xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » “დიალოგის“ არსი ი. ზიზიულასის მსოფლმხედველობაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
“დიალოგის“ არსი ი. ზიზიულასის მსოფლმხედველობაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
21-01-2020, 16:13  / ამოსაბეჭდი ვერსია

“დიალოგის“ არსი ი. ზიზიულასის მსოფლმხედველობაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ჭეშმარიტება, მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ზეგარდმო მიეცა კაცობრიობას, ამდენად ჭეშმარიტება არც დისკუსიურია და არც დიალოგური. ის დოგმატურია!

   ეკუმენისტებს კარგად ესმით, რომ მართლმადიდებლები არასდროს დაიხევენ უკან თავიანთ შეხედულებებში, მაგრამ კონფესიათაშორისი „დიალოგის" ფარგლებში მუდმივად წამოსწევენ ხოლმე ახალ-ახალ თეორიებს. ერთ-ერთი ასეთი თეზის თანახმად თავად დიალოგს, ურთიერთობას ენიჭება ონტოლოგიური შინაარსი თუ სტატუსი.

   ამგვარი ე.წ. იდეოლოგიის მედროშედ მოგვევლინა პერგამელი მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი. მისი პოსტმოდერნისტულ-ფილოსოფიური სწავლების თანახმად, ჭეშმარიტების კრიტერიუმი არის ურთიერთობა. მაგალითად: კათოლიკემ და მართლმადიდებელმა დიალოგი დაიწყო. მისი აზრით, ამ დიალოგს უკვე გააჩნია გარკვეული ჭეშმარიტება და ფუნდამენტურობა. მისთვის ყველაფერი, რაც არსებობს, განპირობებულია ურთიერთობით, რომელსაც არ გააჩნია ყოფიერება თავის თავში.

   ათონის მთის ბერ-მონაზვნობის წერილში „წმინდა და დიდი კრება: ვიმედოვნებდეთ თუ ვწუხდეთ", გაკრიტიკებულია მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის „ეკლესია წმინდა სამების ხატი", რომელშიც მართლმადიდებელი მიტროპოლიტი ამახინჯებს წმ. ბასილი დიდის თხზულებას - „სული წმიდისთვის" (თავ. 26, პუნქტ. 63). ი. ზიზიულასი წერს: „წმ. ბასილი, ნაცვლად იმისა, ისაუბროს, რომ ღმერთი ერთია მისი ბუნების თვალსაზრისით (ე.ი. ესაუბრა ღმრთის ერთბუნებიანობაზე) იგი ამჯობინებს ილაპარაკოს ღმერთზე პირთა ურთიერთმიმართების თვალსაზრისით. „ერთობა" ბასილი დიდისთვის ონტოლოგიური ცნებაა. ღმერთის ბუნება - ესაა ერთობა. ეს არ ნიშნავს, რომ პირები ონტოლოგიურად წინ უსწრებენ საერთო ღმრთეებრივ არსს, არამედ იმას, რომ ღვთაებრივი არსი ემთხვევა სამი პირის ერთიანობას".1

   თავისთავად ცხადია, წმ. ბასილი დიდის სიტყვა სრულიად დამახინჯებულია, რაც წმინდანის ნაწერების ზედაპირული წაკითხვითაც კი ჩანს.

   ამ თეზას კიდევ უფრო ავრცობს და აღრმავებს მიტროპოლიტი, რაზეც შემდგომ ვისაუბრებთ. ამჯერად კი ზემოთ მოყვანილ დეტალზე ვიმსჯელოთ.

   წმინდა სამების პირთა ურთიერთობის (ურთიერთმიმართების) თეზა ი. ზიზიულასს საიმისოდ სჭირდება, რომ სამების პირთა ურთიერთობის ანალოგი გადმოიტანოს ამ ცხოვრებაში და ადამიანთა შორის ურთიერთობის ანალოგად დაგვისახოს. ამას ადასტურებს კრეტის კრების ტექსტი, სადაც ი. ზიზიულასის იდეოლოგიაზე დაყრდნობით ისმის ასეთი ფრაზა: „როგორც პიროვნებათა საზოგადოების წევრის, რომელიც კაცთა მოდგმის ერთიანობაში მადლის მეშვეობით (მიერ) ასახავს საღმრთო პიროვნებათა ცხოვრებასა და ურთიერთობას წმინდა სამებაში".2

   ასეთი გაიგივება, ანალოგის ძიება დამახასიათებელია პაპისტური სწავლებისთვის, რომელსაც „ყოფის ანალოგია" („analogia entis") ეწოდება. ამ პრინციპის მიხედვით ქმნილი ბუნება უქმნელის, ანუ ღმრთაებრივის ანალოგიურია, მისი ბადალია. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად კი, წმინდა სამების უქმნელი არსებობა, თავისი არსითა და ხარისხით, სრულიად მიუწვდომელია კაცთა ან ანგელოზთა გონებისთვის. მაგალითად, თუ მხოლოდ კაცობრივი კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ წმინდა სამება - ესაა კრება ან ერთობა.

   მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა და თეოლოგთა შეფასებით, მიტრ. ი. ზიზიულასი ცდილობს მოძებნოს ღვთაებრივსა და კაცობრივს შორის განსახვავებთა გადალახვის ფორმა. აი, როგორი ფილოსოფიური შეფასება შემოგვთავაზა მორალისტმა რ. ვერშილომ:

   „მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი თავის ფსევდოსისტემაში ცდილობს „შეურწყას ერთმანეთს ღმერთი, კაცობრიობა და ეკლესია. მაგრამ ეს, მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, შემოქმედი ღმერთის ჭეშმარიტი რწმენით, მადლმოსილი მოღვაწეობის შედეგად ადამიანის განღმრთობით მიიღწევა. მიტროპოლიტისთვის ეს ურთულესი პრობლემაა, რადგან მიზნის მისაღწევად აბსოლუტურად უსაფუძვლო მეტაფიზიკური სქემა წარმოგვიდგინა.

   მიტრ. ი. ზიზიულასი ყოფიერების ყოველგვარ საფუძვლებს ანგრევს ღმერთისა და ადამიანის შერწყმის მიზნით ის ყოფიერებასა და ურთიერთობას შორის აქამდე გაუგონარ სიახლოვეზე საუბრობს: „ყოფიერება და ურთიერთობა ერთი მნიშვნელობისანი არიან, როდესაც პიროვნებაში იმყოფებიან".

   საინტერესოა, ყველა ქრისტიანის მსგავსად, რატომ არ სწამს, რომ ღმერთი არსით უზენაესი, ერთიანი, ჭეშმარიტი არსებაა? ი. ზიზიულასი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გადაილახება და გვასწავლის: „ღმერთის ყოფიერება თანაფარდობითია, ღმერთის ყოფიერებაზე ვერ ვისაუბრებთ თვინიერ ურთიერთობის გააზრებისა". ამრიგად, ი. ზიზიულასის მსოფლმხედველობის თანახმად, ღმერთის ყოფიერება გაიგივებულია ურთიერთობის აქტთან ანუ ღვთაებრივი არსება, მისი განსაზღვრებით, თანაფარდობითი ხასიათისაა, ხოლო ეკლესია რეალობის თანაფარდობითია".3

   მსგავსი ეკუმენისტური აზროვნება პრაქტიკულ ბიძგს აძლევს ადამიანებს შორის, ანუ კონფესიათა შორის დიალოგს. საკმაოდ მოხერხებულად მოიქცა ი. ზიზიულასიც - მისი სიმარჯვე წაადგა ეკუმენისტებს - მათთვის ხომ მთავარია დოგმატური განსხვავებულობის მიუხედავად, შედგეს „კონფესიათაშორის დიალოგები", დამყარდეს „ერთობა". საამისოდ „ურთიერთობის ღვთისმეტყველება" მათთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ხოლო ჩვენთვის - ერეტიკული სწავლება.

 

 

 

1პერგ. მიტრ. ი. ზიზიულასი. შრომები. ტ. 1. გამომც. „დომოსი", ათენი 2016. გვ. 260.

2კრეტის კრება (2016). „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მხოფლიოში" (თავი 2. პირველი პუნქტი).

3Р. Верщило. Антимодернизм. Ру. Мировозрение Митрополита И. Зизиуласа.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine