზომოთ იგი ჩვეულებრივი ადამიანური საზომით, ნუ გექნებათ იმედი, რომ იგი ლოგიკური და გონებით მისაწვდომი შეიძლება იყოს იმათთვის, ვისაც ადამიანურზე აღმატებული არაფერი ესმის ან სულიწმინდის მოხვეჭას სხვა გზით განიზრახავს, და არა ისე, როგორც ქრისტეს ეკლესიამ გვამცნო. ჩანს ამ დემონურ ეპოქაში ყოვლად მიუღებელია ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, თავისი ბუნებით, - გამსხვავებული სულისკვეთებით განმსჭვალული, რელიგიურ " აღორძინების" ფერხულში მოყოლილი ერთი მუჭა " დაწუნებულნი" და "უგუნურნი". მაგრამ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს სიტყვებით ვინუგეშოთ თავი: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკ 12.32)


დავით ჯინჭარაძე 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine