ერთმა ძმამ აბბა პიმენს უთხრა: „თავი მომაბეზრეს გულისთქმებმა და მათ გამო ძალიან ვარ შეჭირვებული". ის სენაკიდან გარეთ გამოიყვანა და განუცხადა: „გაშალე შენი სამოსლის კალთები და შეეცადე, რომ ქარი შეაჩერო". ამაზე ძმამ მიუგო: „ეგ ჩემს ძალებს აღემატება". მაშინ აბბა პიმენმა უთხრა: „თუკი ეგ არ შეგიძლია, ვერც იმას შეძლებ, რომ გულისთქმები არ მოგეძალონ, თუმცაღა შენი საქმეა, რომ წინ აღუდგე მათ".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"