xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » რომის ეკლესიის პირვანდელი და შემდგომი სულისკვეთება - რომლისკენ იხრება კონსტანტინოპოლი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
რომის ეკლესიის პირვანდელი და შემდგომი სულისკვეთება - რომლისკენ იხრება კონსტანტინოპოლი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
16-02-2020, 21:05  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, რომის ეკლესია პირველ ათასწლეულში, როგორც დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიები, კრებსითი სულით იმართებოდა. უმაღლესი მწყემსმთავრები მსოფლიო ეკლესიისა, ერთნაირად ფლობდნენ კლიტეს, ანუ გახსნისა და შეკვრის უფლებამოსილებას. რომის ეკლესია, ვით პირველი პატივით, ღირსებით (იმპერიის დედაქალაქის სტატუსის გამო) ფლობდა გარკვეულ უპირატესობას ვით „სიყვარულით წინამძღოლი" (წმ. ეგნატე ანტიოქიელი). პირველი საუკუნეების ეკლესიაში თითქმის არაფერი ხდებოდა რომის ეკლესიის ინიციატივისა თუ აზრის გაუთვალისწინებლად. კლიმენტი რომაელის წერილებში არ ჩანს პირველობის არანაირი ამბიცია, პირიქით, შეინიშნება დიდი მზრუნველობა, სხვა ადგილობრივი ეკლესიების დახმარების სურვილი.1

   ირინეოს ლეონელიც რომის ეკლესიას წარმოაჩენს ვით სარწმუნოების ნიმუშს, ურყევს ყველა დანარჩენ სამოციქულო ეკლესიებს შორის. რომის ეკლესიის პატივით პირველობას აღიარებდა მსოფლიო ეკლესიის ყველა ეპისკოპოსი, რაც აისახა კიდეც მსოფლიო კრებების განსაზღვრებებში. რომის ეკლესიას, ვით სიმართლის დამცველს, ხშირად მიმართავდნენ საკამათო საკითხების გადაჭრის დროს.2

   გავიხსენოთ ღირსი მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრების ერთი ეპიზოდი. სწორედ ღირსი მამის ინიციატივა იყო კრებაზე განეხილათ მონოთელიტური მწვალებლობა. მისი ბრალდება ყურადღებით მოისმინა ნეტარმა პაპმა მარტინემ და ანათემას გადასცა ეს მიმდინარეობა. (იხ. წმ. მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრება)...

   დედა ეკლესიაში პატივით პირველობის საკითხს საგანგებო ნაშრომი მივუძღვენით (იხ. დეკ. კ. ჯინჭარაძე. „ეკლესიისა და ოჯახის გამოწვევები". „დედა ეკლესიაში პირველობის შესახებ". თბ. 2019.). ამიტომ ამჯერად მოკლედ ვიტყვით: როდესაც საუბარია პირველობაზე, იგულისხმება სწორედ პატივი და ღირსება, რომელიც გააჩნდა რომს, რომის წინამძღოლს და არა უფლებამოსილება დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებზე.

   სამწუხაროდ, პირველობის პირვანდელი კონცეფცია რომის ეპისკოპოსებმა ნელ-ნელა დაამახინჯეს, რაც ამსოფლიური დიდებისმოყვარეობის ვნებით იყო განპირობებული. ამის თვალსაჩინო ნიმუშად წმ. პატრიარქ ფოტის ცხოვრება გამოდგება. საბოლოოდ სწორედ ამპარტავნობისა და დიდებისმოყვარეობის ვნებამ გამოიწვია ლათინების ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიიდან განდგომა, ერეტიკული „ქრისტიანობის" კვალზე გადასვლა. სინანულით კვლავ ეკლესიაში დაბრუნებას სწორედ ამბიცია უშლიდა ხელს.3

   ასევე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა პირვანდელი რომის ეპისკოპოსებს კი არ მიბაძეს, არამედ დიდებისმოყვარე რომის პაპების კვალს დაადგნენ. ისინი ადგილობრივ ეკლესიებზე თავიანთ ზეგავლენას ლამობენ. დღევანდელი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის მხრიდან გამუდმებით გვესმის, რომ მხოლოდ ის ფლობს „პრივილეგიებს", „უფლებამოსილებას" მთელ ეკლესიაზე. სინამდვილეში არამართებულად, საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტავს იგი მსოფლიო კრებების განჩინებათ. ამის შესახებ ვისაუბრეთ ჩვენს ნაშრომში „დედა ეკლესიაში პირველობის შესახებ". კ. ჯ. (28-ე კანონი.IV მს. კრება).

   დიდი ძალისხმევითა და ენერგიით იცავენ ფენერის წარმომადგენლები თავიანთ „პრივილეგიებსა" და „იურისდიქციებს", აჯობებდა იმავე შემართებით დაეცვათ ეკლესია ერესებისა და ერეტიკოსებისაგან, რომლებსაც კრეტის კრებაზე „ეკლესიები" უწოდეს.

   კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დღეს ეკუმენისტური ღალატის მაკოორდინებელ ცენტრად მოგვევლინა. თავისი წინამორბედების (ათინაგორა, მელეტი, დემეტრე) მსგავსად ბართლომემაც სწორედ ამ ნიშნით გამოიჩინა თავი. განა მისი წიაღიდან არ გვესმის გაუგონარი ერეტიკული სწავლებები ი. ზიზიულასისა, ელპიდოფორესი, სტილიანისა, საკუთრივ ბართლომესი და სხვათა, როგორ გათელა მან ფეხქვეშ კრებსითობის პრინციპი ე.წ. კრეტის კრებაზე.4

   მართლმადიდებლური კრებსითი ცნობიერებისთვის ყოვლად მიუღებელია როგორც ლათინებისეული „პირველი რომის" ამბიცია, ასევე კონსტანტინოპოლისაგან „მეორე რომის" და რუსეთისაგან „მესამე რომის" პრეტენზია.

   ძალაუფლების ვნება უდიდესი საცდურია, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკლესიას ქრისტოცენტრული, კრებსითი ცნობიერებიდან არ გახდეს „ძალაუფლებაცენტრულ" ეკლესიად.

   ისმის კითხვა: ვინ გააჩერებს ამ უმსგავსობას ეკლესიაში, თუარა საყოველთაო მართლმადიდებლური კრება, როგორც ეს ხდებოდა ყველა ეპოქაში - ცრუკრებათა გაბათილება, ერესებისა და სიახლეების მხილება ავტორიტეტული კრების მოწვევით წმინდა მამათა სწავლების კვალდაკვალ?!

 

 

1 Проф. Богословия. Мегаса Фарантос. Журн. Кинония. Крайне необходимо созвать Всеправославный Собор. www.Ogionoros.ru.

2ირინეოს ლეონელის თხზულებიდან. Споры о Пасхе.

3იხ. ეპ. ილია მინიატისი. ლოდი საცდურისა. თბ. 2009. გვ. 60-80.

4იხ. კ. ჯ. „პარიზის სკოლის კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში". კრეტის კრება რეცეფციის პროცესში. თბ. 2017. გვ. 88-92.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine