ღვთივსათნო მოღვაწე ექვთიმე ღვთისგან მჭვრეტელობის ნიჭით იყო დაჯილდოებული. მონასტრის ორმა წევრმა, რომლებსაც მეგობრობა აკავშირებდათ, მაგრამ ნაკლებ სულიერნი იყვნენ, გადაწყვიტეს, რომ სავანე მალულად დაეტოვებინათ. ღვთისმსახურების დროს ექვთიმემ მგალობლებისკენ გაიხედა და იხილა საშინელი შავი არსება, რომელიც იმ ორ ძმას კაუჭის საშუალებით კლიროსიდან აძევებდა. კაუჭი ვარდებოდა, მაგრამ შავი არსება ისევ ცდილობდა ძმების შესამოსლებისთვის მის გამოდებას. დემონი ხან ქრებოდა, ხან კვლავ ჩნდებოდა, საბოლოოდ კი მხოლოდ წმინდა საიდუმლოების - ძღვენის კურთხევის - აღსრულებისას გაუჩინარდა. ბერი ამ ყველაფერს შეშფოთებითა და ძრწოლით უცქერდა. წირვის შემდეგ მან თავისი ხილვის შესახებ ღირს პაფნუტი ბოროველს უამბო, ღირსმა მამამ ის ძმები თავისთან იხმო და მშვიდად ამხილა, ძმებმაც სინანულით აღიარეს ყოველივე და გამოსწორდნენ.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"