ერთმა ძმამა აბბა პიმენს აღძრულ გულისთქმათა შესახებ შეეკითხა. ბერმა მიუგო: „წარმოდგინე, რომ ადამიანს მარცხენა ხელში ცეცხლი ეჭიროს, ხოლო მარჯვენაში კი - წყლით სავსე ჭურჭელი. როდესაც ცეცხლი ჩნდება, ის სავსე ჭურჭლიდან წყალს ასხამს და აქრობს მას. ცეცხლი - ეს მტრის შთაგონებაა, ხოლო წყალი - ღვთის წინაშე მხურვალე და გულწრფელი ლოცვა".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"