xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ჭეშმარიტი სასწაულები » ხატიდან მომდინარე ხმამ მდიდარს უბრძანა, რომ გულმოწყალე კაცის ოჯახს დახმარებოდა
ხატიდან მომდინარე ხმამ მდიდარს უბრძანა, რომ გულმოწყალე კაცის ოჯახს დახმარებოდა
11-10-2020, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

ხატიდან მომდინარე ხმამ მდიდარს უბრძანა, რომ გულმოწყალე კაცის ოჯახს დახმარებოდა

 

   1848 წელს მოსკოვში შიმშილობა და ამავდროულად ქოლერა მძვინვარებდა. დედაქალაქსა და მის მიმდებარე გუბერნიებში ათასობით ადამიანი იხოცებოდა. ერთხელ ასეთ მძიმე პერიოდში ივან უკრაინცევის კარს ერთი საბრალო ქალი მიადგა და აღუწერელი მწუხარებითა და მოთქმა-გოდებით პური ითხოვა, რათა შვილები შიმშილით სიკვდილისგან ეხსნა. თავად ივანს ოჯახში ერთი პურიღა შემორჩენოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან პური გაჭირვებულ დედაკაცს ყოყმანის გარეშე გამოუტანა. როდესაც ამის შესახებ ივან ილარიონოვიჩის ცოლმა შეიტყო, ისეთი ამბავი დაატრიალა, რომ აღარ იცოდა რა სალანძღავი სიტყვებით შეემკო თავისი მეუღლე. კაცმა ორი დღე მორჩილებითა და თავმდაბლობით დაითმინა ოჯახის გასაჭირი, მაგრამ როდესაც მესამე დღეს შიმშილისაგან დასუსტებული ბავშვები ლოგინად ჩაწვნენ და ტირილით პურს ითხოვდნენ, ვეღარ გაუძლო განსაცდელს და პირდაპირ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველოსკენ გაეშურა. მან დედა ღვთისას, როგორც ცოცხალს, ისე გაუმხილა და შესჩივლა თავისი მწუხარება, რადგან სწამდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო მისი ოჯახის ხსნა ამ გამოუვალი მდგომარეობიდან. ლოცვისას სასოწარკვეთილი კაცის თვალზე ცრემლი არ გამშრალა. სწორედ ამ დროს, როდესაც ის მხურვალედ ევედრებოდა ზეციურ დედოფალს, თავის სამლოცველოში ლოცულობდა მოსკოველი თავადი ვატბოლსკი. არც თავადსა და არც უკრაინცევს უწინ ერთმანეთის შესახებ არაფერი სმენოდათ, თუმცა ორივე დედაქალაქში ცხოვრობდა. უეცრად თავადი თავისი სენაკის ღვთისმშობლის ხატიდან მომდინარე ხმამ გააოგნა: „სასწრაფოდ გაუგზავნე ჩემს ერთგულ მონას, იოანე უკრაინცევს, ყოველივე, რაც მისი ოჯახის გამოსაკვებად იქნება საჭირო, რადგან ბავშვები შიმშილით ეხოცება". ამასთანავე, ზუსტად იქნა მითითებული უკრაინცევის სახლის მისამართიც. შეძრწუნებულმა ვატბოლსკიმ მაშინვე გაგზავნა მითითებულ მისამართზე თავისი მამასახლისი. როდესაც ის უკან დაბრუნდა და ივან ილარიონოვიჩის სახლში ნანახი უმძიმესი სურათი თავადს დაწვრილებით აღუწერა, ვატბოლსკიმ მათ დაუყოვნებლად გაუგზავნა ხორცი და პური. ასე გადარჩა შიმშილობას უკრაინცევის ოჯახი ღვთისმშობლის მეოხებით. იმ დღიდან თავადი ვატბოლსკი და უკრაინცევის ოჯახი დამეგობრდნენ.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine