xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » რატომ უნდა ვამბობდეთ სათქმელს - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
რატომ უნდა ვამბობდეთ სათქმელს - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
2-02-2020, 08:23  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

 

 

   უამრავ კეთილგონიერ ადამიანს აწუხებს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები. შეშფოთებას იწვევს როგორც მოდერნისტულ-რეფორმატორული ცვლილებები, ისე უზნეობების გამოვლინებები. ჩვენს ამ პროცესების გვერდით ვცხოვრობთ, განვიცდით ამ მძიმე სიტუაციას და მისთ.

   ამასთან, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა: თუ რისი კეთება, რისი გამოსწორება შეგვიძლია და რისი არა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ მოვლენათა მართებულ შეფასებას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის გარკვეულ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. მეორე მხრივ, არსებობს იმის რისკიც, რომ ჩვენი დუმილით დანაშაულის (თუგინდ უნებლიე) თანამონაწილე გავხდეთ. შესაძლოა ეს გარემოება, პრობლემა ვერც კი შევნიშნოთ, თუკი არ მიგვაჩნია, რომ არსებული პროცესების შეფასება არ მოგვეთხოვება. არადა, მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია მართებულად შეაფასოს, განსაჯოს მოვლენები, თუ საჭიროება მოითხოვს ამხილოს კიდეც ის. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ნათლისღების ჟამს დაგვეკისრა.
   ბოროტ ძალებს არ დაუსრულებია თავისი მზაკვრული საქმე, ჯერ არ შემდგარა ის დამღუპველი რელიგიური „ერთობა", რომელსაც უხელმძღვანელებს ანტიქრისტე. მაგრამ დაუსრულებელი პროცესების მხილება დღესაა საჭირო. ერთი შეხედვით, ბევრს ვიღებთ თავზე, გვეტყვის მავანი: რა საჭიროა დინების საპირისპირო სვლა? ეს საქმე აღემატება ჩვენს ძალებსა და კომპეტენციას. მაგრამ განა ღმერთი შეუძლებელს მოგვთხოვს? განა ეკლესიის სწავლებისა და ზნეობის დაცვა ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანის ვალი არაა?
   ცხადია, დიდია შეცდომის ფასი! ჩვენ ვსაუბრობთ იმ განდგომილების პროცესებზე, რომლებიც დაშვებულია ღვთისგან და მისი შეჩერება არავის ძალუძს. მაგრამ ჩვენ სულ სხვა პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ.
   დღეს მოვლენების შეფასების ორი კატეგორიის ადამიანი გამოიკვეთა:
   1) გულწრფელი ადამიანები, დიდი პასუხისმგებლობის და ტვირთის მხილველები, რომლებსაც ეშინიათ შეცდნენ.
   2) ცბიერი ადამიანები, რომლებსაც ხელთ არ აძლევთ მოვლენების მართებული განსჯა.
   საფრთხე იმაში გახლავთ, რომ გულწრფელი, მაგრამ მქრთალი (შესაძლოა უნებლიეთ) იმავე გამკეთებელი აღმოჩნდეს, რომლისაც ცბიერი. ეს მაშინ ხდება, როდესაც გულწრფელი სათქმელის უშიშრად თქმაზე უარს საერთო ადამიანურ უძლურებით ამართლებს. ხედავენ რა რამხელა პასუხისმგებლობასთან, და ამავე დროს, მოსალოდნელ რისკებთან აქვთ საქმე, ეს გულწრფელი ადამიანიც აკეთებს დასკვნას: მე უძლური ვარ ამ საქმისთვის, თითქოს ეს ვიღაცის და არა მისი სათქმელი და გასაკეთებელია.
   ერთი შეხედვით, ეს მოკრძალებულ საქციელად წარმოჩინდება, ნაწილობრივ ეს ასეცაა. მეორე მხრივ, ეს ეკლესიისადმი დადებული აღთქმის უგულებელყოფაა. ასეთ გულწრფელ და მოკრძალებულ ქრისტიანს არ სურს დინების წინააღმდეგ მოცურავის როლში ყოფნა, უბრალოდ ეშინია და კაპიტულაციას აცხადებს. მაგრამ ამ სიმქრთალეს ის ოსტატურად მალავს ფასადური „ღვაწლით", რომელიც მრავლისთვის შეუმჩნეველი რჩება. ასეთი ადამიანი თავის შიშებთან მარტო რჩება, არადა არ უნდა იყოს მარტო, მასთან ხომ ღმერთია, რომელიც ელის მისგან სიმართლის თქმას.
   ამრიგად, მოვლენების მართებული შეფასება დინების საპირისპირო მდგომარეობაში გვაყენებს. ამას გულწრფელი კატეგორიის წარმომადგენლებიც კი ამპარტავნებაში გვითვლიან, ხოლო საკუთარ ფარულ სიმქრთალეს, დინების მიყოლას, სიმდაბლედ წარმოაჩენენ.


დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine