„ძუნწისათვის ისევე არ არსებობს ის, რაც მას აქვს, როგორც ის, რაც მას არ აქვს"
* * *
„საწყალს ბევრი გასაჭირი აქვს, მფლანგველს უფრო მეტად, ხოლო ძუნწი ყველაფერში ნაკლულოვანია"
* * *
„განა ძუნწი ციებ - ცხელებით დაავადებულს არ ჰგავს, რომელიც ყველაზე ულმობელი წყურვილით ითანგება, თუმცა შეიძლება წყალს სათავიდანაც კი ხაპავდეს?!"
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
„ძუნწი აგროვებს მხოლოდ იმისთვის, რომ შეაგროვოს. იგი არ კმაყოფილდება თავისი მოთხოვნილებებით - იგი უარს ეუბნება თავის თავს მასზე"
* * *
„ძუნწ ადამიანებს მთელი სამართლიანობით შეიძლება ეწოდოთ საზოგადოების მტრები და ახლობლების მძარცველნი"
* * *
„ჭაში წყლის ამოხაპვის შემდეგ დგება უკეთესი წყალი; და თუ ჭა მიშვებულია, მაშინ მასში წყალი ყროლდება; სიმდიდრის დაგროვებაც უსარგებლოა; მისი გაღება და ხელიდან ხელში გადაცემა კი საყოველთაოდ სასარგებლო და ნაყოფიერია"
წმიდა ბასილი დიდი