აბბა ირინეოსმა ერთი სკიტელი ბერის ნაამბობი მოგვითხრო: ერთ ღამეს მან იხილა ეშმაკი, რომელიც დადიოდა და ძმებს ფოცხებსა და კალათებს ურიგებდა. „რას აკეთებ?" - ჰკითხა მას ბერმა, „გასართობებს ვამზადებ ძმებისთვის, - უპასუხა ბოროტმა, - რათა გონებაგაფანტულად და უგულისყუროდ ილოცონ".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"