ერთხელ ვიღაც ბერები აბბა პიმენს ესტუმრნენ და ჰკითხეს: „თუკი მსახურების დროს მთვლემარე ძმებს დავინახავთ, რას გვირჩევთ, უნდა გავაღვიძოთ, რათა იფხიზლონ?" ბერმა უპასუხა: „თუკი მთვლემარე ძმას შევნიშნავ, მას თავს ჩემს მუხლებზე ჩამოვადებინებ, რათა უკეთ დაისვენოს".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"