ერთხელ აბბა პიმენთან ერეტიკოსები მივიდნენ და ალექსანდრიის ეპისკოპოსის ცილისწამებას მოჰყვნენ, თითქოსდა ის მღვდლების მიერ იქნა ხელდასხმული. ბერი მდუმარედ ისმენდა მათ ცილისწამებას, შემდეგ კი თავის ძმას უხმო და უთხრა: „მათ ტრაპეზი შესთავაზე, დაანაყრე და მშვიდობით გაუშვი".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)